რა უნდა იცოდეთ თქვენი ბავშვის მხედველობის შესახებ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდეთ თქვენი ბავშვის მხედველობის შესახებ?

12 თვე და ასევე სკოლამდელი ასაკი, 3-5 წელი. დაბადების შემდეგ თვალის ერთადერთი ფუნქციაა ისწავლოს ხედვა ზუსტად ისე როგორც ბავშვი სწავლობს სიარულსა და მეტყველებას. თუმცა, აღსანიშნავია რომ სიარულისა და მეტყველების შემთხვევაში, მშობელი თავად აკვირდება განვითრების პროცესებს, მაგრამ როგორც წესი მისი თვალისათვის შეუმჩნეველი რჩება თუ როგორ ხედავს მისი შვილი.

იმისათვის რომ იცოდეთ ნორმალურად ვითარდება თუ არა თქვენი შვილის მხედველობა აუცილებელია გეგმიური ვიზიტი ოფთალმოლოგთან.

ოფთალმოლოგთან დროული მიმართვა შესაძლებელს ხდის განვითარების ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს ის დარღვევები, რომლებიც აქვეითებენ მხედველობას და იწვევენ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას როგორიცაა ამბლიოპია (ეგრეთ წოდებული „ზარმაცი თვალი“).

ამბლიოპია ტვინში მიმდინარე მხედველობითი პროცესების დარღვევაა და არა თვალის ორგანული პათოლოგია.  ამპბლიოპია ვითარდება მაშინ, როდესაც  დროულად არ ხდება, დაგვიანებულია კორექცია(სათვალის ან სხვ. დანიშვნა).

ზარმაცი თვალი  მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია სკოლამდელი - 5 წლამდე - ასაკის ბავშვებში.

თვალისათვის სკოლა წარმოადგენს ახალი ტიპის დატვირთვას. ბავშვი იწყებს ინტენსიურ კითხვას და წერას, რაც განაპირობებს გონებრივ განვითარებასა და შემდგომ ცხოვრებისეულ წარმატებას. ზარმაცი თვალის არსებობა აფერხებს ბავშვის სრულფასოვან განვითარებას. ამპბლიოპიის დიაგნოსტირება უმეტეს წილად ხდება სკოლამდელ ასაკში.

ამბლიოპიის დროული გამოვლენისა და მხდველობის დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით სავალდებულოა ბავშვის ვიზიტი თვალის ექიმთან სკოლაში მიყვანამდე.

ზარმაცი თვალი ვითარდება გარკვეული რისკ ფაქტორების არსებობის ფონზე. ასეთი რისკ ფაქტორებია: ასტიგმატიზმი, ანიზომეტროპია, სიელმე, შორსმხედველობა, ახლომხედველობა და სხვ. ნებისმიერი მათგანის არსებობისას ბავშვის მხედევლობა შეიძლ;ება დაქვეიტდეს და განვითარდეს ზარმაცი თვალი (თუ დროულად არ მოვახდენთ კორექციას).

„ზარმაცი თვალის“ განვითრების პროცესი შექცევადია. მშობელმა უნდა იცოდეს რომ ზარმაცი თვალი მკურნალობის გარეშე, თავისით, „არ გაივლის“.

ოფთალმოლოგთან ბავშვის გეგმიური ვიზიტი საკმარისია იმისათვის რომ დროულად მოხდეს პრობლემის გამოვლენა, მკურნალობა და მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

ამბლიოპიის მკურნალობისას ჩვენი მიზანია 1. შევაჩეროთ მხედველობის დაქვეითება, 2. მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მხედველობა.

ოფთალმოლოგთა საერთშორისო ასოციაციის რეკომენდაციით კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მხედველობის გამოკვლევას.

მინდა რამდენიმე რჩევა მივცე მშობლებს:

გასათვალისწინებელია რომ ამპლიოპიის თავიდან  ასაცილებლად კორექციისათვის ეფექტური პერიოდია 6-8 წლამდე ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად  სათვალით ან ოპერაციული ჩარევით შედეგის მიღების ალბათობა  მცირდება.

1. ბავშვის  აუცილებელი ვიზიტი ოფთალმოლოგთნ

•  პირველი ვიზიტი  - 3 თვემდე ასაკში;

•  6 თვიდან 1 წლამდე;

•  3 წლის ასაკში;

•  5 წლის ასაკში/სანამ სკოლაში წავა.

2. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს ამჩნევთ შემდეგ ნიშნებს: ქცევის ცვლილება

• თვალებს ხშირად ისრესს;

• ტელევიზორთან ჯდება ახლოს;

• საგნები მოაქვს ახლოს სახესთან ან თავთან;

• ჭუტავს თვალებს საგნების დასანახად;

• ურჩევნია თავი გადახაროს რომელიმე მხარეს უკეთ დანახვის მიზნით;

• ხუჭავს ერთ თვალს კითხვის ან შორს ყურების დროს.

ფიზიკური ნიშნების არსებობა

• სინათლეზე აქვს ზემგრძნობელობა;

• ერთი ან ორივე თვალის არასწორი დგომა და შეზღუდული მოძრაობა;

• ვერ აყოლებს თვალს საგანებს, სათამაშოებს;

• ქრონიკული სიწითლე, ცრემლდენა;

• შეშუპება ან გამონადენი;

• დაშვებული აქვს ერთი ან ორივე ქუთუთო.

3. ვის უნდა მიმართოთ?

ბავშვის მხედველობის სრულფასოვანი გამოკვლევის მიზნით რეკომენდებულია ბავშვის მიყვანა ოფთალმოლოგიურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო აპარატით. საჭირო აპარატურა ექიმს საშუალებას აძლევს დასვას დიაგნოზი და შეარჩიოს მკურნალობის სწორი ტაქტიკა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის მხედველობა კრიტიკული მნიშვნელობისაა შემდგომი სრულაფასოვანი განვითარებისათვის; ამის გათვალისწინებით მშობლებმა აუცილებლად უნდა ატარონ ბავშვები რეგულარულ ვიზიტებზე ექიმ-ოფთალმოლოგებთან.