ფიტოჩაი მხედველობიას გასაუმჯობესებლად
სწორედ მათ დასახმარებლად გწერთ ამ წერილს. ფიტოჩაის სასიკეთო თვისებები საკუთარ თავზე უკვე გამოვცადე, ასე რომ, ჯერი თქვენზეა, - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი, რომელმაც რეცეპტიც გაგვიზიარა:
აიღეთ ახალგაზრდა, ერთწლიანი ფიჭვის დაქუცმაცებული წიწვები - 4,5 სადილის კოვზი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი - 2 სადილის კოვზი და ხახვის დაქუცმაცებული ნაფცქვენი - 4-5 სადილის კოვზი. ჩაყარეთ ლიტრიან ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ ჭურჭელი პირამდე აივსოს, წამოადუღეთ, თბილად შეფუთეთ და მთელი ღამით დააყენეთ. დილით გაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში წყლის ნაცვლად (დღეში 0,5 ლ-მდე). მკურნალობის კურსი 4 თვეა.