ასაკი და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასაკი და მხედველობა

 

რატომ გვაკლდება მხედველობა

თვალს რეფრაქციის უნარი შესწევს, ანუ შეუძლია გარდატეხოს სხივები და ბადურას ერთ წერტილში - ყვითელ ხალში - შეკრიბოს. ბადურა თვალის ოპტიკური ნაწილის ცენტრალური ორგანოა, რადგან სწორედ მასზე მიიღება გამოსახულება, რომელსაც ტვინი აღიქვამს. როცა ადამიანს თვალი კარგად უჭრის, რეფრაქცია თანაბარზომიერია, ანუ გარდატეხილი სხივები ბადურაზე ზუსტად ერთ წერტილში - ყვითელ ხალში იკრიბება და მხედველობაც მკაფიოა. მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა რეფრაქცია არათანაბარზომიერი ხდება - სხივების არასწორი გარდატეხის გამო გამოსახულება არა ბადურაზე, არამედ მის წინ ან უკან მიიღება. განასხვავებენ არათანაბარზომიერი რეფრაქციის ორ ფორმას: ჰიპერმეტროპიას და მიოპიას. ჰიპერმეტროპიის ანუ შორსმხედველობის დროს თვალის სხივების გარდამტეხი ძალა ნორმალურზე სუსტია და გარდატეხისას სხივები ბადურას უკან იკრიბება, მიოპიის ანუ ახლომხედველობის შემთხვევაში კი თვალის ოპტიკურ სისტემაში სხივები  ნორმალურზე მძლავრად გარდატყდება და ბადურა გარსის წინ იკრიბება. ნებისმიერ ასაკში მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ რეფრაქციის ნორმალური უნარის დარღვევაა. რაც შეეხება  ხანდაზმულ ასაკს, მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების მთავარ მიზეზად სპეციალისტები ორგანიზმის ბუნებრივ დაბერებას მიიჩნევენ, როცა ბადურას ყვითელ ხალში - თვალის იმ ნაწილში, რომელიც მხედველობის სიმახვილეს უზრუნველყოფს, ირღვევა ნერვული უჯრედების კვება.

გარდა ბიოლოგიური დაბერებისა, ყვითელი ხალის ნერვულ უჯრედთა ფუნქციებს არღვევს:

  • გადატანილი ტრავმა;
  • თვალის ინფექციური და ანთებითი დაავადებები;
  • ახლომხედველობა;
  • ბადურას კაპილარული სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • თვალის სკლეროზული ცვლილებები;
  • ასაკის თანამდევ მხედველობის ძლიერ დაქვეითებას ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალები - მავნე მოლეკულები, რომელთა რაოდენობაც ორგანიზმში ასაკის მატებისა და ნივთიერებათა ცვლის ტემპის შენელების კვალდაკვალ იზრდება;
  • მხედველობის მტერი ყოფილა სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობაც.

მხედველობის ასაკობრივ დაქვეითებას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს: უფრო მეტად სუსტ სქესს ემტერება. განსაკუთრებით ადვილად ერევა მწეველებს, ამ უკანასკნელთ მხედველობა არამწეველებზე რამდენჯერმე სწრაფად უქვეითდებათ.

მაკულოდისტროფიის ნიშნები

თვალისჩინი შეუმჩნევლად, ნელ-ნელა იკლებს, თვალი მუშაობისას ადრინდელზე მეტ სინათლეს ითხოვს, მხედველობა თითქოს დაბინდულია, საგნები ძნელად აღიქმება და, რაღა თქმა უნდა, ჩვეული საქმიანობაც გაცილებით მალე გვღლის. დროთა განმავლობაში წერა-კითხვა ძნელდება, თვალი ადვილად იღლება, განსაკუთრებით - კითხვისა და დაძაბვისას, იწყება ცრემლდენა, რაც სამუშაოს შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე ხანში თავისთავად წყდება.

როგორ მოვიქცეთ?

1. როგორც კი შეამჩნევთ, რომ მხედველობა გაგიუარესდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

2. სიტუაცია საგულდაგულოდ უნდა აკონტროლოთ, რათა მხედველობის კორექციის სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით დროულად შეაჩეროთ მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება.

3. მხედველობის ასაკობრივი გაუარესებისას ძალზე ეფექტურია ისეთი პრეპარატები და კვებითი დანამატები, რომლებიც ანტიოქსიდანტებსა და თუთიას შეიცავს.

4. სასარგებლოა სელენით, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვები, რადგან მათში შემავალი ნივთიერებები დროულად და ეფექტურად აუვნებლებს იმ მავნე მოლეკულებს, რომლებიც ადამიანის ბიოლოგიურ დაბერებას აჩქარებს.

5. ხანდაზმულებს ვურჩევთ, მუდმივად იკონტროლონ არტერიული წნევა, წელიწადში ორჯერ მაინც შეიმოწმონ სისხლის შემადგენლობა და მისი შედედების უნარი.

6. კარგი იქნება, თუ მუდმივად ატარებთ მზის სათვალეს, განსაკუთრებით - მზიან ამინდში.

7. დროულად და საფუძვლიანად უმკურნალეთ გლაუკომასა და კატარაქტას.

8. კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ სათვალე, რომელსაც ხმარობთ. ხშირად თვალის გადაღლა, წვა, აცრემლება, თავის ტკივილი და შრომის უნარის დაქვეითება არასწორად შერჩეული სათვალის "დამსახურებაა". გახსოვდეთ: მხედველობის სრულფასოვანი კორექცია მხოლოდ კვალიფიციური ოკულისტის მიერ შერჩეულ სათვალეს შეუძლია.