მხედველობის ნორმები- როგორ შევინარჩუნოთ ისინი და როგორ მოვიქცეთ მათი დარღვევისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მხედველობის ნორმები- როგორ შევინარჩუნოთ ისინი და როგორ მოვიქცეთ მათი დარღვევისას

- რაც უფრო დაშორებულ მცირე ზომის საგანს ხედავს მკაფიოდ თვალი, მით უფრო მაღალია მხედველობის სიმახვილე. მხედველობის სიმახვილის გამოსაკვლევად არსებობს ტაბულა, რომელიც საკვლევი პირისგან 5 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. მხედველობის სიმახვილე შეესაბამება იმ მწკრივს, რომელსაც პაციენტი მთლიანად ან თითქმის მთლიანად კითხულობს (ვერ ამოიცნობს ამ მწკრივისთვის დასაშვებ ერთ ან ორ ნიშანს). ნორმალური, ერთეული (1,0) მხედველობის შემთხვევაში ადამიანი ხედავს ტაბულის მეათე რიგს.

- როგორ იცვლება ნორმის ფარგლებში მხედველობის სიმახვილე ასაკის მიხედვით?

- ასაკთან ერთად მხედველობის სიმახვილე ქვეითდება. ეს დაქვეითება ფიზიოლოგიურია და გამოწვეულია აკომოდაციის (თვალის უნარი, საჭიროების მიხედვით შეცვალოს გარდამტეხი ძალა და მკაფიოდ დაინახოს ნებისმიერ მანძილზე მდებარე საგნები) შესუსტებით, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს ბროლის ასაკობრივი გამკვრივება და ელასტიკურობის დაქვეითება. მხედველობის სიმახვილე შეიძლება დაქვეითდეს თვალის კაკლის, ასევე - ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების შედეგად.

- როდის შეიძლება ითქვას, რომ მხედველობის ნორმალური სიმახვილე დარღვეულია?

- მხედველობა დაქვეითებულად ითვლება, როდესაც მისი სიმახვილე ერთეულზე ნაკლებია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც რეფრაქციის (ოპტიკური სისტემის გარდამტერი ძალა, გამოხატული დიოპტრებით) ანომალიით, ისე თვალის ან ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებით, ამიტომ სათვალის ან მკურნალობის თვითნებურ შერჩევას არავის ვურჩევთ.

- სიელმე არ არის ნორმა... შესაძლებელია თუ არა ასეთ დროს ნორმალური მხედველობის აღდგენა?

- თვალის გადახრა, სიელმე, თვალის მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიაა. ამ დროს მოძრაობის შეზღუდვასთან ერთად ბინოკულარული მხედველობის დარღვევაც იჩენს თავს. მკურნალობა რთულია და ხანგრძლივი, ამიტომ უმჯობესია, ადრეული ასაკიდან დაიწყოს. დღეისთვის სიელმეს კომპლექსურად მკურნალობენ. კომპლექსი მოიცავს მხედველობის კორექციას სათვალით, ამბლიოპიური (ზარმაცი) თვალის გავარჯიშებას სხვადასხვა აპარატით, თვალის გამოთიშვით (ოკლუზია). თუ ამ მეთოდებით თვალების სიმეტრიული მდებარეობის აღდგენა ვერ მოხერხდა, 5-6 წლის ასაკში რეკომენდებულია ოპერაცია.

- ნორმაში რამდენ ფერს აღიქვამს ადამიანი?

- ადამიანის თვალს შესწევს უნარი, სპექტრის 7 ფერთან ერთად გაარჩიოს უამრავი შუალედური ფერი - 300 აქრომატული (თეთრი, რუხი, შავი) და ათიათასობით ქრომატული. ფერთა აღქმა ბადურა გარსზე არსებული რეცეპტორული აპარატის, კერძოდ, კოლბების საშუალებით ხდება. მათი ფუნქციური არასრულყოფილება ფერთა აღქმის დარღვევას იწვევს. ეს მანკი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც (უფრო - მამაკაცებში) და შეძენილიც ბადურას, მხედველობის ნერვის, ცენტრალური ნერვული სისტემის ამა თუ იმ დაავადების შედეგად. არსებობს ფერთა სრული სიბრმავე - აქრომაზია.

- რა არის მხედველობის ველი და როგორ ხდება მისი გამოკვლევა?

- მხედველობის ველი ის სივრცეა, რომელსაც ერთდროულად აღიქვამს ფიქსირებული თვალი. ის სივრცეში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა. მხედველობის ველის დეფექტები და საზღვრების შემცირება თვალისა და ცნს-ის ზოგიერთი დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომია. მათ იკვლევენ სხვადასხვა მეთოდით სხვადასხვა აპარატზე. მხედველობის ველის ცვლილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ ოფთალმოლოგთან, რათა დროულად დაგისვან დიაგნოზი და გიმკურნალონ. სხვაგვარად შესაძლოა თვალის ან ცნს-ის მძიმე დაავადება გამოგეპაროთ.

- რაზეა დამოკიდებული თვალშიგა წნევა?

- თვალშიგა წნევა დამოკიდებულია თვალში სითხის გამოყოფასა და უკუდენაზე. გამომუშავებული სითხის მოცულობა ზუსტად შეესაბამება უკუგანდევნას. მისი დარღვევა თვალშიგა წნევის მომატებას იწვევს. თვალშიგა წნევის ფიზიოლოგიური საზღვრები ინდივიდუალურია და ვერცხლისწყლის სვეტის 17-დან 24 მმ-მდე მერყეობს.

- როდის უნდა დავიწყოთ თვალშიგა წნევის სკრინინგული კვლევა?

- 40 წლიდან, მემკვიდრეობითი დატვირთვის შემთხვევაში - 35 წლიდან. თვალშიგა წნევის მომატება გლაუკომის ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა ყოველთვის არ არის გამოხატული.

- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ თვალშიგა წნევის მატება?

- მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, მხედველობის დაბინდვით, ცისარტყელასებრი რგოლებით სინათლის წყაროს ცქერისას, მხედველობის ველის შევიწროებით და სხვა. თვალის წნევის დაქვეითებას უმეტესად შემდეგი მიზეზები იწვევს:

ლ ანტიგლაუკომური ოპერაცია;

ლ თვალის გამჭოლი ჭრილობა ფისტულის ჩამოყალიბებით;

ლ ორგანიზმის ზოგადი დაავადება, მაგალითად, აციდოზი.

თვალშიგა წნევის სწრაფი დაქვეითება თვალის ქსოვილების პროგრესირებად დეგენერაციულ ცვლილებებს იწვევს.

რჩევა მკითხველს: როგორც კი მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას ან მხედველობის ველის შევიწროებას შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ მძიმე შედეგი - მოსალოდნელი სიბრმავე, რომელიც თვალის წნევის მომატებას მოსდევს.