ვირუსული კონიუნქტივიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირუსული კონიუნქტივიტი

რა უწევს პროვოცირებას

თანამედროვე მონაცემებით, ადამიანისთვის 150-მდე ვირუსია პათოგენური. მათი უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით აზიანებს მხედველობის ორგანოს. თვალის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ეპიდემიური ვირუსული კერატოკონიუნქტივიტი და ფარინგოკონიუნქტივური ცხელება, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასასრულს - 1889 წელს აღწერეს, თუმცა დაავადების ადენოვირუსული ბუნება მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დადგინდა. თვალის ზოგიერთი ვირუსული დაავადება კი სულ ახლახან გახდა ცნობილი. კერძოდ, 1970 წელს აფრიკის ქვეყნებში იფეთქა მანამდე უცნობი ეპიდემიური ჰემორაგიული კონიუნქტივიტის პანდემიამ. გამომწვევი აღმოჩნდა ენტეროვირუსი-70, რომელიც პიკორნავირუსების ჯგუფში შედის. თვალის დაავადებათა განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჰერპესვირუსები. ისინი ენდოგენური გზით ზემოქმედებენ თვალის ქსოვილზე, რითაც საგრძნობლად განსხვავდებიან ადენო- და პიკორნავირუსებისაგან. აქედან გამომდინარე, ჰერპესული კონიუნქტივიტი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ნაკლებსაშიშია. ადენოვირუსების აქტიური შესწავლა 1952 წელს დაიწყო. სადღეისოდ იმუნოლოგიურად იდენტიფიცირებულია ამ ჯგუფის 45 ტიპის გამომწვევი, რომელთაგან 28 ადამიანს აავადებს. დადგენილია, რომ A-3 და A-7 სეროტიპები ფარინგოკონიუნქტივურ ცხელებას ან, უბრალოდ, ადენოვირუსულ კონიუნქტივიტს იწვევს, A-8 სეროტიპი კი ეპიდემიურ კერატოკონიუნქტივიტს. ყველა ადენოვირუსი ეპითელური უჯრედების ბირთვში მრავლდება. მათ საერთო ანტიგენი აქვთ. საკუთრივ ვირუსების ბირთვი ორმაგსპირალიანი დნმ-სგან შედგება. ვირუსები დიდხანს ძლებენ სამკურნალო ხსნარებში, კერძოდ, თვალის წვეთებში, ინაქტივაციას განიცდიან 0,5 და 1%-იანი ქლორამინის და 5%-იანი ფენოლის ხსნარის ზემოქმედებისას. რაც შეეხება პიკორნავირუსების ჯგუფს, ის აერთიანებს რნმ-ს შემცველ უმცირეს ვირუსებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიურ ჰემორაგიულ კონიუნქტივიტს იწვევს.

ვირუსული კონიუნქტივიტის ძირითადი სიმპტომებია:

  • უხვი ცრემლდენა;
  • თვალების გაწითლება და გაღიზიანება;
  • თავდაპირველად ცალი თვალის დაზიანება არცთუ იშვიათად პათოლოგიის მეორე თვალზე გადასვლით.

ჰერპესული კონიუნქტივიტი დუნედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს. თან ახლავს ჰერპესული ბუშტუკების წარმოქმნა ქუთუთოების კანზე. მეტწილად ცალ თვალს აზიანებს. გვხვდება უმეტესად ბავშვებთან. ვირუსული კონიუნქტივიტის დროულ და სწორ მკურნალობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადება შესაძლოა გართულდეს კერატიტით - თვალის რქოვანა გარსის ანთებით, რასაც მხედველობის დაკარგვამდე მივყავართ.

ვირუსული კონიუნქტივიტის თავიდან ასაცილებლად:

  • გადაეჩვიეთ ჭუჭყიანი ხელებით თვალების სრესას;
  • ხშირად და სწორად დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით;
  • ხშირად იცვალეთ პირსახოცი და ბალიშისპირი;
  • თვალიდან უცხო სხეულის ამოღების ან სხვა მანიპულაციის დროს ყოველ ჯერზე გამოიყენეთ ბამბის ახალი ტამპონი ან ჰიგიენური ქაღალდის სუფთა ხელსახოცი;
  • ნუ გამოიყენებთ სხვის ლინზებსა და სათვალეებს, ასევე - კოსმეტიკურ საშუალებებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს (პირსახოცს, ცხვირსახოცს და ა. შ.);
  • საეჭვო სიმპტომების შემჩნევისთანავე მიაკითხეთ ოფთალმოლოგს.