5 დაავადება, რომელიც ჰიპერტონიაში შეიძლება აგვერიოს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
5 დაავადება, რომელიც ჰიპერტონიაში შეიძლება აგვერიოს
5 დაავადება, რომელიც ჰიპერტონიაში შეიძლება აგვერიოს
კომფორტული წნევა ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთისთვის იდეალურია სტანდარტული 120/80, მეორესთვის ნორმად ითვლება 100/60 და 120/80 მისთვის უკვე მაღალია.
წნევის მატება ხშირად უსიმპტომოდ ან წაშლილი სიმპტომატიკით მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჰიპერტონიას „ჩუმ მკვლელსაც“ უწოდებენ. ამ დროს შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და ა.შ.

დაბალი წნევაც ხშირად არანირ სიმპტომატიკას არ იძლევა. შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, ხელებისა და ფეხების გაციება. მაღალი და დაბალი წნევის ზოგიერთი სიმპტომი ერთნაირია, ამიტომ საჭიროა წნევის ხშირი გაზომვა და კონტროლი.

როდესაც წნევა ნორმალურია, რა შეიძლება იყოს
ადამიანის ცუდად ყოფნის მიზეზი?

დაძაბულობის თავის ტკივილი

კომპიუტერთან მთელი დღის მუშაობის შემდეგ ხშირად აღინიშნება კეფის არეში ტკივილი, რაც წნევის მატებასთან ასოცირდება. მაგრამ ეს შეიძლება იყოს დაძაბულობის თავის ტკივილი, რომელიც აღმოცენდება კისრისა და მხრის კუნთების დაჭიმვით, ძირითადად იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ზის უხერხულ
პოზაში. ტკივილი ორმხრივია, არაა მოპულსირე და სრულიად მოსათმენია. ხშირად საკმარისია სხეულის მდგომარეობის შეცვლა, სუფთა ჰაერზე გამოსვლა, მსუბუქი ვარჯიში და კისრისა და მხრის კუნთების მასაჟი.

გლუკოზის დონის დაქვეითება

მომატებული ან დაბალი წნევის ნიშნები შეიძლება მსგავსი იყოს ჰიპოგლიკემიის ანუ სისხლში შაქრის დონის დაქვეითების დროს განვითარებული სიმპტომების. ჩვეულებრივ მიჩნეულია, რომ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი ვარდნა შეიძლება მხოლოდ შაქრიანი დაიბეტით დაავადებულებს აღენიშნოთ, მაგრამ ეს ასე არაა. ჯანმრთელ ადამიანში გლუკოზის დაბალი დონე მიანიშნებს იმას, რომ საკვების მიღებიდან ძალიან ბევრი დროა გასული. შაქრის დონის დაქვეითების პროვოცირება შეიძლება ალკოჰოლის ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ მოახდინოს.

ჰიპოგლიკემია ვლინდება სისუსტით და თავბრუსხვევით, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებითა და თავის ტკივილით, შემცივნებით ან ოფლიანობით. მაგრამ ჰიპოგლიკემიის დამხასიათებელი სიმპტომი შიმშილის ძლიერი, შემaწუხებელი გრძნობაა. თუ აღნიშნული მდგომარეობა ხშირად ვითარდება, საჭიროა სისხლის ანალიზის გაკეთება გლუკოზის შემცველობზე და კიდევ უფრო ინფორმაციულია გლიკირებული ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა - ეს მაჩვენებელი გამოხატავს სისხლში შაქრის საშუალო კონცენტრაციას უკანასკნელი თვეების განმავლობაში და შეიძლება „დაიჭიროს“ პრედიაბეტური მდგომარეობა.

შფოთვითი მოშლილობა

ჰიპერტონული მდგომარეობის მსგავსი უსიამოვნო მდგომარეობა შეიძლება აღინიშნოს შფოთვითი მდგომარეობისას - განსაკუთრებით გენერალიზიებული შფოთვისა და პანიკური შეტევებისას. ამ დროს ზოგადად ვითარდება თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, გულისრევა, ქოშინი, კიდურებში მგრძნობელობისა და ტემპერატურის დაქვეითება, ტკივილი გულმკერდის არეში, ძლიერი სისუსტე.

მომატებული შფოთვა დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანიზმი ძალიან ძლიერად რეაგირებს სტრესზე და სისხლში გამოისვრის ადრენალინის ჭარბ რაოდენობას, რამაც შეიძლება თავის მხრივ გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და წნევის მატებაც. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემური გული და წნევა კი არა, ნერვული სისტემაა.

ინფექციები

ზოგიერთი ინფექციური დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი გამოვლინება შეიძლება წნევასაც კი დავუკავშიროთ. მაგალითად მარტივი ჰერპესის, ციტომეგალო და ეფშტეინ-ბარის ვირუსით დასნებოვნებისას, შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი.
მარტივი ჰერპესის შემთხვევაში, ორ დღეში ტუჩებზე გამონაყარი ჩნდება (ან სასქესო ორგანოებზე გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში). სხვა ინფექციებისას გარეგნული სიმპტომები შეიძლება არ გამოვნდეს და მოთენთილი მდგომარეობის მიზეზი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს გამოცანად.

ჰიპოთირეოზი

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება-ჰიპოთირეოზის გამოვლინება მსგავსია ჰიპერ და ჰიპოტონიის სიმპტომების. მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებითი სიმპტომებია: ჭარბი წონა, მშრალი კანი, თმის ცვენა, ყაბზობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მტკივნეული მენსტრუაცია, ადვილად გაღიზიანებადობა და დეპრესიის განვითარება.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
თუ თქვენ პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს, დაუკვირდით, ხომ
11-09-2018
ცნობილია, რომ დღეში 300 მგრ კოფეინის მოხმარებამ შესაძლებელია გააღრმავოს ადამიანის შფოთვითი და
31-07-2018
დიდი ხანია დადგენილია და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ქოლესტერინის მაღალი დონით გამორჩეული ადამიანები
07-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უგულებელყოფს და ყურადღებას არ აქცევს “შემოპარული” დაავადების ამა თუ იმ სიმპტომს.
მეცნიერებმა შეიმუშავეს ტატუირების მეთოდი (ახალი ტატუ), რომელსაც რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა
მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის ახალი, არაინვაზიური
ბევრი ადამიანი ძალიან განიცდის ასაკის მატებას და ეშინია სიბერის. კომპანია Future You-ს მიერ
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ელექტრული აქტივობის შესწავლა ბოლო დრომდე მხოლოდ სპეციალური დრეკადი
პარკინსონის დაავადება განუკურნებელია, თუმცა სიმპტომების განვითარების შეჩერება შესაძლებელია. ამისათვის
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
20 სექტემბერი 2018
სასარგებლო ბაქტერიების შემცველი პრობიოტიკური პროდუქტები ზედმიწევნით პოპულარულია, მაგრამ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად