რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ექოსკოპია

- პაციენტები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით ექოსკოპიურად აღმოჩენილი ბილიარული ნალექისა თუ ნაღვლის ბუშტის კედლების გასქელების გამო. რას ნიშნავს ეს ცვლილებები სპეციალისტის თვალთახედვით?
- შემთხვევით აღმოჩენილი ასეთი ცვლილებები განსაკუთრებული მნიშვნელობისა არ არის, თუმცა, წესისამებრ, პაციენტები ექოსკოპიურ კვლევას სწორედ ჩივილების არსებობისას იტარებენ. თუ ნაღვლის ბუშტში საგოზავისებრი მასა აღმოჩნდა, ეს მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა. რაც შეეხება ნაღვლის ბუშტის კედლების გასქელებას, თუ ის ლოკალურია, - ბუშტის კედელში განსაზღვრულ ადგილზეა გამოხატული, - ნაღვლის ბუშტის დაავადება უნდა ვივარაუდოთ. ამისგან განსხვავებით, კედლის დიფუზური გასქელება არასპეციფიკური სიმპტომია. ეს ნიშნავს, რომ ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა თავი იჩინოს ძალიან ბევრი დაავადების დროს და ქოლეცისტიტზე ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს.


- ყოველთვის ავლენს თუ არა ექოსკოპიური კვლევა ნაღვლის ბუშტის კენჭს? ის თუ არის შესაძლებელი, კენჭის არარსებობისას ცრუ დადებითი დასკვნა მივიღოთ?
- ექოსკოპია საკმაოდ მგრძნობიარე მეთოდია ნაღვლის ბუშტის კენჭების ანუ კონკრემენტების აღმოსაჩენად. შედარებით რთულია ქოლედოქოლითიაზის - ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის არსებობის - ექოსკოპიური დიაგნოსტიკა. თანამედროვე აპარატურის წყალობით ნაღვლის ბუშტის კონკრემენტების ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ზუსტი უნდა იყოს. კენჭის არარსებობისას მისი არსებობის ილუზია შესაძლოა შექმნას ნაღვლის ბუშტში არსებულმა საგოზავისებრმა მასამ, თუმცა ის, კენჭისგან განსხვავებით, არ გვაძლევს აკუსტიკურ ჩრდილს, ამიტომ ამ შემთხვევაში კონკრემენტის არსებობის მცდარი დიაგნოზი არ უნდა დაისვას. ძალიან იშვიათად კენჭი შესაძლოა შეცდომით დადგინდეს ნაღვლის ბუშტის კედლის კალცინატების არსებობისას ან არტერიის კედლის კალციფიკაციისას, ვინაიდან აკუსტიკური ჩრდილი ამ დროსაც მიიღება, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია.


- რამდენად ხშირია ნაღვლის ბუშტში პოლიპის ან ღვიძლში ჰემანგიომის არსებობა? როგორია მათი სადიაგნოზო მნიშვნელობა?
- ექოსკოპიურად პოლიპის აღმოჩენა არ არის იშვიათი. პროგნოზული თვალსაზრისით ნაკლები მნიშვნელობა აქვს ქოლესტერინულ პოლიპებს,  მაგრამ მზარდი პოლიპი პრეკანცერია - კიბოსწინარე დაავადებაა. თუ დაახლოებით ორი თვის შემდეგ პოლიპის ზომამ 1-2 მილიმეტრით მოიმატა ან აღმოჩენისას მისი ზომა 8-9 მილიმეტრია, აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა. ჰემანგიომა არის ღვიძლის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი სიმსივნე, რომლის აღმოჩენასაც განსაკუთრებული კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს. საფრთხეს მხოლოდ დიდი ზომის ჰემანგიომა ქმნის შესაძლო სისხლდენის ან რუპტურის (გასკდომის) გამო.


- რომელი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის არის მნიშვნელოვანი გულის ექოსკოპია? რით განსხვავდება ფერადი ექოსკოპია ინფორმაციულობის კუთხით?
- გულის ექოსკოპია მნიშვნელოვანი გამოკვლევაა გულის ფაქტობრივად ყველა დაავადების დროს. ის ინფორმაციას გვაწვდის გულის სარქვლების მდგომარეობაზე, პარკუჭის კედლების სისქეზე, გულის ღრუების (წინაგულები, პარკუჭები) მდგომარეობაზე, წარმოდგენას გვიქმნის მაგისტრალური სისხლძარღვების, პერიკარდიუმის ფურცლების, მის ღრუში სითხის არსებობის შესახებ, საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ განდევნის ფრაქცია და წარმოდგენა შევიქმნათ გულის კუმშვად ფუნქციაზე. განსაკუთრებით ინფორმაციულია ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია - გულის ექოსკოპია, რომლის დროსაც პატარა ტრანსდუსერი საყლაპავშია მოთავსებული. ის გულის სტრუქტურების კარგი ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს. რაც შეეხება კითხვას ფერადი ექოსკოპიის შესახებ, მკითხველი ალბათ ფერად დოპლეროგრაფიას გულისხმობს. ის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის გულის ღრუებსა და მსხვილ სისხლძარღვებში მიმავალი სისხლის ნაკადის შესახებ.


- რომელი პათოლოგიების დიაგნოსტიკაა შესაძლებელი საშარდე სისტემის ექოსკოპიური გამოკვლევისას?
- ექოსკოპიით შესაძლებელია საშარდე სისტემის თითქმის ყველა ორგანოს (შარდსაწვეთების გარდა) სტრუქტურული ცვლილებების გამოვლენა. ექოსკოპია საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ თირკმლის ზომები, მდებარეობა, სტრუქტურა, მენჯფიალოვანი სისტემი, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის მდგომარეობა. ექოსკოპიურად შეიძლება დადგინდეს თირკმლის კისტა, სიმსივნე, ჰიდრონეფროზი, ორგანოს განვითარების ანომალია (თირკმლის გაორება). თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს თირკმლის დაავადებები, რომელთა დროსაც ექოსკოპიური ცვლილებები შესაძლოა არც კი აღინიშნებოდეს. ასეთია, მაგალითად, გლომერულონეფრიტი. ამის გათვალისწინებით, საშარდე სისტემისთვისაც ექოსკოპია კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა ერთადერთი მეთოდია. ის არ ცვლის კვლევის სხვა მეთოდებს.


- შესაძლოა თუ არა, პაციენტს თირკმელში კენჭი ჰქონდეს, მაგრამ ექოსკოპიით მისი არსებობა ვერ დადგინდეს?
- თუ უშუალოდ თირკმლის მენჯში არსებულ კენჭს გულისხმობთ, ექოსკოპია მას აუცილებლად გამოავლენს. ამ შემთხვევაში შეცდომა არ უნდა მოხდეს. შესაძლოა, შარდსაწვეთში კენჭი ექოსკოპიურად ვერ აღმოვაჩინოთ, მაგრამ არსებობს მეორეული ექოსკოპიური ნიშნები, რომელთა საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ კენჭის არსებობა. შარდის ბუშტის კენჭის დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ამ ორგანოს ვიზუალიზაცია საკმაოდ კარგია.



თარიღი : 09-07-2014
მადლობა ასეტი საინტერესო სტატიისთვის
რა ცვლილებებზე მიანიშნებს ფარისებური ჯირკვლის ექოიგენობის შემცირება? ასევე რაზე მიგვანიშნებს ვასკულარიზაციის გაძლიერება?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,
ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში ბევრი ჩვენი თანამემამულე წარმატებით მოღვაწეობს. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასაწავლო პროექტის განსახორციელებლად. ჩვენი ჟურნალის სტუმარი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი - ალექსი ბაიდოშვილია.

- ბატონო ალექსი, როგორი იყო თქვენი გზა საქართველოდან ჰოლანდიამდე?

ხადასის სამედიცინო ცენტრისა და ევროპული უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა შეიმუშავა სისხლის უნიკალური ტესტი,
ახალი ტომოგრაფით შესაძლებელია, ტვინზე ოპერაციისას, მეტყველების ცენტრის დაცვა.
ადამიანის ორგანიზმი მეტად რთული და იმავდროულად ჭკვიანი სისტემაა. ამა თუ იმ პათოლოგიის აღმოცენებისას ის ყოველთვის მიანიშნებს შესაბამისი სიმპტომით.
ზოგიერთმა წამალმა შესაძლებელია მარიხუანაზე ტესტის დადებითი შედეგი მოგვცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სრული წარმოდგენა გვქონდეს ამ წამლების ჩამონათვალზე.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.