პაწაწინა ლინზები - დიდი საზრუნავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაწაწინა ლინზები - დიდი საზრუნავი

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, მაღლდება სასიცოცხლო ტონუსი, ფართოვდება ინტერესთა სფერო და ადამიანის შესაძლებლობები. ამრიგად, ლინზები მის მფლობელს არა მარტო უკეთეს მხედველობას სძენს, არამედ მისი ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს.

სამწუხაროდ, ღირსებებთან ერთად კონტაქტურ ლინზებს ნაკლოვანებებიც აქვს:

  • ყველაზე სრულყოფილი ლინზაც კი უცხო სხეულია თვალის რქოვანასთვის და შესაძლოა, გართულებათა საკმაოდ ფართო სპექტრი გამოიწვიოს.
  • გართულებათაგან აღსანიშნავია ლინზების მიერ რქოვანაში აირთა ცვლის მოშლის შედეგად განვითარებული ალერგიული რეაქციები და თვალის რქოვანას ინფექციური ანთება.
  • არასწორად შერჩეული ან არასწორად გამოყენებული კონტაქტური ლინზა არცთუ იშვიათად თვალის ტრავმასაც იწვევს.

ამრიგად, იოლი მისახვედრია, რაოდენ მნიშვნელოვანია კონტაქტური ლინზების სწორად შერჩევა და მათი სწორი ექსპლუატაცია.

რეკომენდაციები ლინზების მატარებელთათვის

თვალის ერთი შევლებითაც ცხადია, რომ პაწაწინა ლინზებს სერიოზული მოვლა-პატრონობა სჭირდება. იმედი გვაქვს, ამაში ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

  • ლინზების შერჩევის შემდეგ თითქმის ყოველთვის იჩენს თავს შეგუების პრობლემები. ამიტომაც გვირჩევს ზოგიერთი სპეციალისტი, მათ თანდათან შევეჩვიოთ.
  • პირველ დღეებში შესაძლოა თვალისა და თავის მსუბუქმა ტკივილმა ან გულისრევის შეგრძნებამ შეგაწუხოთ. ნუ შეშინდებით - თუ ლინზები სწორადაა შერჩეული, ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში გაივლის.
  • ნურასოდეს მოისინჯავთ ან გაიკეთებთ სხვის ლინზებს.
  • მასალა, რომლისგანაც ლინზები მზადდება, ძალზე ლაბილურია ქიმიური ნივთიერებებისა და ჰაერში არსებული შხამების მიმართ, ამიტომ სუნამოს, დეზოდორანტის ან ოდეკოლონის შესხურებისას არ დაგავიწყდეთ თვალების დახუჭვა. გარდა ამისა, თუ ლინზებს იყენებთ, ეცადეთ, საათზე მეტხანს არ დარჩეთ ისეთ ოთახში, სადაც თამბაქოს ეწევიან ან სხვა წარმოშობის კვამლი დგას.
  • ლინზები უნდა ჩაისვათ მაკიაჟის გაკეთებამდე, მოარიდეთ “პაწაწინა თვალისჩინი” კოსმეტიკურ საშუალებებს, რადგან ცხიმოვანი მალამოები და ლოსიონები იოლად აზიანებს მათ სტრუქტურას.
  • ვინაიდან ლინზიანი თვალი უარყოფითად რეაგირებს მტვერზე, ქარიან ამინდში, უმჯობესია, კონტაქტური ლინზების ნაცვლად სათვალე გაიკეთოთ.
  • ნუ ჩაისვამთ ლინზებს გრიპის ან რომელიმე სხვა რესპირატორული დაავადების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღალი სიცხე გაქვთ.
  • მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლინზები, რომელთა გამოყენება ძილის დროსაც ნებადართულია, მაინც გირჩევთ, ისინი დაძინებამდე მოიხსნათ. საქმე ის არის, რომ დაშვებული ქუთუთო აწვება ლინზას, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, სკლერაზე ახდენს ზეწოლას და ირღვევა თვალის კვება და ინერვაცია. ასეთ დროს ადამიანს დილაობით სახე ოდნავ შეშუპებული აქვს და სილურჯეც დაჰკრავს. კონტაქტური ლინზები რაც შეიძლება მოკლევადიანი უნდა იყოს, არა უმეტეს სამთვიანისა. მართალია, ეს ცოტა ძვირია, მაგრამ რქოვანას ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

ლინზები გამოსაცვლელია!

გახსოვდეთ:

  • თუ დისკომფორტის შეგრძნებამ ჩასმიდან 15 წუთის შემდეგ არ გაიარა, ლინზები ნამდვილად გამოსაცვლელია.
  • ლინზების შენახვა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ სტერილურ ხსნარში, რომელიც ყოველდღე უნდა ცვალოთ. თუ რაიმე მიზეზით ხსნარიან კონტეინერში ლინზების ჩადება ვერ მოახერხეთ და ისინი ძლიერ გამოშრა, ხელახლა ვერასდიდებით ვერ დაასველებთ, ამიტომ უნდა გამოცვალოთ.
  • ლინზების შესანახი ჭურჭელი ან კოლოფი სუფთად უნდა შეინახოთ, ხოლო 3-4 წელიწადში ერთხელ ცვალოთ.
  • თუ ლინზებს მუქი წერტილები შეამჩნიეთ, გვერწმუნეთ, მათ აღარაფერი ეშველება, აუცილებლად უნდა შეცვალოთ.
  • სასტიკად გიკრძალავთ ვადაგასული ლინზების ტარებას, რადგან ისინი თვალის რქოვანა გარსის ანთებას - კერატიტს იწვევენ.

გაითვალისწინეთ:

  • ნახევარ წელიწადში ერთხელ ადამიანი ქუთუთოების ჰიგიენური დამუშავებისთვის ექიმს უნდა ეწვიოს კონტაქტური ლინზების კაბინეტში.
  • გარდა ამისა, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მოჰფენს ნათელს, რამდენად სწორადაა შერჩეული ლინზა, რადგან როდესაც ყველა პირობა დაცულია, ლინზები პრაქტიკულად უვნებელი ხდება.
  • ესოდენ პოპულარული ფერადი ლინზების საწინააღმდეგო ექიმებს არაფერი აქვთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ყალბი ლინზებიც, რომლებიც არ შეესატყვისება სამედიცინო სტანდარტებს, ამიტომ ერიდეთ ლინზების შეძენას კერძო პირებთან ან საეჭვო დაწესებულებებში.