სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის ერთი წვეთი ქალა-ტვინის ტრავმების სადიაგნოსტიკოდ

გამოიყენება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა, თუმცა, მიღებული სურათი ხშირად არ აძლევს ექიმს გარკვეული გადახრების იდენტიფიცირების საშუალებას. გარდა ამისა, დასახელებული კვლევა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, პაციენტის დასხივებას საჭიროებს, გარკვეულ დროსა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ჟენევის უნივერსიტეტიდან ბარსელონის კლინიკასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ახალი მეთოდიკა და შექმნეს შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც ახდენს საშუალო სიმძიმის ქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკას, ამასთან, დიაგნოსტიკისათვის საკმარისია ერთი წვეთი სისხლი და სულ ათიოდე წუთი.

პირველ ეტაპზე მეცნიერები ადგენდნენ, რომელი ცილების რაოდენობა იმატებს ქალა-ტვინის ტრავმებისას სისხლში. აღმოჩნდა, რომ სისხლში ამ დროს იმატებს H-FABP, Interleukin-10, S100B  და GFAP ცილების კონცენტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ოთხივე ცილას იკვლევდნენ და შეისწავლიდნენ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ სადიაგნოსტიკოდ მხოლოდ H-FABP ცილის დონის განსაზღვრა იქნება საკმარისი. შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდა GFAP –ის ანალიზის დამატებით.

იმის გამო, რომ ქალა-ტვინის ტრავმების დიაგნოსტიკა სწრაფად უნდა მოხდეს და თანაც სასურველია შემთხვევის ადგილზე, სპეციალისტებმა შექმნეს პორტატული მოწყობილობა, რომელიც სისხლის ანალიზს სწრაფად ატარებს. მოწყობილობის სპეციალურ განყოფილებაში ერთი წვეთი სისხლის დაწვეთების შემდეგ სულ ათიოდე წუთში ინდიკაციის სარკმელში შესაბამისი შედეგი ფიქსირდება.

თინათინ გოცაძე