როგორ ვავარჯიშოთ თვალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვავარჯიშოთ თვალები

ვარჯიშები თვალის კუნთებისთვის:

1. დააკარით ფანჯარაზე 5 მმ დიამეტრის წითელი ან შავი წერტილი. უყურეთ რამდენიმე წუთის განმსავლობაში, შემდეგ კი მზერა გადაიტანეთ ფანჯრის მიღმა შორს მდებარე საგანზე. აღნიშნული ვარჯიში გააკეთეთ 5 წუთის განმავლობაში დღეში ერთხელ;

2. ხელები გაასწორეთ მხრების სიმაღლეზე წინ და მზერა დააფიქსირეთ საჩვენებელ თითზე, თითი მიიტანეთ ცხვირთან, მზერა მიაყოლეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ შორს მდებარე საგანზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ეს ვარჯიში ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას როგორც ახლო, ისე შორს მანძილზე;

3. დაჯექით სკამზე მოხერხებულ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ თვალები ხელისგულებით, თუმცა ზეწოლის გარეშე. წარმოიდგინეთ თავი კომფორტულ გარემოში. ეს ვარჯიში უზრუნველყოფს თვალის სწრაფ დასვენებას, თუ დღეში ორ-სამჯერ გაიმეორებთ 10-15 წუთის განმავლობაში, მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ვარჯიშები თვალების დაძაბულობის მოსახსნელად

1. სწრაფად დაახამხამეთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ დახუჭეთ თვალები და ერთი წუთი თითების ბალიშებით მსუბუქი მასაჟი ჩაატარეთ, ეს ადუნებს თვალის კუნთებს და აუმჯობესებს თვალების სისხლის მიმოქცევას

2. თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 8-10 – ჯერ. ატრიალეთ თვალის კაკლები ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს 6-8 – ჯერ. აიღეთ ფანქარი, მზერა დააფიქსირეთ მის წვერზე და მიუახლოვეთ თვალებს 5-7 სმ-ის მანძილზე, შემდეგ დააშორეთ გაწვდენილი ხელის მანძილზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 6-ჯერ. ეს ვარჯიში ამსუბუქებს მხედველობას ახლო მანძილზე

3. დადექით ფეხზე, მარჯვენა ხელი მოხრილ მდგომარეობაში გადაიტანეთ მარჯვენა მხარეს, თვალი მიადევნეთ თითებს, ისე რომ არ მიატრიალოთ თავი, ხელი კი გადაადგილეთ მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. გაიმეორეთ 10-12-ჯერ