284 მლნ ადამიანს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

284 მლნ ადამიანს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია

მხედველობის მსოფლიო დღე სხვადასხვა ორგანიზაციის მონაწილეობით ტარდება და სიბრმავის პროფილაქტიკის გლობალური ინიციატივის მხარდამჭერი მოვლენაა.

სიბრმავის მიზეზი შეიძლება იყოს კატარაქტა, გლაუკომა, ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია, რქოვანას შემღვრევა, ბავშვებში თვალის დაავადებები. გახშირდა ასაკთან ერთდ განვითრებული და არაკონტროლირებადი დიაბეტის შედეგად ჩამოყალიბებული სიბრმავე. სიბრმავის პროფილაქტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, დაახლოებით 284 მილიონ ადამიანს გააჩნია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათგან 39 მილიონი საერთოდ ვერ ხედავს. თვალის დაავადებები გვხვდება 19 მილიონ ბავშვში. შემთხვევათა 80%-ში, დროული მკურნალობით, შესაძლებელი იყო სიბრმავის თავიდან აცილება.

მხედველობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ტარდება თვალის დაავადებების პრევენციისკენ მიმართული საგანმანათლებლო და პროფილაქტიკური ღონისძიებები. ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია ოფთალმოლოგიური კვლევების ჩატარება. მხედველობის რეგულარული შემოწმება, ადრეულ სტადიაზე გამოავლენს შესაძლო პრობლემებს, რაც დროული პროფილაქტიკური ზომების მიღებისა და დაავადების თავიდან აცილების საშუალებაა.

ლალი ჩხიკვაძე