რომელი ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ვიტამინი აუმჯობესებს მხედველობას

რომელი ვიტამინი აუმჯობესებს და აძლიერებს მხედველობას?

А ვიტამინი

А ვიტამინი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, კერძოდ აუმჯობესებს ღამის მხედველობას. ის ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშენ მასალს როდოფსინის-მხედველობის პურპურისათვის, რომელიც გარდაქმნის სინათლის ენერგიას ელექტრულ იმპულსებად.

Аვიტამინი ხლს უწყობს ჰემერალოპიის -"ქათმის სიბრმავის" პრევენციას.

А ვიტამინის ძირითად წყაროს წარმოადგენს სტაფილო, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი, მანგო, გარგარი. 1 ჭიქა სტაფილოს წვენი რამოდენიმე წვეთი მცენარეული ზეთით უზრუნველყოფს А ვიტამინის დღიურ ნორმას. მცენარეული ზეთის წვეთი მნიშვნელოვანია, რადგანაც А ვიტამინი ორგანიზმში შეიწოვება მხოლოდ ცხიმთან კომბინაციაში.

B1, B2, B12 ვიტამინები

ამ ჯგუფის ვიტამინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობისთვის. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალის სინათლისადმი მგრძნობელობის გასაუმჯობესებლად. ამ ვიტამინებს თქვენ შეხვდებით ხორცში, პარკოსნებში, ნიგოზში, კარტოფილში, საფუარში, კვერცხში, რძეში, ბროკოლში და შინაური ფრინველის ხორცში. დღეში 1-2 ჭიქა რძე დაგიკმაყოფილებთ მოცემული ვიტამინების მოთხოვნილებას.

С და E ვიტამინები

С ვიტამინი ასტიმულირებს თვალის სისხლის მომარაგებას. რეკომენდებული დოზა 100 მგ-ია. С ვიტამინის წყაროა ციტრუსები და ტროპიკული ხილი, ოხრახუში, კარტოფილი, წიწაკა, მწვანე ხახვი და მწვანე ჩაი.

Е ვიტამინიც სისხლის მომქცევას აუმჯობესებს. ის შედის მარცვლოვან კულტურებში, ნიგოზში, ხორბალში.100 გრამი ქატოს მიუსლი საუზმეზე და 200 გრამი ისპანახი სადილზე შეადგენს Е ვიტამინის დღიურ ნორმას.

ანტიოქსიდანტები

შტოშსა და მოცვში შემავალი პიგმენტები თვალებს იცავს თავისუფალი რადიკალებისაგან. ეს ნივთიერებები ასევე ხელს უწყობს ღამის მხედველობისა და სინათლის ადაპტაციის უნარის გაუმჯობესებას.

ლალი ჩხიკვაძე