რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
უნიკალური ოქროს გელი მტკივნეული ინექციის შემცვლელი შეიძლება გახდეს
უნიკალური ოქროს გელი მტკივნეული ინექციის შემცვლელი შეიძლება გახდეს
ჩინელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მაკულარული დეგენერაციის სამკურნალო ახალი ინექციური პრეპარატი. პრეპარატის საკვანძო ელემენტი ოქროა. ეს ოქროს ნანონაწილაკებისა და ჰიდროგელის ნარევია, რომელიც „დამუხტულია“ სამკურნალო აგენტებით. აღნიშნული აგენტები გამოიყოფა სინათლის ზემოქმედების შედეგად. წამლის მიწოდების ამგვარი მეთოდი თვალშიდა ინექციის რაოდენობის შემცირების
You must have Flash Player installed in order to see this player.
საშუალებას მოგვცემს. აღნიშნული ინექციები კი მტკივნეულია და აუცილებელია ასაკოვანი მაკულარული დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის.

სტანდარტული ინექციები მუშაობს, თუმცა, საინექციო პრეპარატების ბიოდეგენერაციის გამო, აუცილებელია მათი შეყვანა ყოველთვიურად. ახალი სისტემით კი შესაძლებელი იქნება წამლის გამოთავისუფლების კონტროლი სინათლის ზემოქმედების ქვეშ. ანუ დასაწყისში მოხდება წამლის დიდი კონცენტრაციის შეყვანა, შემდეგ კი ყოველ თვეში სინათლის ზემოქმედებით პორციულად მისი გამოთავისუფლება.

ოქროს ნაწილაკები სინათლეს შთანთქავს განსაკუთრებულ ტალღაზე და შემდეგ გამოჰყოფს ენერგიას სითბოს სახით, რითაც გელის პოლიმერულ კარკასს არბილებს. ეს კი ზრდის სამკურნალო საშუალების დიფუზიას. სინათლის გარეშე ნანონაწილაკები აღარ გამოყოფენ სითბოსა და წამალს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
ბრიტანელ სპეციალისტთა განცხადებით, პირები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ ველოსიპედით, მრავალი პათოლოგიისაგან იცავენ ორგანიზმს,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ინგლისელი მეცნიერების მოსაზრებით, უახლოესი 40 წლის განმავლობაში, დედამიწაზე უსინათლო ადამიანების რიცხვი გასამმაგდება. 2050 წლისთვის ის 36 მილიონიდან 115 მილიონამდე გაიზრდება. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ფინანსური დონაციითა და მკურნალობით
თუ ზაფხულის კაშკაშა მზე თვალის ლორწოვან გარსს გიღიზიანებთ და ალერგიული კონიუნქტივიტისადმი გაქვთ მიდრეკილება, აუცილებლად გამოიყენეთ მზის სათვალე. გახსოვდეთ: მოდური, პატარა და ვიწრომინებიანი სათვალე საიმედო დამცველად არ გამოგადგებათ.
რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, შვილი მხედველობის პრობლემებისგან რომ დაიცვას?
კაცობრიობას დაბრმავების გლობალური ეპიდემია ემუქრება - აცხადებენ ექსპერტები. ყველაფერში დამნაშავე კი ტელევიზორებთან და კომპიუტერებთან გატარებული საათებია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მხედველობის სერიოზულ დარღვევათა და სიბრმავის მსხვერპლი იქნება პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი.
ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ოფთალმოლოგებმა გლაუკომის სამკურნალო კონტაქტური ლინზები შექმნეს. ლინზების მფარავი გარსი შეიცავს გლაუკომის საწინააღმდეგო შენელებული მოქმედების პრეპარატ ლათანოპროსტს.
ლინზებმა უკვე გაიარეს ცხოველებზე გამოცდა და მკვლევარები ახლა პაციენტებთან მათი კლინიკური გამოცდისთვის ემზადებიან.
(რეკომენდაციები თვალების დასაცავად)

თანამედროვე ყოფა-ცხოვრება უდიდეს დატვირთვას აყენებს თვალებს. კომპიუტერები, პლანშეტები და სხვა მოწყობილობები მეტისმეტად ძაბავს მხედველობას. ფაქტი ერთია: ჩვენი მუშაობა თუ დასვენება მონიტორთან ხდება, გვინდა თუ არ გვინდა, ეკრანს ვართ მიჩერებულნი, თანაც დაჟინებით, უწყვეტად, მაშინ როცა ჩვენი თვალები დისტანციის მუდმივად ცვლილებისთვისაა შექმნილი.

07 აგვისტო 2016
არასწორად შენახულმა საკვებმა პროდუქტებმა, განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. მაცივარში არ შეიძლება შევინახოთ პური, რადგანაც ის სწრაფად გამოშრება და გაფუჭდება.
10 აგვისტო 2017
ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების ნიშნები. როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს გაზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ალბათობას, რაც კიბოს პრევენციის საშუალებაა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ზოგიერთს დეფეკაციის პროცესში თვალებიდან ცრემლები მოდის. ასეთი რეაქცია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის არაკორექტული მუშაობითაა განპირობებული: