თვალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალები

ამ დროს თვალის ნერვი და მისი სხვა სტრუქტურები ზეწოლას განიცდის, ირღვევა თვალში სისხლის მიმოქცევა.

- როგორ ვლინდება დაავადება?

- თავდაპირველად ადამიანი უჩივის მხედველობის გაუარესებას, შემდეგ ირღვევა პერიფერიული მხედველობა, იზღუდება მხედველობის ზონა - ავადმყოფი ხედავს მხოლოდ წინ მდებარე საგნებს, გვერდით არსებულს კი ვერ ამჩნევს. უკანასკნელი სტადია კი სიბრმავეა. ეს ცვლილებები შეუქცევადია, ამდენად, აუცილებელია დაავადების დროული გამოვლენა და მკურ-ნალობა. არის შემთხვევები, როდესაც გლაუკომის დროს მხედველობის დაკარგვა მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ხდება. ზოგჯერ დაავადება ძლიერ ტკივილს იწვევს და გარდაუვალი ხდება თვალის ამოღება. ამიტომ გირჩევთ, ნუ დაიზარებთ, პროფილაქტიკური გასინჯვისთვის დროდადრო მიაკითხოთ ოფთალმოლოგს.

- როგორ მიმდინარეობს მწვავე შეტევა?

- შეტევას არცთუ იშვიათად თან სდევს ტკივილი თვალის, საფეთქლის, შუბლის არეში, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. პაციენტი უჩივის გულისრევის შეგრძნებას, პირღებინებას. თვალი ჰიპერემიულია,  გუგა - გაფართოებული, მხედველობის სიმახვილე - დაქვეითებული. ქრონიკული მიმდინარეობის დროს მხედველობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროულად დაწყება. შეტევა ხშირად საღამოობით იწყება.

- როგორია გლაუკომის მკურნალობის მეთოდები?

- მკურნალობა თერაპიულ, ქირურგიულ, ლაზერულ და შერეულ მეთოდებს მოიცავს. კონსერვატიული, მედიკამენტური მკურნალობის შესაძლებლობები ამჟამად უფრო ფართოა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ის უმთავრესად სამი მიმართუ-ლებით ხორციელდება. ეს მიმართულებებია:

  • თვალშიგა წნევის დაქვეითება (მედიკამენტები შეირჩევა ინდივიდუალურად);
  • თვალის გარსისა და მხედველობის ნერვის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
  • თვალის ქსოვილის კვების გაუმჯობესება დისტროფიული პროცესების შესაჩერებლად.

მხედველობის აღდგენის მიზნით გამოიყენება ვიტამინები (B ჯგუფის, C, PP).

პაციენტი აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს თვალშიგა წნევას ოკულისტის დახმარებით. თუ მკურნალობის შედეგად წნევა ნორმას დაუბრუნდა, ექიმთან კონსულტაციისთვის მისვლა დაგჭირდებათ 1-1,5 თვეში ერთხელ. დაავადების პროგრესი-რებადი ფორმის თავიდან ასაცილებლად, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა რაიმე ჩივილები, პროფილაქტიკურ გასინჯვებზე სიარული აუცილებელია. კონსერვატიულ მკურნალობასთან ერთად ინიშნება თვალშიგა, კუნთისა და ვენის ინექციები და ფიზიოთერაპია.

- როდის დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი?

- თუ მედიკამენტური თერაპიით თვალშიგა წნევის ნორმალიზება ვერ მოხერხდა, ოპერაციულ ჩარევას მივმართავთ. ანტიგლაუკომური ოპერაციები ტარდება ლაზერული და ე.წ. დანის მეთოდით. კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე ლაზერული კორექციის მეთოდს. ლაზერული ქირურგიის ახალი სიტყვაა ექსიმერლაზერული ტრაბეკულოტომია, რომლის შედეგადაც აღდგება თვალის სითხის ცირკულაცია ბუნებრივი არხებით. ეს მეთოდი ნაკლებინვაზიურია, ამიტომ გართულების ალბათობაც ნაკლებია.

ლაზერული ჩარევა უსაფრთხოა ამბულატორიულ პირობებშიც, მაგრამ ქრონიკულად მიმდინარე დაავადების დროს ყოველთვის არ იძლევა მყარ ჰიპოტენზიურ ეფექტს. ასეთ შემთხვევაში თვალშიგა წნევის ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ ე.წ დანის მეთოდით. ამჟამად ცნობილია ანტიგლაუკომური ოპერაციის სხვადასხვა მეთოდი, რომელთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ფილტრული ოპერაციები. მათი საშუალებით იქმნება ახალი არხები თვალის სითხის ცირკულაციის აღსადგენად.

სამწუხაროდ, გლაუკომისგან განკურნება შეუძლებელია, მაგრამ თუ მკურნალობის ყველა არსებულ მეთოდს დროულად და მართებულად გამოვიყენებთ, შევძლებთ, პაციენტს ათეულობით წლის განმავლობაში შეუნარჩუნოთ მხედველობა, გავაუმჯობესოთ მისი სიცოცხლის ხარისხი. ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ ოფთალმოლოგთან სიარული და თვალისშიგა წნევის კონტროლი.

- როგორი უნდა იყოს გლაუკომით დაავადებულის ცხოვრების წესი?

- იმუშავეთ იმდენი, რამდენის საშუალებასაც გაძლევთ ასაკი და ჯანმრთელობა, მეტისმეტად ნუ გადაიღლებით. თავი არიდეთ ფიზიკურ და ნერვულ დატვირთვას. თქვენთვის დასაშვები მაქსიმალური სიმძიმე 10 კილოგრამია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თავს დიდხანს ნუ დახრით. ნუ დაჯდებით თავდ¬ახრილი სუსტი სინათლის ქვეშ. ტელევიზორს უყურეთ კარგად განათებულ ოთახში. კითხვისას, საზოგადოდ, მხედველობის დაძაბვისას საათში ერთხელ 10-15 წუთით შეისვენეთ.

იკვებეთ ასაკის შესაბამისად, უპირატესად ბოსტნეულით, ხილით, თევზით, ერიდეთ ცხოველურ ცხიმსა და ნახშირწყლებს, მათ შორის - შაქარს. სითხე ჩვეულებრივ მიიღეთ, მაგრამ ნუ დალევთ ერთბაშად ერთ ფინჯანზე მეტ ჩაის. თუ ყავის მოყვარული ბრძანდებით, ჩაატარეთ ასეთი ცდა: ყავის დალევამდე და ერთი ფინჯნის დალევიდან 1-1,5 საათის შემდეგ გაიზომეთ თვალშიგა წნევა. თუ სხვაობა არ შეინიშნება ან უმნიშვნელოა, შეგიძლიათ, დღეში ერთი ფინჯანი მიირთვათ.

თუ მწეველი ხართ, სასწრაფოდ მიატოვეთ. ნიკოტინი მხედველობის მტერია!

ნუ ჩაიცვამთ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ხელს შეუშლის თავის არეში სისხლის მიმოქცევას. თქვენთვის აუცილებელია კარგი ძილი, საღამოობით ფეხით სეირნობა. თუ უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი თაფლი. დააყოლეთ თბი-ლი წყალი, გაიკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები. რეგულარულად იარეთ ოფთალმოლოგთან. თუ თვალშიგა წნევის სტაბილი-ზაცია მიღწეულია, საკონტროლო გასინჯვა 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.

კატარაქტა

კატარაქტა ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევაა. ის თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. კატარაქტის ხასიათი ბროლის შემღვრევის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ყოველი 10 000 ბავშვიდან ერთი თანდაყოლილი კატა-რაქტით იბადება. დაავადება მას ან მემკვიდრეობით გადაეცემა, ან მუცლადყოფნის პერიოდში გადატანილი ინფექციური თუ ანთებითი დაავადების გამო უვითარდება. საფრთხე მოსალოდნელია მაშინაც, როცა დედა სტეროიდულ ჰორმონებს, ალკოჰოლსა და ნაროკოტიკებს იღებს.

შეძენილ კატარაქტას უამრავი მიზეზი აქვს: გენეტიკური განწყობა, წამლისმიერი თუ ინფექციური ინტოქსიკაცია, ნივთიე-რებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ან ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე დაავადება), ავიტამინოზი, მაიონიზებელი გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ტალღები, ტრავმა, ცუდი ეკოლოგიური პირობები, ხანდაზმული ასაკი.

კატარაქტის რისკფაქტორებია: მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

- რა ნიშნებით ვლინდება კატარაქტა?

- კატარაქტის არსებობას გვაეჭვებინებს მხედველობის მოულოდნელი დაქვეითება (თვალებზე თითქოს ნისლი გეფარებათ), რომელიც არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას. ამ დროს ადამიანს მსხვილი შრიფტით დაწერილი წიგნის კითხვა ისე უჭირს, სათვალეც ვეღარ შველის. უჭირს შორეული საგნების გარჩევა, ახლომდებარე საგნები კი ნელ-ნელა კარგავს მკვეთრ მოხაზულობას და ორდება. თვალები სინათლის მიმართ მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება. გუგები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შავია, შეიძლება გაბაცდეს.

- როდის მიიჩნევა აუცილებლად კატარაქტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობა?

- ვერც ერთი სამედიცინო საშუალება - ვერც წვეთები, ვერც მალამო, ვერც აბები, ვერც ვარჯიში - ბროლის შემღვრევას ვერ აალაგებს. ყოველგვარი წამალი მხოლოდ გააღრმავებს დაავადებას. თუ კატარაქტამ მხედველობა ისე გაგიუარესათ, რომ მუშა-ობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გიშლით ხელს, ესე იგი, დაზიანებული ბროლის მოცილების დრო დამდგარა. ოპერაცია კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი გზაა. ოპერაციის შემდეგ მხედველობა ათიდან ცხრა შემთხვევაში აღდგება.

არსებობს შემღვრეული ბროლის სამი ალტერნატივა: თვალშიგა ლინზა (ხელოვნური ბროლი), სქელმინებიანი სათვალე, მაგარი ან რბილი კონტაქტური ლინზები. კატარაქტის პროგრესირების პროფ¬ილაქტიკა გულისხმობს ამ დაავადების ადრეულ გამოვლენას, სწორ მკურნალობასა და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულებას.

მიოპია

- დედამიწის ყოველი მესამე მცხოვრები დაავადებულია მიოპიით - ახლომხედველობით. ჩვეულებრივ, იგი 7-15 წლის ასაკში იწყება, მერე კი პროცესი ან ჩერდება, ან პროგრესირებს. რას უჩივიან მიოპიის დროს?

- ახლომხედველი ადამიანი კარგად ხედავს ახლომდებარე საგნებს და უჭირს შორეული საგნების გარჩევა. მხედველობის სიმა-ხვილის დაქვეითების ხარისხის მიხედვით, განასხვავებენ სუსტ (3 დიოპტრიამდე), საშუალო (6 დიოპტრიამდე) და ძლიერ (6 დიოპტრიაზე მაღალ) მიოპიას. ახლომხედველობის დიაგნოსტირება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უმეტესად ეს 7-დან 12 წლამდე ხდება. მოზარდ ასაკში მიოპია იმატებს, ხოლო 18-დან 40 წლამდე მხედველობის სიმახვილე სტაბილიზდება.

მიოპიის მიზეზები უცნობია, მაგრამ დადგენილია მისი განვითარების რისკფაქტორები. ესენია:

  • მემკვიდრეობითი განწყობა - თუ ორივე მშობელი ახლომხედველია, შვილებს ათიდან 5 შემთხვევაში მიოპია 18 წლამდე გამოაჩნდებათ.
  • თვალების გადაძაბვა - ხანგრძლივი და ინტენსიური მხედველობითი დატვირთვა ახლო მანძილზე, ცუდი განათება მუშაობის დროს, ტელევიზორის ან კომპიუტერის ხანგრძლივი ყურება;
  • მხედველობის არასწორი კორექცია. არასწორად შერჩეული სათვალე ან კონტაქტური ლინზები მიოპიის პროგრესირებას განაპირობებს.

- როგორ მკურნალობენ მიოპიას? როდის არის საჭირო ოპერაცია?

- ამჟამად არსებობს მიოპიის კორექციის სამი მეთოდი: სათვალე, კონტაქტური ლინზა და ქირურგიული ოპერაცია. ქირურ-გიულ მეთოდებს შორის ყველაზე პროგრესულია ლაზერული მეთოდი. სათვალეები და ლინზები პაციენტს დაავადებისგან ვერ განკურნავს, მათი საშუალებით მხოლოდ მხედველობის გაუმჯობესება და გაუარესების პროცესის შეჩერებაა შესაძლებელი. ნუ გექნებათ იმედი, რომ სათვალე ორბის თვალს დაგიბრუნებთ.

სათვალე და ლინზები ინდივიდუალურად, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით შეირჩევა. ზოგს მუდმივად სატა-რებლად უნიშნავენ, ზოგს კი - მხოლოდ შორს საყურებლად. სათვალის ან ლინზების არასწორად შერჩევამ შესაძლოა მხედვე-ლობის გაუარესება და პროგრესირებადი ახლომხედველობის განვითარება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება ქირურგიული ჩარევაა. დამატებით ინიშნება ვიმიტანების კურსი და თვალის კვების გასაუმჯობე-სებელი პრეპარატები. საზოგადოდ, მხედველობის სრული აღდგენა მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის საშუალებით გახლავთ შესაძლებელი.

ლაზერული კორექცია ახლომხედველ ადამიანს ყოველგვარი გართულების გარეშე აღუდგენს ნორმალურ მხედველობას.

ასე რომ, თუ მხედველობას უჩივით, დროულად მიმართეთ ოფთალმოლოგს. სწორი დიაგნოზი და მართებული მკურნალობა განკურნების საწინდარია.