პროდუქტები, რომლებიც სწრაფად გვაბერებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროდუქტები, რომლებიც სწრაფად გვაბერებს

ცხოვრება, ტკბილი ხმა, ტკბილი სიზმრები. თუმცა შაქრის „ნამდვილი სახე“ სრულიადაც არაა მიმზიდველი: ჭარბი მოხმარებისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნე, გულის კუნთის იშემია, კბილების კარიესი. ის ასევე აჩქარებს კანის დაბერებას. შაქრის მოლეკულები პროვოცირებს კოლაგენის გლიკირების პროცესს. ეს კანის ერთ-ერთი სტრუქტურული ცილაა, რომლის წყალობითაც ის ელასტიურობას ინარჩუნებს. გერმანელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ გლიკირება ბუნებრივი პროცესია, რომელიც ყველა ადამიანში აღინიშნება, მათთანაც კი ვინც ჯანსაღად იკვებება.

ძეხვეული სისხლძარღვებს ვნებს

ძეხვეული, შებოლილი და გამოყვანილი ხორცი ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთში არსებობდა. დღევანდელ ხორცის პროდუქტებს ერთი განსხვავება აქვს - ფოსფატური დანამატები. ფოსფორი არის რძის პროდუქტებში, ნიგოზში, კვერცხში, თევზსა და ფრინველის ხორცში. ის აუცილებელია ძვლების სიჯანსაღისთვის და ორგანიზმის საკვანძო ფუნქციებისთვის, მაგალითად ცილის შესაქმნელად. ფოსფატურ ნაერთებს მეტი წყლის დაკავშირების უნარი აქვს, ამიტომ ასეთი დანამატების შემცველი ხორცის პროდუქტები ხანგრძლივი შენახვის, გაყინვისა და გაცხელების დროსაც კი წვნიანი რჩება.

ჩვეულებრივი ფოსფორისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ 40–60% იწოვება, ფოსფატების შეწოვა 90%-ია. დიდი რაოდენობით შეწოვისას, ისინი კალციუმთან ერთად ქმნიან ნაერთს, რომელიც ილექება არტერიებზე, რაც ჯანმრთელ ადამიანებშიც კი ათეროსკლეროზის განვითარებას იწვევს.

ტრანსცხიმები მეხსიერებას აუარესებს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ტვინის დაბერების სიჩქარე დამოკიდებულია არა მარტო გენეტიკასა და ცხოვრების წესზე. ამ პროცესის დაჩქარება შეუძლია ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტების რეგულარულ მიღებას. როგორც კვლევებმა აჩვენა, ტრანსცხიმები ზრდის სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას, რაც ამილოიდური ფოლაქების - ტვინში ცილოვანი ჩანართების წარმოქმნას იწვევს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მიზეზს.

უნდა აღინიშნოს, რომ რაციონში ტრანსცხიმები არა მარტო დამუშავებული პროდუქტებიდან: ნამცხვრები, ორცხობილა, სხვადასხვა სოუსი, არამედ ყველაზე ნატურალურიდანაც ხვდება. მაგალითად, რძის ცხიმიანი პროდუქტები, საქონლის, ცხვრის ხორცი შეიძლება შეიცავდეს 8% „ცუდ“ ცხიმებს. ამდენად უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებადცხიმიან პროდუქტებს.

რძე ზრდის ძვლების მოტეხილობის რისკს

ბევრი დარწმუნებულია, რომ რძის ჭარბად მიღებით სიბერემდე შესაძლებელია ძვლებისა და კბილების სიჯანსაღის უზრუნველყოფა. შვედი სპეციალისტების კვლევით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 3 ჭიქაზე მეტ რძეს ღებულობდნენ, მოტეხილობების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი ლაქტოზაა - რძის შემადგენლობაში არსებული სპეციფიური შაქარი. ლაქტოზის ერთ-ერთი კომპონენტი მოქმედებს როგორც მჟანგავი და იწვევს ანთებას, რის შედეგადაც ხდება ძვლების დეგრადაცია. ამავდროულად, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რძის მჟავე პროდუქტები არ ახდენენ ძვლების მდგომარებაზე უარყოფით ზედგავლენას, იმდენად, რამდენადაც ლაქტოზის შემცველობა მათში მნიშვნელოვნად ნაკლებია.

როგორ დავამუხრუჭოთ სიბერე?

ჯანდაცვის მსოფლიო და დიეტოლოგიური ორგანიზაციების რეკომენდაციით, რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ ჩვენს რაციონზე ზრუნვა და ვიცხოვროთ ჯანსაღად. ორგანიზმის ყველა სისტემაზე დადებით ზეგავლენას ახდენს რაციონი, რომელშიდაც მცენარეული საკვები სჭარბობს: ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, ნიგოზი, ზეითუნის, სელის, ზეთი. სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, ცხიმიანი თევზი, რძის მჯავე და დაბალცხიმიანი პოდუქტები.

ასეთ რაციონს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი და ამცირებს მოწევისა და ზედმეტი წონის უარყოფით მოქმედებას.

საინტერესოა ის, რომ მეცნიერები არ გამოყოფენ, რომელიმე ერთ „სუპერ საკვებს“, რომელიც წერტილოვნად იმოქმედებდა მაგალითად, კანის ახალგაზრდობაზე ან გულ-სისხლძარღვთა სისტმაზე. მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რაციონში ამ პრდუქტების ერთობლიობა.

ლალი ჩხიკვაძე