როგორ შევარჩიოთ სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ სათვალე

არ შეიძლება სათვალის შერჩევა მხოლოდ კომპიუტერული კვლევის შედეგების საფუძველზე, ექიმის კონსულტაციის გარეშე. ასევე ძალიან მავნებელია თვალისთვის მზა სათვალის ტარება. ამგვარი სათვალის შეძენისას ყურადღებას აქცევენ ჩარჩოს - უხდება თუ არა ის სახის ოვალს, ხოლო ოპტიკის ხარისხი არც კი განიხილება. რა ხდება, როდესაც სათვალეს ოპტიკური მაჩვენებლების გაუთვალისწინებლად ვარჩევთ? გვესაუბრება ოპტიკის მაღაზიათა ქსელ “რონიკოს” მთავარი ექიმი, ოფთალმოლოგი სვეტლანა ავეტიკიანი.

- ადამიანი გარე სამყაროს თვალის მეშვეობით აღიქვამს. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ადამიანის თვალი გამუდმებით განიცდის კომპიუტერის, ტელევიზორის, მავნე ჩვევების, არასრულფასოვანი კვებისა თუ სხვადასხვა დაავადების უარყოფით ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, მხედველობის დროული შემოწმება აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის და ხშირად გვეხმარება ფარული პრობლემების დროულ აღმოჩენაში.

- რას გულისხმობს მხედველობის პროფესიონალური შემოწმება?

- მხედველობის პროფესიონალური შემოწმება ხდება სპეციალური დანადგარების მეშვეობით ექიმ ოფთალმოლოგის კაბინეტში. ამ დროს მოწმდება თვალის შესაძლებლობა, გაარჩიოს სხვადასხვა ზომის დეტალები ახლო და შორ მანძილზე. რეფრაქციის გამოკვლევა - ეს არის სათვალის ლინზის ოპტიკური ძალის განსაზღვრა, რაც აუცილებელია პაციენტის მხედველობის სიმძლავრის ნორმამდე მისაყვანად.

- რისთვისაა საჭირო მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა?

- მხედველობის დიაგნოსტიკა რეკომენდებულია:

1. იმისთვის, რომ შევამოწმოთ, საჭიროა თუ არა მხედველობის სიმძლავრის კორექცია, ანუ სჭირდება თუ არა კონკრეტულ პირს სათვალე;

2. თვალის შესაძლო დაავადების მონიტორინგისთვის;

3. ტრავმის დროს;

4. მართვის მოწმობის მისაღებად და ზოგიერთ სამსახურში დასაშვებად.

- როგორი უნდა იყოს სათვალე?

- სათვალე კომფორტულად უნდა იყოს მორგებული სახეზე, არ უნდა იწვევდეს დისკომფორტს საცხვირეებსა და ყურებზე, ჩარჩო არ უნდა ქმნიდეს დამატებით კუთხეებს და არ იყოს ზომაზე მეტად მოხრილი, რაც ნებადართულია მზის სათვალისთვის. ასევე არ არის რეკომენდებული მზა სათვალეების შეძენა, რადგან მათში, როგორც წესი, დაბალი ხარისხის პლასტიკია ჩასმული და არ არის დაცული თვალის ინდივიდუალური პარამეტრები.


- როგორი უნდა იყოს სათვალის ლინზა?

- ბოლო ხანს მინერალური მინისგან დამზადებული ოპტიკური ლინზები თანდათან შეცვალა ორგანული მასალის ლინზებმა, რომლის მასობრივად გავრცელებული სახელწოდებაა პლასტიკი. ორგანული მასალის ლინზები უფრო მსუბუქია, ნაკლებად მსხვრევადი, მათი ჩასმა ნებისმიერი ტიპის ჩარჩოში შეიძლება. მათი უპირატესობა განსაკუთრებით აშკარაა ბავშვთა ოფთალმოლოგიაში, ვინაიდან იოლად არ იმსხვრევა და ტრავმის რისკიც ნაკლებია. ოპტიკური ძალის მიხედვით სათვალის ლინზები არსებობს ერთფოკუსიანი (მონოფოკალური), ორფოკუსიანი (ბიფოკალური) შორი და ახლო მანძილისთვის და მრავალფოკუსიანი (მულტიფოკალური).

- რა დანიშნულება აქვთ მათ?

- ხდება ისე, რომ ადამიანს სჭირდება ორი ან მეტი სათვალე. დღის განმავლობაში მათი ხშირად ცვლა მოუხერხებელია. სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი მრავალფოკუსიანი ლინზები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია მხედველობის გადატანა ყველა დისტანციაზე. ბოლო ხანს მათ ფართოდ იყენებენ პრესბიოპიულ და ბავშვთა ასაკში.

- ძალიან გახშირდა კომპიუტერის გამოყენების გამო თვალებთან დაკავშირებული პრობლემები.  მათ თავიდან ასაცილებლად როგორი სათვალე უნდა გამოვიყენოთ?

- მართლაც, თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ღრმად შემოიჭრა კომპიუტერი, რომელიც გვიცვლის ტელევიზორს, წიგნს, არის უდიდესი ინფორმაციის წყარო და ბევრისთვის - სამუშაო იარაღიც. კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა იწვევს:

  • თვალების სიწითლეს;
  • ცრემლდენას;
  • სიმშრალის შეგრძნებას;
  • ბუნდოვან მხედველობას.

ასეთი ჩივილების დროს ექიმი ოფთალმოლოგი პაციენტს ურჩევს სათანადო მკურნალობას და კომპიუტერის გამოსხივებისგან დამცავ სათვალეს. თუ ადამიანი იმავდროულად ოპტიკურ სათვალესაც ხმარობს, ამ უკანასნელს უნდა ჰქონდეს ანტირეფლექსური (დამცავი) ფენა, ხოლო თუ მხედველობის კორექცია არ არის საჭირო, ვუნიშნავთ პლასტიკს დამცავი ფენით. პრესბიოპიულ ასაკში, როცა პაციენტს სჭირდება საკითხავი ლინზა და პარალელურად კომპიუტერთანაც მუშაობს, რეკომენდებულია ე.წ. საოფისე სათვალე, რომელსაც აქვს მონიტორთან სამუშაოდ საკმარისი ოპტიკური ძალა და დაფარულია ანტირეფლექსური ფენით. ბოლო ხანს ამ ტიპის ლინზები ჩვენში ფართოდ გავრცელდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. ალბათ უკვე მიხვდით, რომ საკითხავი და მონიტორთან სამუშაო სათვალეები ერთმანეთისგან განსხვავდება.

- საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ რაც უფრო გვიან გაიკეთებ სათვალეს, მით უკეთესია. მართლა ასეა?

- სათვალე უნდა გაკეთდეს ჩივილების წარმოშობისთანავე და ნომერი პერიოდულად შეიცვალოს. ცილიარული კუნთის მოდუნება ანუ ნომრის გაზრდა ბუნებრივი პროცესია.

- რას გვეტყვით ლაზერული კორექციის შესახებ?

- ლაზერული კორექცია კეთდება მაღალი ხარისხის ახლომხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმის და ზოგჯერ პრესბიოპიის დროს, თუ პაციენტს სათვალის ტარება არ სურს. ეს პროცედურა მოითხოვს თვალის წინა ნაწილის, შუქგამტარი შრეების გამოკვლევას. ლაზერული კორექცია ინდივიდუალური ოპერაციაა.

- დაბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- გაუფრთხილდით მხედველობას და დროულად გაიკეთეთ ხარისხიანი სათვალე.