სათვალე თუ კონტაქტური ლინზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სათვალე თუ კონტაქტური ლინზა

- მაინც რომელი ჯობია - სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?

- ორივეს აქვს როგორც ღირსებები, ისე ნაკლოვანებები. მაგალითად, სათვალე მხოლოდ მხედველობის კორექციის საშუალება კი არ არის, არამედ აქსესუარიც, რომელსაც იყენებს თანამედროვე ადამიანი იმიჯის შესაქმნელად. ბევრი სათვალეს სწორედ ამ დატვირთვას ანიჭებს და არასოდეს იცილებს მას. ზოგიერთისთვის კი სათვალის ტარება ამა თუ იმ მიზეზით მიუღებელია. მათ ერთადერთი გამოსავალი რჩებათ - კონტაქტური ლინზების ხმარება. არიან ისეთებიც, რომლებიც სათვალესაც ატარებენ და ლინზებსაც. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი მეორეს არ ცვლის. მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ ორივე მათგანი. დავიწყოთ სათვალით. სათვალე მხედველობის კორექციის ძალზე პოპულარული საშუალებაა. იგი არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ხოლო თუ ორგანული მინისგან არის დამზადებული, ორმაგად გამძლეა და უსაფრთხო. მაკორეგირებელი სათვალის მთავარი ნაწილია ლინზა, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მხედველობა. მისი მეშვეობით შეიძლება გამოსწორდეს ისეთი პათოლოგიები, როგორებიც არის მიოპია (ახლომხედველობა),  ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ასტიგმატიზმი და პრესბიოპია. სათვალის ლინზები რამდენიმე ტიპისაა. მისი ძირითადი ტიპებია:

  • მონოფოკალური, რომელიც გამოიყენება მიოპიის,  ჰიპერმეტროპიისა და ასტიგმატიზმის შემთხვევაში;
  • ბიფოკალური, რომელიც გამოიყენება პრესბიოპიის დროს. მას აქვს ორი ოპტიკური ზონა: ზევით - შორს ხედვისთვის, ხოლო ქვევით - ახლო ხედვისთვის.
  • პროგრესული, რომელსაც ასევე პრესბიოპიის დროს იყენებენ. მას აქვს რამდენიმე ოპტიკური ზონა და უზრუნველყოფს ხედვას სხვადასხვა მანძილზე.
  • საოფისე პროგრესული. ასეთი ლინზები ოფისში სამუშოდ გამოიყენება. მას არ გააჩნია შორს ხედვის ზონა. მისი სამუშაო ფართობია 50-80 სმ - სწორედ ამ მანძილზეა მოთავსებული კომპიუტერი.

- რა მოეთხოვება სათვალის ლინზებს?

- ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მინის წონასა და სისქეს ეხება. არავის სურს, ატაროს მძიმე სათვალე, რომელიც დროთა განმავლობაში ცხვირზე ნაჭდევებს აჩენს, ამიტომ მძიმე მინერალური (მინის) ლინზების ნაცვლად ბოლო ხანს უფრო მეტად მსუბუქ ორგანულ ლინზებს იყენებენ. მაგრამ ორგანული ლინზებიც განსხვავდება ერთმანეთისგან დაფარვისა და გამუქების კოეფიციენტით. არსებობს ასფერული ლინზებიც. ისინი უფრო თხელი, ესთეტიკური და ვიზუალურად ეფექტურია.

- მოდი, ახლა მხედველობის კონტაქტურ კორექციაზე ვისაუბროთ.

- კონტაქტური ლინზების მომხმარებლები უმთავრესად 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება ატარებენ ასეთ ლინზებს. ახალგაზრდები მათ იმიტომ ირჩევენ, რომ კონტაქტური ლინზები ხელს არ უშლის ფიზიკურ აქტიურობას არც სპორტში, არც მოგზაურობისა და მუშაობის დროს. ზოგიერთს კი, უბრალოდ, არ მოსწონს სათვალე, ანდა სურს ჰქონდეს ბუნებრივი მხდველობის შეუზღუდავი ველი.


- მაინც რა უპირატესობა აქვს კონტაქტურ ლინზას?

- მაღალი მიოპიის, ჰიპერმეტროპიის, ასტიგმატიზმის შემთხვევაში კონტაქტური ლინზა უზრუნველყოფს მხედველობის ფართო არეალს, სათვალის ხმარებისას კი მხედველობის არე ერთგვარად შეზღუდულია. კონტაქტური ლინზა არ იორთქლება სიცივეში ქუჩიდან შენობაში შესვლისას, წვიმაში არ სველდება, გარდა ამისა, სათვალეზე ნაკლებად ტრავმულია.

- რა ტიპის კონტაქტური ლინზები არსებობს?

- კონტაქტური ლინზები ერთმანეთისგან განსხვავდება ცვლისა და უწყვეტი მოხმარების ვადით. გარდა ამისა, ისინი იყოფა მკვრივ და რბილ ლინზებად. მომხმარებელთა უმრავლესობა რბილს ამჯობინებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მკვრივი კონტაქტური ლინზის დანიშვნა აუცილებელია. თბილისში არის ლაბორატორია, სადაც ასეთი ლინზები მუშავდება. თანამედროვე რბილი კონტაქტური ლინზები ორი ტიპის მასალისგან: ჰიდროგელისა და სილიკონჰიდროგელისგან - მზადდება. ჰიდროგელის ლინზები დღისით სახმარია, ხოლო სილიკონჰიდროგელისა შეიძლება ვიხმაროთ ღამითაც. ჰიდროგელის ფაზა საჭიროა თვალის ქსოვილური შეთავსებისთვის, ხოლო სილიკონისა - რქოვანას ჟანგბადით კვების უზრუნველსაყოფად.

- ზემოთ ლინზის მოხმარების ვადა ახსენეთ...

- ლინზას მოხმარების განსაზღვრული ვადა აქვს. არსებობს ერთდღიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და უფრო ხანგრძლივი მოხმარების ლინზები. ვადა დამოკიდებულია მასალაზე, რომლისგანაც დამზადებულია ლინზა. არსებობს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ცვლის თვალის ფერს, მაგრამ მათი გამოყენება მხოლოდ დღისით შეიძლება. მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო რბილი ლინზების წარმოებაში არსებულ სიახლეზე. ვფიქრობ, ის განსაკუთრებით დააინტერესებს ასტიგმატური სათვალეების მომხმარებლებსა და პრესბიოპებს, რომლებსაც სჭირდებათ სათვალე როგორც შორს, ასევე ახლოს ხედვისთვის, ასევე მათაც, ვინც უკვე ატარებს პროგრესულ სათვალეს: რამდენიმე წელია, თბილისშიც გამოჩნდა ასტიგმატური და პროგრესული კონტაქტური ლინზები, რომლებიც უზრუნველყოფს კარგ ხედვასა და კომფორტს.

- რას მოითხოვენ ექიმი კონტაქტოლოგები თავიანთი პაციენტებისგან?

- უმთავრესი მოთხოვნაა ლინზის მოხმარების ვადის მკაცრი დაცვა. ერთთვიანი ლინზა უნდა ვატაროთ ერთი თვე და არამც და არამც ამაზე მეტი, სამთვიანი - სამი თვე და ა.შ. მეორე მოთხოვნაა ზედმიწევნითი ჰიგიენა - როგორც პირადი, ასევე ლინზისა. ლინზის მოსავლელი ხსნარი უნდა შეიცვალოს ლინზის ყოველი მოხმარების შემდეგ, ლინზას უნდა შევეხოთ მხოლოდ დაბანილი ხელებით. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში შემოვიდა ერთდღიანი ფერადი ლინზები, რომლებსაც ზოგი თითქმის ერთი კვირა ატარებს. ეს იმიტომ, რომ ლინზა ხარისხიანია და არ იწვევს არავითარ დისკომფორტს. ასეთი რამ დაუშვებელია! ჯობს, საერთოდ არ ვატაროთ ლინზა, თუკი არ გვაქვს მისი დროზე შეცვლის საშუალება.

- შეიძლება თუ არა ლინზის ხმარება ბავშვებისთვის?

- ბავშვებისთვის ლინზის ხმარება შეიძლება სამი წლიდან. ცხადია, ჩასმა, ამოღება და მოვლა ამ დროს უფროსს ეკისრება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც კონტაქტური ლინზის დანიშვნა პირდაპირ არის ნაჩვენები, სახელდობრ, ასეთია:

  • მაღალი ხარისხის მიოპია;
  • ჰიპერმეტროპია;
  • ასტიგმატიზმი;
  • აპათიის შემთხვევები ტრავმული ან თანდაყოლილი კატარაქტის ექსტრაქციის შემდგომ;
  • ანიზომეტროპია, როცა სათვალით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.

- ხშირად გაიგონებთ, რომ კონტაქტურ ლინზას სათვალე სჯობია, რადგან ლინზა თვალს ვნებს.

- ვინც ჩვენს ინტერვიუს გაეცნობა, ვფიქრობ, რადიკალურად შეცვლის წარმოდგენას კონტაქტური ლინზის შესახებ. დასასრულ კი, აი, რა მინდა გითხრათ: არ აქვს მნიშვნელობა, ლინზას ატარებთ თუ სათვალეს; მთავარია, ის ხარისხიანი იყოს.