ვირუსი მხედველობის ორგანოს უტევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსი მხედველობის ორგანოს უტევს

- რა სახის ვირუსმა შეიძლება დააზიანოს თვალი?

- თვალის ვირუსულ დაავადებებს უმეტესად ჰერპესვირუსი, ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი (ცმვ), ადენოვირუსი იწვევს. მხედველობის ორგანოს ვირუსული ინფექციები საგრძნობლად ხშირდება გრიპის, ადენოვირუსული და სხვა ინფექციების ეპიდემიის დროს. თვალის დაზიანება მოსალოდნელია ჩუტყვავილას გართულებული ფორმის დროსაც. ამიტომ ზემოთ აღნიშნული ვირუსებით დასნებოვნებული პაციენტი აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს ოფთალმოლოგმა. ასევე მნიშვნელოვანია, ჩატარდეს გამოკვლევა ამ ვირუსების ანტიგენზე ან ანტისხეულებზე პჯრ (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია - PCR) მეთოდით.

- რა დაავადება შეიძლება გამოიწვიოს თვალის ვირუსულმა ინფექციამ?

- თვალის ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ვირუსული კონიუნქტივიტი (ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება), კერატიტი (რქოვანა გარსის ანთება), უვეიტი (სისხლძარღვოვანი ტრაქტის ანთება).

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს თვალის ვირუსულ დაავადებას?

- თვალის ვირუსულ დაზიანებათაგან განსაკუთრებით საშიშია ჰერპესვირუსით გამოწვეული ცვლილებები. პროცესს ახასიათებს ხანგრძლივი და მორეციდივე მიმდინარეობა. ფაქტობრივად, იგივე შეიძლება ითქვას ადენოვირუსებით მიმდინარე თვალის დაავადებებზეც. თვალის ინფექციურ დაავადებებს შორის რქოვანას შემღვრევისა და სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰერპესული კერატიტი. შესაძლოა მოხდეს რქოვანას პერფორაცია - გახვრეტა, რომელიც იწყება თვალის ტკივილით და რომლის შედეგია სიბრმავე. თუ ვირუსული პროცესი გაგრძელდა 3-4 კვირაზე მეტხანს, შესაძლოა საქმე გვქონდეს რქოვანას დაზიანებასთან და საჭიროა ქირურგიული ჩარევა - სამკურნალო კერატოპლასტიკა. შესაძლოა აგრეთვე, ჩამოყალიბდეს რქოვანას ისეთი შემღვრევა, როდესაც საჭირო ხდება რქოვანას გადანერგვა. თუ მხედველობის ორგანოს ვირუსულ დაავადებებს დროულად არ ვუმკურნალებთ, შესაძლოა, სავალალო შედეგი მივიღოთ - საქმე სიბრმავემდე მივიდეს.

- რას უჩივის ადამიანი ამ დროს, რა მიგვანიშნებს თვალის ვირუსულ დაავადებაზე?

- თვალის ვირუსით დაავადებულ პაციენტებს აწუხებთ: სინათლის შიში, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, თუ პროცესი შორს არის წასული - თვალის ტკივილი (ირიდოციკლიტი), ასევე - მხედველობის დაქვეითება, მხედველობის დაბინდვა, ყბისქვეშა ჯირკვლების შესივება, ტემპერატურა.

- როგორ ვითარდება თვალის ვირუსული დაავადება?

- თვალის ვირუსული დაავადება უმეტესად ცალი თვალიდან იწყება და შემდეგ გადადის მეორეზე. ჰერპესვირუსი ხშირად აზიანებს რქოვანას (განტოტვილი კერატიტი), ფერად გარსს, სისხლძარღვოვან ტრაქტს (უვეალურ ტრაქტს).

- როგორ მკურნალობენ თვალის ვირუსულ დაავადებას?

- მკურნალობა უნდა დავიწყოთ როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი მედიკამენტური საშუალებებით. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ინტერფერონის ინდუქტორები, თ-უჯრედოვანი იმუნიტეტის სტიმულატორები და ანტივირუსული საშუალებები. ვირუსი მუდმივად ბინადრობს და მრავლდება მასპინძლის უჯრედებში, ამიტომ მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატის გამოყენება, რომელიც შერჩევითად, მხოლოდ ვირუსზე იმოქმედებს. ამ მიზნით მიზანშეწონილია, გამოვიყენოთ ადგილობრივი იმუნომოდულატორები: პოლუდანი, ინტერფერონი, ზოვირაქსის მალამო,  ვირგანის ჟელე,  აქტიპოლის წვეთები. თუ პროცესი შორს წავიდა, ინიშნება კორტიკოსტეროიდები ან, როგორც მოგახსენეთ, ტარდება სამკურნალო კერატოპლასტიკა.

- რას გულისხმობს თვალის ვირუსული დაავადების პროფილაქტიკა?

- თვალის ვირუსული დაავადების პროფილაქტიკა-პრევენცია გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, წელიწადში 1-2 ვირუსოლოგიურ გამოკვლევას, გარდა ამისა, სასურველია, თავი ვარიდოთ ხანგრძლივ გარუჯვას, რაც შეიძლება ხშირად ვიყოთ სუფთა ჰაერზე, არ დავივიწყოთ ვარჯიში და სწორი კვება. გრიპის, ადენოვირუსული და სხვა ინფექციების ეპიდემიის დროს კი ზედმიწევნით დავიცვათ ჰიგიენის წესები.