ბავშვს თვალები რომ არ დაეღალოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვს თვალები რომ არ დაეღალოს

- ქალბატონო თათია, როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვის სამეცადინო კუთხე?

- ბავშვს სამეცადინო კუთხე უნდა მოვუწყოთ ნათელ ადგილას, სასურველია, ფანჯრის ახლოს. მაგიდისა და სკამის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. თვალი რომ არ დაიძაბოს, სინათლე საწერ მაგიდას მარცხნიდან უნდა ეცემოდეს. ფანჯრის პარალელურად მაგიდის დადგმა რეკომენდებული არ არის, რადგან პირდაპირი სხივები აბრმავებს ბავშვს. ფანჯრის მინები სუფთა უნდა იყოს, ფარდები - არც ისე სქელი. მაგიდის გვერდით ფანჯრის რაფაზე ქოთნით მაღალი მცენარეები არ უნდა იდგეს, რათა სამეცადინო კუთხის განათებას არაფერმა შეუშალოს ხელი. მაგიდის ნათურა საწერი მაგიდის აუცილებელი ატრიბუტია. მისი სინათლე სამუშაო ზედაპირს მარცხნიდან უნდა ეცემოდეს. სიმძლავრე 75 ვატზე ნაკლები არ უნდა იყოს. აბაჟური აუცილებელია - მისი მეშვეობით მიიღება თანაბარი განათება, თანაც ბავშვს აღარ გაუღიზიანდება თვალი მანათობელი ძაფის ცქერით. თუმცა მხოლოდ მაგიდის ნათურით განათება არაფრით არ შეიძლება! თუ ოთახის დანარჩენი ნაწილი ჩაბნელებულია, კონტრასტმა შესაძლოა თვალების სწრაფი დაღლა, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ მხედველობის დაქვეითებაც კი გამოიწვიოს. მეცადინეობისას ბავშვი რომ არ დაიღალოს, სინათლის წყაროს კომბინირება უნდა მოვახდინოთ, ანუ ერთმანეთის პარალელურად გამოვიყენოთ ცენტრალური და ადგილობრივი განათება, უბრალო ენით - მაგიდის ნათურა და ჭაღი.

- დღეს საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული ე.წ. დღის განათების ნათურები. რეკომენდებულია თუ არა მის შუქზე კითხვა?

- არა, ასეთი ნათურების შუქზე კითხვა არ არის რეკომენდებული.

- რა მანძილი უნდა იყოს ბავშვის თვალსა და რვეულს შორის?

- ბავშვის თვალიდან რვეულამდე 33 სმ უნდა იყოს.

- საკლასო ოთახში სად უნდა დასვას მასწავლებელმა ბავშვი, რომელსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს?

- მიოპიის დროს, სასურველია, ბავშვი პირველ მერხთან იჯდეს, თუ ის ასეთ მანძილზე, ანუ დაახლოებით 2-3 მეტრზე, კარგად ხედავს დაფას უსათვალოდ. ასტიგმატიზმის შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იჯდება ბავშვი, რადგან სათვალე მან მუდმივად უნდა ატაროს.

- რა პერიოდულობითა და სიხშირით უნდა დავასვენოთ თვალი?

- სკოლაში ეს პერიოდულობა კარგად არის დაცული - ყოველ 40-45 წუთში დასვენებაა. ამ დროს ბავშვი მარტო გონებრივად კი არ ისვენებს, არამედ ასვენებს მხედველობასაც. შინ მეცადინეობისას, სასურველია, ბავშვი საათში ერთხელ შევასვენოთ.

- თვალების დაღლილობის მოსახსნელი ვარჯიშები თუ არსებობს?

- არსებობს უამრავი ასეთი ვარჯიში, რომელთა ჩატარება შინაც შეიძლება. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მათგანს.

  • აიღეთ შავი ლეიკოპლასტირი, გამოჭერით მისგან 3-4 სმ-იანი დიამეტრის რგოლი და ფანჯარაზე მიამაგრეთ. დააყენეთ ბავშვი ფანჯარასთან და უთხარით, ჯერ წერტილს უყუროს, შემდეგ გაიხედოს ფანჯრიდან შორს. ასე გაიმეოროს ათჯერ.

- შესაძლებელია თუ არა, მოსწავლეებს მხედველობა შევუნარჩუნოთ?

- არათუ შესაძლებელი, აუცილებელიცაა. ამისთვის თითოეულმა მშობელს უნდა ახსოვდეს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვით შევუნარჩუნებთ და შესაძლოა გავუუმჯობესოთ კიდეც ბავშვს მხედველობა:

  • სამეცადინო მაგიდის განათება ორმაგი უნდა იყოს: ზედა - გაფანტული და მარცხენაგვერდითი - მიმართული წიგნისკენ, რვეულისკენ.
  • ბავშვმა არ უნდა იკითხოს ჭამის დროს, ტრანსპორტში და მწოლიარემ.
  • ორ წლამდე ასაკის ბავშვებს ნუ აყურებინებთ ტელევიზორს, სამ წლამდე ასაკის ბავშვებს კი 30 წუთით განუსაზღვრეთ ტელევიზორის ყურების დრო.
  • ნუ ათამაშებთ ბავშვებს მობილურ ტელეფონზე, ტეტრისსა და სხვა ელექტრონულ სათამაშო მოწყობილობებზე.