თვალშიგა წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალშიგა წნევა

გლაუკომა წარმოადგენს თვალის ქრონიკულ დაავადებას, რომელსაც ახასიათებს თვალშიგა წნევის მუდმივი ან პერიოდული მომატება, მხედველობის ნერვის ატროფიის განსაკუთრებული ფორმა და მხედველობის ველის დამახასიათებელი ცვლილებები. ოფთალმოტონუსის ცვლილებებსა და მისი მკურნალობის მეთოდებზე საუბარი ვთხოვეთ ბატონ დავით შენგელიას - პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თსსუ-ის თვალის სნეულებათა კათედრის ასოცირებულ პროფესორს, ფართო სპექტრის ოფთალმოლოგს (სხვადასხვა დაავადების კონსერვატიული და ქირურგიული თერაპია).

- ბატონო დავით, როგორია თვალშიგა წნევის ნორმა?

- თვალშიგა წნევის მომატება მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია ისეთი რთული დაავადებისა, როგორიცაა გლაუკომა. მისი ნორმის მაჩვენებელია 17-25 მმ Hg. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, არსებობს თვალშიგა წნევის გაზომვის პალპატორული მეთოდი. ამ დროს ხდება ორივე თვალის თვალშიგა წნევის შედარება. ქუთუთოდან თვალზე თითის დადებისას არ უნდა იგრძნობოდეს დისკომფორტი და ტკივილი. გარდა ამისა, თვალი უნდა იყოს რბილი. თვალშიგა წნევას ანუ თვალის ტურგორს წარმოქმნის თვალის შემადგენელი ნაწილები: მინისებრი სხეული, ქორიოიდული სისხლძარღვები (საკუთრივ ქორიოიდეა, თვალის სისხლძარღვოვანი გარსი, თვალის სისხლძარღვოვანი გარსის უკანა ნაწილი, შედგება ხუთი შრისაგან) და წინა საკნის ნამი.

- რა მიზეზით იმატებს თვალშიგა წნევა? რაზეა დამოკიდებული ის?

- თვალშიგა წნევა უმთავრესად იმატებს წინა საკნის კუთხის არანორმალური ფუნქციობისას. მის მომატებას ხელს უწყობს ნამის პროდუქციის გაზრდა ან განდევნის დაბრკოლება.

- რა პათოლოგიურ პროცესებს აძლევს დასაბამს აღნიშნული მდგომარეობა? შესაბამისად, რითია საშიში გლაუკომა?

- ზემოხსენებული დარღვევები ძირითადად მხედველობის ნერვის დვრილის მდგომარეობაზე აისახება. კერძოდ, მომატებული თვალშიგა წნევის გამო მხედველობის ნერვის დვრილის ბოჭკოები განიცდის ზეწოლას, რაც იწვევს სისხლძარღვოვანი კვების მოშლას, ნერვული ბოჭკოების ატროფიას (აპოპტოზს), რასაც საბოლოოდ მხედველობის შეუქცევად დაქვეითებამდე ან დაკარგვამდე მივყავართ.

- რა სუბიექტური ჩივილები აქვს ამ დროს პაციენტს? რატომ არის აუცილებელი ექიმ სპეციალისტთან დროული ვიზიტი? დაავადების პროგრესირებისდაკვალად, კიდევ რომელი სიმპტომები იჩენს თავს?

- პაციენტი უჩივის ცისარტყელასებრ რგოლებს ნათურის ყურებისას, სიმძიმის შეგრძნებას, დისკომფორტს. ასეთი ჩივილების არსებობისას, გენეტიკური ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. დაავადების პროგრესირებას თან სდევს მხედველობის ველის შეუქცევადი ცვლილებები, რაც პირველ ხანებში პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას მოსდევს ტკივილიც. ეს უკანასკნელი დაავადების ტერმინალური სტადიის მაჩვენებელია. ამ დროს ცვლილებები უკვე შორს არის წასული - მხედველობა დაქვეითებული ან დაკარგულია. გარდა ამისა, ტკივილი მიუთითებს გლაუკომის იმ ფორმაზე, რომელსაც ახასიათებს მაღალი თვალშიგა წნევა. ამ დროსაც სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმ სპეციალისტს.


- რას გულისხმობს გლაუკომის მკურნალობა? გთხოვთ, მკითხველს, მედიკამენტურთან ერთად, განუმარტოთ ქირურგიული მკურნალობის არსიც.

- გლაუკომის მკურნალობა გულისხმობს როგორც თვალშიგა წნევის რეგულაციას, ისე იმ პროცესების შეჩერებასაც, რომლებიც იწვევს გლაუკომურ შეუქცევად ცვლილებებს. ასეთი მეთოდია მედიკამენტური მკურნალობა, რაც მიზნად ისახავს “წყალწყალა” ნამის პროდუქციის შეჩერებას ან მისი განდევნის გზების გამავლობის გაზრდას. ამ მეთოდის უეფექტობისას პაციენტს ვთავაზობთ ლაზერულ ირიდექტომიას ან ირიდოტომიას, ანდა ტრაბეკულექტომიის ან ირიდექტომიის ჩატარებას ქირურგიული გზით. ირიდექტომია ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც ფერადი გარსის ნაწილის ამოკვეთას გულისხმობს, ირიდოტომია კი ფერადი გარსის გაკვეთაა. ამ მეთოდს არცთუ იშვიათად მივმართავთ თვალის უკანა და წინა საკნებს შორის კავშირის დასამყარებლად თვალშიგა წნევის დაქვეითების მიზნით. რაც შეეხება ტრაბეკულექტომიას, ის ანტიგლაუკომური ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ამოკვეთენ თვალის ტრაბეკულური ქსოვილის ნაწილს.

- რას გვეტყვით გლაუკომის მკურნალობის ლაზერულ მეთოდზე და, საზოგადოდ, იმ ტექნიკურ სიახლეებზე, რომელთა წყალობითაც დღეს ოფთალმოლოგიური ჩარევები საოცრად სრულყოფილი და დახვეწილია?

- ლაზერული და ულტრაბგერითი ეფექტების გამოყენება უფრო და უფრო სრულყოფს მედიცინის, მათ შორის - ოფთალმოლოგიის, ქირურგიულ მეთოდებს. ყველაზე აქტუალურია ამ ეფექტებით განხორციელებული ოპერაციები კატარაქტის დროს, რაც გულისხმობს მინიმალურ ქირურგიულ განაკვეთს ბროლზე და მისი ბირთვის დაშლას მინიმალურ დროში, მხედველობის მაღალი სიმახვილის მიღებას სრულყოფილი კუმშვადი ბროლების გამოყენებით, რასაც, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მინიმუმამდე დაჰყავს რქოვანას ასტიგმატიზმი. საბედნიეროდ, ჩვენი კლინიკაც არის აღჭურვილი ამ აპარატურით და მისი გამოყენება ფართო კლინიკურ პრაქტიკაშია დანერგილი. ეს თავისთავად იწვევს ავადმყოფთა შესაბამის ნაკადს და როგორც პაციენტების, ისე ექიმების კმაყოფილებას ჩატარებული ოპერაციების შედეგებით. ამავე მნიშვნელობის საკითხია ლაზერული მეთოდების გამოყენება ცხვირ-საცრემლე პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობისთვის. თუ წინათ ამ ოპერაციას თან ახლდა ძლიერი ტკივილი, სისხლდენა და სხვადასხვა გართულება ადგილობრივი გაუტკივარების გამოყენებისას, ლაზერული მეთოდის დანერგვამ პრაქტიკულად მთლიანად წარმატებული გახადა იგი, ასევე აღმოფხვრა გართულებები, რომლებიც მოჰყვებოდა ძლიერ თანმხლებ სისხლდენას, მეტად ტრავმულ მანიპულაციას ცხვირის ძვალზე. საბედნიეროდ, ეს მეთოდიც დანერგილია და გამოიყენება ჩვენს კლინიკაში აღნიშნული პათოლოგიის ქრონიკული მკურნალობისთვის. ლაზერულ რინოსტომიას ერთნაირი წარმატებით ვიყენებთ როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა სამკურნალოდ ზოგადი თუ ადგილობრივი გაუტკივარების თანხლებით. ასევე აქტუალურია არგონ-ლაზერის გამოყენება ბადურა გარსის სხვადასხვა დაავადების დროს. ამ დაავადებებს მიეკუთვნება დიაბეტური რეტინოპათია, მაკულის ასაკობრივი ცვლილებები, ბადურას ვენის ან მისი ტოტის თრომბოზი, მაკულის შეშუპება, ცენტრალური სეროზული ქორიოპათია. არგონ-ლაზერის გამოყენება მათი მკურნალობის პრაქტიკულად უალტერნატივო მეთოდია. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდის დანერგვა საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ სრული დატვირთვით და მივიღოთ მაღალი შედეგი, რაც ძირითადად შეესატყვისება თანამედროვე ოფთალმოლოგიური დაწესებულებების ყოველდღიურ მუშაობას.