რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სათვალე თუ კონტაქტური ლინზა
სათვალე თუ კონტაქტური ლინზა

- მაინც რა უპირატესობა აქვს კონტაქტურ ლინზას?
- მაღალი მიოპიის, ჰიპერმეტროპიის, ასტიგმატიზმის შემთხვევაში კონტაქტური ლინზა უზრუნველყოფს მხედველობის ფართო არეალს, სათვალის ხმარებისას კი მხედველობის არე ერთგვარად შეზღუდულია. კონტაქტური ლინზა არ იორთქლება სიცივეში ქუჩიდან შენობაში შესვლისას, წვიმაში არ სველდება, გარდა ამისა, სათვალეზე ნაკლებად ტრავმულია.


- რა ტიპის კონტაქტური

You must have Flash Player installed in order to see this player.
ლინზები არსებობს?
- კონტაქტური ლინზები ერთმანეთისგან განსხვავდება ცვლისა და უწყვეტი მოხმარების ვადით. გარდა ამისა, ისინი იყოფა მკვრივ და რბილ ლინზებად. მომხმარებელთა უმრავლესობა რბილს ამჯობინებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მკვრივი კონტაქტური ლინზის დანიშვნა აუცილებელია. თბილისში არის ლაბორატორია, სადაც ასეთი ლინზები მუშავდება. თანამედროვე რბილი კონტაქტური ლინზები ორი ტიპის მასალისგან: ჰიდროგელისა და სილიკონჰიდროგელისგან - მზადდება. ჰიდროგელის ლინზები დღისით სახმარია, ხოლო სილიკონჰიდროგელისა შეიძლება ვიხმაროთ ღამითაც. ჰიდროგელის ფაზა საჭიროა თვალის ქსოვილური შეთავსებისთვის, ხოლო სილიკონისა - რქოვანას ჟანგბადით კვების უზრუნველსაყოფად.


- ზემოთ ლინზის მოხმარების ვადა ახსენეთ...
- ლინზას მოხმარების განსაზღვრული ვადა აქვს. არსებობს ერთდღიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და უფრო ხანგრძლივი მოხმარების ლინზები. ვადა დამოკიდებულია მასალაზე, რომლისგანაც დამზადებულია ლინზა. არსებობს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ცვლის თვალის ფერს, მაგრამ მათი გამოყენება მხოლოდ დღისით შეიძლება. მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო რბილი ლინზების წარმოებაში არსებულ სიახლეზე. ვფიქრობ, ის განსაკუთრებით დააინტერესებს ასტიგმატური სათვალეების მომხმარებლებსა და პრესბიოპებს, რომლებსაც სჭირდებათ სათვალე როგორც შორს, ასევე ახლოს ხედვისთვის, ასევე მათაც, ვინც უკვე ატარებს პროგრესულ სათვალეს: რამდენიმე წელია, თბილისშიც გამოჩნდა ასტიგმატური და პროგრესული კონტაქტური ლინზები, რომლებიც უზრუნველყოფს კარგ ხედვასა და კომფორტს.


- რას მოითხოვენ ექიმი კონტაქტოლოგები თავიანთი პაციენტებისგან?
- უმთავრესი მოთხოვნაა ლინზის მოხმარების ვადის მკაცრი დაცვა. ერთთვიანი ლინზა უნდა ვატაროთ ერთი თვე და არამც და არამც ამაზე მეტი, სამთვიანი - სამი თვე და ა.შ. მეორე მოთხოვნაა ზედმიწევნითი ჰიგიენა - როგორც პირადი, ასევე ლინზისა. ლინზის მოსავლელი ხსნარი უნდა შეიცვალოს ლინზის ყოველი მოხმარების შემდეგ, ლინზას უნდა შევეხოთ მხოლოდ დაბანილი ხელებით. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში შემოვიდა ერთდღიანი ფერადი ლინზები, რომლებსაც ზოგი თითქმის ერთი კვირა ატარებს. ეს იმიტომ, რომ ლინზა ხარისხიანია და არ იწვევს არავითარ დისკომფორტს. ასეთი რამ დაუშვებელია! ჯობს, საერთოდ არ ვატაროთ ლინზა, თუკი არ გვაქვს მისი დროზე შეცვლის საშუალება.


- შეიძლება თუ არა ლინზის ხმარება ბავშვებისთვის?
- ბავშვებისთვის ლინზის ხმარება შეიძლება სამი წლიდან. ცხადია, ჩასმა, ამოღება და მოვლა ამ დროს უფროსს ეკისრება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც კონტაქტური ლინზის დანიშვნა პირდაპირ არის ნაჩვენები, სახელდობრ, ასეთია:

  • მაღალი ხარისხის მიოპია;
  • ჰიპერმეტროპია;
  • ასტიგმატიზმი;
  • აპათიის შემთხვევები ტრავმული ან თანდაყოლილი კატარაქტის ექსტრაქციის შემდგომ;
  • ანიზომეტროპია, როცა სათვალით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.


- ხშირად გაიგონებთ, რომ კონტაქტურ ლინზას სათვალე სჯობია, რადგან ლინზა თვალს ვნებს.
- ვინც ჩვენს ინტერვიუს გაეცნობა, ვფიქრობ, რადიკალურად შეცვლის წარმოდგენას კონტაქტური ლინზის შესახებ. დასასრულ კი, აი, რა მინდა გითხრათ: არ აქვს მნიშვნელობა, ლინზას ატარებთ თუ სათვალეს; მთავარია, ის ხარისხიანი იყოს.


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ჩინელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მაკულარული დეგენერაციის სამკურნალო ახალი ინექციური პრეპარატი. პრეპარატის საკვანძო ელემენტი ოქროა. ეს ოქროს ნანონაწილაკებისა და ჰიდროგელის ნარევია, რომელიც „დამუხტულია“ სამკურნალო აგენტებით.
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ეს მოწყობილობა მერილენდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს და მისი სახელია HandSight. იგი წარმოადგენს კამერას, რომელიც მაგრდება თითზე. კამერაში განთავსებულია კომპიუტერთან მიერთებული ვიბროძრავი.
თუ გსურთ თვალებს საუკეთესო დასვენება გამოუწეროთ, უნდა მისცეთ მას შესაძლებლობა, არაფერი დაინახონ! ა-რა–ფე-რი! როგორ? ეს ხომ არც ისე მარტივა, რადგანაც თხელი და ნაზი ქუთუთოები დაშვების (ანუ თვალების დახუჭვის) შემთხვევაშიც კი მუქი სქელი ფარდების როლს ვერ ასრულებს.
თვალის სიმშრალეს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ბევრი უჩივის. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა (რაც სრულიად ბუნებრივია დღევანდელ პირობებში), პლანშეტები, სმარტფონები, მათგან წამოსული ლურჯი სხივი უარყოფითად მოქმედებს თვალზე.

09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.