როგორ დავასვენოთ თვალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავასვენოთ თვალები

ისინი ამ დროსაც მრავალ გამოსახულებასა და სინათლეს ატარებს. პრობლემა კიდევ ის არის, რომ ტვინი თვალებს არასოდეს აძლევს დასვენების საშუალებას, სრულ წყვდიადშიც კი აიძულებს მზერას წერტილებზე, ზოლებზე, ხვეულებზე, სხვადასხვა ლამაზმანზე, საოცარ ეფექტებსა და ვინ მოთვლის კიდევ რამდენ რამეზე! ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ თვალების ფუნქციობა ძილის დროსაც არ წდება, რა ხედებისა და კადრების ხილვა უწევთ მათ სიზმარში - ეს ცალკე თემაა.

ამგვარად, საბრალო თვალები არასდროს ისვენებს. თუმცა, თუ ძალიან მოინდომებთ, მაინც შეძლებთ მათ განტვირთვას და დასვენებას რამდენიმე წუთით მაინც. ამისათვის დაჯექით მოხერხებულად (მოკალათდით), დახუჭეთ თვალები და ხელები დაიდეთ შუბლზე ისე, რომ თვალებს ეფარებოდეს, ქუთუთოებს კი არ ეხებოდეს. ცოტა ხნით დაელოდეთ სხვადასხვა ორნამენტებისა და რკალების დასრულებას, შემდეგ კი შეეცადეთ წარმოიდგინოთ - შავ ხავერდს უმზერთ. ეს შავი ხავერდი მკვეთრი შავი ფერისაა, თანაც ერთგვაროვანი, ყოველგვარი ხორკლებისა და მინარევების გარეშე, რომლებიც, ჩვეულებრივ, ხელს უშლიან ყურადღების კონცენტრირებას და იდეალური წყვდიადის შექმნა-წარმოსახვას.

ამ რამდენიმეწუთიანი სეანსის შემდეგ ისეთი განცდა დაგეუფლებათ, თითქოს სრულად მაინც ვერ მოახერხეთ დავალების შესრულება, ანუ ვერ შეძელით და რაც საჭირო იყო, არ გამოგივიდათ, მაგრამ იცოდეთ, თქვენი თვალები საკმაოდ დასვენებულ-განტვირთული აღმოჩნდება და თქვენ ახალი ენერგიით შეძლებთ კომპიუტერში მათ ჩარგვას! ასე რომ, ნუ დაიზარებთ და ხშირად გამოუწერეთ თვალებს ასეთი დასვენება!

თინათინ გოცაძე