აქვს თუ არა უკუჩვენება კომპიუტერულ ტომოგრაფიას
, თუმცა კი თანამედროვე რენტგენის აპარატებსა და კომპიუტერულ ტომოგრაფებზე ორგანიზმის დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი. რაც შეეხება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ორგანიზმზე მისი მავნე ზემოქმედება დადგენილი არ არის. სამედიცინო-დიაგნოსტიკურ პრაქტიკაში უმთავრესად 1,5 ტესლა მაგნიტური ველის ინდუქციის მქონე მაგნიტებს იყენებენ. თავის ტვინის ზოგიერთი პათოლოგიის შედარებით ნატიფი კვლევისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს 3 ტესლა ინდუქციის მაგნიტებიც. 7 და უფრო მაღალი სიმძლავრის მაგნიტები ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის, ცხოველებზე მიმდინარე ექსეპერიმენტებისთვის.
კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონკრეტული შეზღუდვა არ გააჩნია, თუმცა სამ თვემდე ვადის ორსულობისას აუცილებელი ჩვენების გარეშე კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება არ არის რეკომენდებული. სასიცოცხლო ჩვენების გარეშე ასევე არ არის მიზანშეწონილი პირველ ტრიმესტრში ძლიერი მაგნიტის გამოყენებაც. მაგნიტური ველი საფრთხეს უქმნის გულის რიტმის ხელოვნური მატარებლის სწორ ფუნქციობას, ამიტომ მათთვის, ვისაც ელექტროკარდიოსტიმულატორი აქვს ჩანერგილი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ნებადართული არ არის.
იხილეთ ვრცლად სტატია "მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია"