ბლეფარიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბლეფარიტი

  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
  • ალერგიული დაავადება;
  • ანემია;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ცხვირ-ხახის, კბილების დაავადებები;
  • ვიტამინების ნაკლებობა;
  • მხედველობის ორგანოს ზოგიერთი პათოლოგია.

მაპროვოცირებელი ფაქტორებია: თვალების მუდმივი გაღიზიანება მტვრით, ქარით, კვამლით და სხვა. პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ წინა, უკანა კიდის და ანგულარულ ბლეფარიტს. წინა კიდის ბლეფარიტის დროს ზიანდება მხოლოდ ქუთუთოს წამწამოვანი ნაწილი, უკანას დროს - ვითარდება მეიბომის ჯირკვლების ანთება, ანგულარულის დროს კი თვალის კუთხეების არეებია დაზიანებული. ბლეფარიტი შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქად, ისე მძიმედაც. მსუბუქი მიმდინარეობისას ქუთუთოს კიდეები შეწითლებული და შეშუპებულია, წამწამების ძირებთან კი რბილი, ადვილად აქერცვლადი მონაცრისფრო-მოთეთრო ფუფხით არის დაფარული. პაციენტები უჩივიან სიმძიმეს ქუთუთოებში, ქავილს წამწამების ქვეშ. ზოგიერთ მათგანს ეწყება წამწამების ცვენა, ეცრემლება და ადვილად ეღლება თვალები, მომატებული აქვს მგრძნობელობა მკვეთრი სინათლის, ქარის, მტვრისა და სხვა მსგავსი ფაქტორების მიმართ. მძიმე მიმდინარეობისას ქუთუთოების კიდეებზე ჩირქოვანი, ქერქით დაფარული გამონაყარი ჩნდება. ქერქის აცლის შემდეგ ვითარდება სისხლმდენი წყლულები, ნაწიბუროვანი შეხორცება კი წამწამების არასწორ ზრდასა და ქუთუთოების დეფორმაციას იწვევს. წამწამები ადვილად ცვივა და ძნელად იზრდება. შესაძლოა, ბლეფარიტი ქერქოვანი გამონაყარისა და წყლულების გარეშეც მიმდინარეობდეს. ასეთ დროს ქუთუთოს კიდეები გათხელებულია, გაწითლებული და თითქოსდა სველი, შეხებისას კი ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს ზეთოვანი სეკრეტით არისო დაფარული.

დაავადების ფორმები

იმის კვალობაზე, რამ გამოიწვია და რა ნიშნებით ვლინდება პათოლოგიური პროცესი, განასხვავებენ მის 4 ძირითად ფორმას:

1. მარტივი ბლეფარიტი - ახასიათებს ქუთუთოების კიდეების სისხლსავსეობა, შეწითლება და გასქელება; ისინი დაფარულია მშრალი ეპითელური უჯრედებითა და ეპიდერმისით, რომლებიც წამწამების ძირებთან მჭიდროდ ეკვრის კანს.

2. წყლულოვანი ბლეფარიტი - ახასიათებს წამწამების ჩირქოვანი ანთება და კიდეებზე წყლულების გაჩენა.

3. მეიბომური ბლეფარიტი - გამოწვეულია ქუთუთოების ხრტილის ჯირკვალთა გაძლიერებული სეკრეციით და მისი გამოყოფის შეფერხებით.

4. როზაცეა - ქუთუთოებზე ჩნდება წვრილი, მონაცრისფრო-მოწითალო კვანძები, რომლებზეც ჩირქოვანშიგთავსიანი პუსტულებია განლაგებული.

სასარგებლო რჩევები

ბლეფარიტის პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე აუცილებელია ექიმთან მისვლა. ის დაგისვამთ სწორ დიაგნოზს და შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

  • ბლეფარიტის მკურნალობისას ქუთუთოებზე წამლების წასმა მოგიწევთ. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს შინ. მისი ჩატარება შეუძლია როგორც თავად პაციენტს, ისე მისი ოჯახის წევრსაც. წამლის წასმამდე არ დაგავიწყდეთ ხელების საგულდაგულო დაბანა, წასმა კი ამგვარად არის საჭირო: მარჯვენა ხელში დაიჭირეთ მინის ჩხირი, რომელიც იყიდება აფთიაქში, წასცხეთ წამალი, შემდეგ მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით აქეთ-იქით გადასწიეთ ქუთუთოები და ფრთხილად წაისვით წამალი მათ კიდეებზე.
  • დაავადების ზოგიერთი ფორმის დროს საჭიროა ქუთუთოების კიდის მასაჟი, რომლის ჩატარების ტექნიკასაც ექიმი გასწავლით. მასაჟის შემდეგ აუცილებელია კიდეების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით.
  • ქუთუთოების ჰიგიენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლულოვანი ბლეფარიტის დროს: აუცილებელია ქერქისა და გამონადენის მოცილება სველი ტამპონით.
  • კარგი შედეგი მოაქვს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, რაციონი ვიტამინებით მდიდარი უნდა იყოს, აუცილებელია შრომის და, საზოგადოდ, ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება, ჰიგიენის დაცვა. ბლეფარიტის მკურნალობა დიდ დროს და საკმაო ნებისყოფას მოითხოვს. მთავარია, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა ბოლომდე მიიყვანოთ და არავითარ შემთხვევაში არ მიჰყოთ ხელი თვითმკურნალობას.