რა არის დალტონიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის დალტონიზმი

ტერმინი “დალტონიზმი” უკავშირდება ინგლისელი მეცნიერის - ფიზიკოსისა და ქიმიკოსის ჯონ დალტონის სახელს. მან 1794 წელს პატარა წიგნში საკუთარი შეგრძნებების (აღქმის) და ოჯახური ისტორიის საფუძველზე აღწერა ფერთა სიბრმავის ერთ-ერთი სახეობა. ჯონ დალტონი, ისევე როგორც მისი ორი ძმა (სულ სამი ძმა და ერთი და ჰყავდა), პროტანოპი იყო ანუ ვერ არჩევდა წითელ ფერს და ეს 26 წლამდე არ იცოდა. მისი წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ტერმინ “დალტონიზმს” დიდხანს იყენებდნენ ფერადი მხედველობის ყოველგვარი დარღვევის აღსანიშნავად. დალტონიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე გვესაუბრება აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის თვალის განყოფილების ხელმძღვანელი, თვალის კლინიკა “ოპტიმედის” დამფუძნებელი, პროფესორი ალექსანდრე ალექსიძე.

- ბატონო ალექსანდრე, რითია განპირობებული დალტონიზმი?

- ადამიანის თვალის ბადურა შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე ორი ტიპის რეცეპტორებს (ნერვულ უჯრედებს): ჩხირებს, რომლებიც აქტიურია სუსტი განათების პირობებში და კოლბებს, რომლებიც აქტიურია დღის სინათლეზე. კოლბები კონცენტრირებულია ბადურას ცენტრალურ ნაწილში - მაკულაში და სამი სახისაა: L კოლბები, რომლებიც შეიცავს წითელი ფერისადმი მგრძნობიარე პიგმენტს (აღიქვამს ფერადი სპექტრის გრძელ ტალღებს), M კოლბები, რომლებიც შეიცავს მწვანე ფერისადმი მგრძნობიარე პიგმენტს (აღიქვამს საშუალო სიგრძის ტალღებს) და შ კოლბები, რომლებიც ლურჯი ფერისადმია მგრძნობიარე (მოკლე ტალღების აღმქმელია). ნორმალური ფერადი მხედველობის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, სამივე პიგმენტის (ცილოვანი წარმოშობისაა) შემცველი კოლბები აქვთ, ამასთან, შესაბამის კოლბებში პიგმენტები სათანადო რაოდენობითაა. ნორმალური ფერადი მხედველობის მქონე ადამიანებს ტრიქრომატებს უწოდებენ. ფერთა აღქმის პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ერთი ან მეტი პიგმენტი მთლიანად ან ნაწილობრივ არ არსებობს, ან ამა თუ იმ მიზეზით უფუნქციოა.

- ცნობილია, რომ დალტონიზმი თანდაყოლილი პათოლოგიაა. შეძენილ ფორმებზე რას გვეტყვით?

- არსებობს მემკვიდრეობითი (თანდაყოლილი) და შეძენილი დალტონიზმი. მემკვიდრეობითი დალტონიზმი X ქრომოსომასთან არის შეჭიდული და ძირითადად პათოლოგიის მაკოდირებელი გენის მატარებელი დედისგან ვაჟს გადაეცემა. ვინაიდან ქალებს ქრომოსომების XX ნაკრები აქვთ და ჯანმრთელი X ქრომოსომა ხშირად, ასე ვთქვათ, აკომპენსირებს პათოლოგიურს, ისინი უმეტესად მხოლოდ დალტონიზმის გენის მატარებლები არიან. მამაკაცებს აქვთ ქრომოსომათა XY წყვილი, ამიტომ პათოლოგიური X ქრომოსომის არსებობის შემთხვევაში მათ ყოველთვის გამოაჩნდებათ დალტონიზმი. ამიტომ არის, რომ დალტონიზმი მამაკაცებს შორის 20-ჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებს შორის (შესაბამისად, 2-8% და 0,4%). რაც შეეხება შეძენილ დალტონიზმს, ის ბადურას ან მხედველობის ნერვის დაზიანების შედეგად ვითარდება თვალის ამა თუ იმ სახის ტრავმის დროს. ფერთა აღქმის მოშლას იწვევს მხედველობის ანალიზატორის ქერქქვეშა ცენტრებში მიმდინარე პათოლოგიური ძვრებიც. გარდა ამისა, დალტონიზმის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, ინტოქსიკაცია, ასაკობრივი ცვლილებები (ბროლის შემღვრევა - კატარაქტა). კატარაქტიანი პაციენტები ხშირად ჩივიან, ექიმო, ყველაფერს ვარდისფრად ვხედავო, ჩვენ კი ვეხუმრებით, მაგას რა სჯობიაო, მაგრამ რეალურად ეს ძალიან რთული ნეირო- და ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმებით განპირობებული პროცესია.

- როგორ ვლინდება დალტონიზმი?

- ნორმალურ მხედველობას, რომლის დროსაც ადამიანი ყველა ფერს აღიქვამს (განასხვავებს), ტრიქრომაზია ეწოდება. რომელიმე კონკრეტული პიგმენტის არასრული სინთეზის (წარმოქმნის) დროს სამი ტიპის კოლბებიდან რომელიმე ერთი იცვლის სპექტრულ მგრძნობელობას, ანუ ადამიანი ხედავს ყველა ფერს, მაგრამ რამდენადმე განსხვავებულად. ასეთ დროს ანომალიურ ტრიქრომაზიაზე საუბრობენ. რომელიმე ერთი ტიპის კოლბების არარსებობის შემთხვევაში ვითარდება დიქრომაზია, ფერების აღქმის ნაწილობრივი დარღვევა, რომლის დროსაც გამოთიშულია ფერადი მხედველობის სამიდან ერთი კომპონენტის ფუნქცია. ამ დროს, ფაქტობრივად, ფერთა განსხვავება ხდება ორი სახის (ტიპის) კოლბების წყალობით. დიქრომაზიის სახეებია:

  • პროტანოპია - წითელი ფერის აღქმის უუნარობა, როდესაც ფერთა სპექტრიდან წითელი ფერია ამოვარდნილი;
  • დეიტერანოპია - მწვანე ფერის აღქმის უუნარობა, როდესაც ფერთა სპექტრიდან მწვანე ნაწილია ამოვარდნილი;
  • ტრიტანოპია - რომლის დროსაც ადამიანი ვერ აღიქვამს უპირატესად ლურჯ-იისფერს. ტრიტანოპები ყვითელს და ლურჯს აიგივებენ ნაცრისფერთან, მოყვითალო-მომწვანოსთან, მოყვითალო-წითელს - მეწამულთან და ა. შ.

არსებობს მონოქრომაზიაც - აბსოლუტური ფერადი სიბრმავე ანუ ფერთა აღქმის აბსოლუტური მოშლა. ეს პათოლოგია იშვიათად გვხვდება. განპირობებულია ბადურაში კოლბების სრული არარსებობით ან მათი სერიოზული დეფექტით.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რა სიახლეებია დალტონიზმის მკურნალობაში?

- დალტონიზმის სადიაგნოსტიკოდ მოწოდებულია სპეციალური ტაბულები (ე.წ. რაბკინის ცხრილები). ევროპის მრავალ ქვეყანაში ამ მიზნით იშიხარას ტესტებსაც იყენებენ. მკურნალობა პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა არსებობს ფერთა აღქმის საკორექციო სპეციალური ლინზები. ახლახან შეიქმნა სათვალე Oხყ-Iსო იასამნისფერი ლინზებით, რომელიც დალტონიზმით დაავადებულებს წითელი და მწვანე ფერის (ყველაზე გავრცელებული ფორმები) ამოცნობის საშუალებას აძლევს. არის წარმატებები გენური ინჟინერიის კუთხით მიმდინარე კვლევებშიც - ბადურას შესაბამის კოლბებში სათანადო გენების ჩანერგვის თვალსაზრისით.