საშიშია თუ არა ქალაზიონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიშია თუ არა ქალაზიონი

- რა საფრთხეს შეიცავს ეს კვანძი?

- ასეთი კვანძი შეიძლება დიდხანს არ გაიწოვოს და მოახდინოს არასასურველი ზეწოლა თვალის კაკალზე, რაც, თავის მხრივ, სხვა დაავადებების, მაგალითად, ქრონიკული კონიუნქტივიტის პროვოცირებას გამოიწვევს.

- რა იწვევს თავად ქალაზიონს?

- ქალაზიონის გაჩენის მიზეზია ცხიმოვანი (მეიბომის) ჯირკვლის სადინართა დახშობა. სითხის დაგროვება იწვევს ანთებით პროცესს, რასაც კვანძის წარმოქმნა მოჰყვება. სადინარების დახშობის გავრცელებული მიზეზია მათი დაბინძურება, რაც პირადი ჰიგიენის დაუცველობის ბრალია. თუ ხშირად ეხებით თვალებს, განსაკუთრებით - დაუბანელი ხელებით, ცურავთ ბინძურ აუზსა თუ წყალსატევში, არ იცავთ კონტაქტური ლინზების მოხმარების წესებს, ამით ხელს უწყობთ ქალაზიონის განვითარებას. ხშირად ქალაზიონი ჯიბლიბოსგანაც ვითარდება, თუ არ ჩატარდა მისი სათანადო მკურნალობა. არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომლებზეც უშუალოდ ზემოქმედება არ შეგვიძლია: ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც პროვოცირებას უწევს გაძლიერებულ ცხიმგამოყოფას, კანის ბუნებრივი ცხიმიანობა, ჰორმონული ძვრები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი.

- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?

- ქალაზიონის მკურნალობის რამდენიმე სქემაა მოწოდებული. არჩევანი დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და მიმდინარეობაზე. გაითვალისწინეთ: ისეთი სათუთი ორგანოს დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიც თვალია, კვალიფიციურმა ოფთალმოლოგმა უნდა ჩაატაროს. ქალაზიონზე ეჭვის დროს არ შეიძლება თვითმკურნალობა "ხალხური საშუალებებით": ისინი შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს ან რეციდივის პროვოცირება მოახიდნოს, რაც შემდგომ მკურნალობას გაართულებს. ნუ ეცდებით თვითგანკურნებას, იმკურნალეთ მხოლოდ ექიმის ზედამხედველობით. თუ ქალაზიონი "ახალია", მცირე ზომის კვანძი ჯერ კიდევ არ არის გამაგრებული, მოჩანს პატარა ჩირქგროვა, შემოგთავაზებენ კონსერვატიულ მკურნალობას. ყველაზე მარტივი საშუალებები სპეციალისტის მეთვალყურეობით მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა ძალზე ეფექტური აღმოჩდეს. ასეთებია მშრალი სითბო, ფიზიოთერაპია, სადეზინფექციო საშუალებები, თვალის მალამოები. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი ირჩევს მკურნალობის იმ გზას, რომელსაც მას ავადმყოფობის ისტორია უკარნახებს. თუ ქალაზიონი "ძველია" ანუ კვანძი გამკვრივდა, საჭიროა უფრო რადიკალური ზომები. ეფექტიანია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა - ინექცია უშუალოდ კვანძში. პროცედურა უმტკივნეულოა და პრაქტიკულად არ ტოვებს კვალს. როდესაც მკურნალობის ზემოაღნიშნული საშუალებები არ იძლევა სასურველ შედეგს ან ქალაზიონის ზომა 5 მმ-ზე მეტია, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. სამწუხაროდ, განსაკუთრებით შორსწასულ შემთხვევებში ოპერაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. ამასთანავე, თანამედროვე ქირურგიული მეთოდები საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ნაკერების დადება და ქუთუთოს კანის დაზიანება, ხოლო მთელი პროცედურა შესაძლოა 10 წუთზე მეტხანს არც კი გაგრძელდეს. ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკის, იმუნომასტიმულირებელი ან ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებების კურსი.