უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი

ნივთიერება არ აითვისება, გადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ტრანზიტით. იყო დრო, როდესაც კვების მსგავს კომპონენტებს უწოდებდნენ ბალასტს და მის მოშორებაზეც ზრუნავდნენ. მაგალითად ამისთვის ამზადებდნენ განსაკუთრებულად წვრილად დაფქვილ ფქვილს, რომელსაც აცილებდნენ უმცირეს მინარევსაც კი. ის დღესაც ძალიან პოპულარულია და ცნობილია, როგორც უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, რომელსაც იყენებენ თეთრ პურში, ნამცხვრებში, ბაგეტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში.

რითია სასარგებლო ნივთიერება, რომელიც არ შეიწოვება? სარგებელი მას ნაწლავში გადაადგილებისას მოაქვს.

• უჯრედისი საკვებს ანიჭებს მოცულობას, არ ზრდის მის კალორიულობას, რის ხარჯზეც ადამიანი სწრაფად ნაყრდება.

• არეგულირებს კუჭის მოქმედებას და ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას. უჯრედისი აკავებს წყალს და განავლოვან მასებს ანიჭებს მოცულობასა და ნორმალურ კონსისტენციას.

• უჯრედისი ხელს უშლის მსხვილ ნაწლავში მჟავა გარემოს შექმნას, რის შედეგადაც ვეღარ მრავლდება მავნე ბაქტერიები.

• ის ხელს უშლის ნაწლავის მრავალი დაავადების, მათ შორის კოლიტის, კრონის დაავადების, დივერტიკულიტის, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.

• უჯრედისი ღრუბელივით ისრუტავს მავნე და ტოქსიურ ნივთიერებებს და გამოაქვს გარეთ, რითაც ამცირებს ორგანიზმზე ტოქსიურ დატვირთვას.

• ის ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმების შეწოვას. უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება აქვეითებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და სიკვდილიანობას.

უჯრედისით მდიდარია ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.

ლალი ჩხიკვაძე