7 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს

ერთიანად აყოლებენ სასმელს ყველა სახის საკვებს - ცხიმიანს, შემწვარ-მოხრაკულს, მარილიანს, ტკბილს და ა. შ.

სასიამოვნო თრობაზე აღარც არის საუბარი, ორგანიზმს ისეთი ძლიერი დარტყმა ადგება, რომ ხშირ შემთხვევაში გამკლავებაც კი უჭირს, გარდა იმისა, რომ საჭმლის მომნელებელმა სისტემამ უნდა მოინელოს საკვების მთელი ნარევი, ეთილის სპირტიც უნდა დაშალოს.

თუ გსურთ უსიამოვნებათა არიდება და თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მთლიანად ორგანიზმის დაზოგვა, ნადიმისას სიფრთხილით შეარჩიეთ ალკოჰოლისთვის მისატანებელი საკვები.

გაგაცნობთ 7 პროდუქტს, რომლებიც სრულებით არ შეესაბამება სპირტიან სასმელებს:

1. ტორტი და ნამცხვარი

საქმე ისაა, რომ ორგანიზმი პირველ რიგში შეუდგება ცხიმიანი საკვების მონელებას, რადგან გლუკოზა ამ შემთხვევაში გადამუშავებისათვის პირველი პრეტენდენტია. ალკოჰოლის მონელება-დაშლა კი მოგვიანებით დაიწყება, რაც საბოლოოდ შემობრუნდება სისხლში ინსულინის გადმოტყორცნით, სწრაფად დათრობითა და ტოქსიკური მოწამვლით. ნაბახუსევიც არ იქნება მაინცდამაინც სასიამოვნო, რიგში მდგომი (ასე ვთქვათ, მომლოდინე) ალკოჰოლი ხომ სწრაფად ხვდება სისხლში!

2. შოკოლადი

შოკოლადი ალკოჰოლთან ერთად ძლიერი დარტყმაა პანკრეასისთვის (კუჭუკანა ჯირკვლისთვის). ალკოჰოლი ისედაც ტვირთავს ამ ორგანოს, იწვევს ხანმოკლე სპაზმებს, შოკოლადს კი ზოგიერთი სადინარის სრულად დაბლოკვაც კი შეუძლია, შედეგად ადამიანმა შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სერიოზული დაავადება მიიღოს, მათ შორის - პანკრეატიტიც!

3. პომიდორი

არყის მოყვარულებმა პომიდორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყოლონ სასმელს. მართალია, ეს სასმელი შედარებით მსუბუქი და ადვილად მოსანელებელია, მაგრამ მისი გავლენით პომიდვრის ორგანული მჟავების ზემოქმედება კუჭის კედლების ლორწოვანზე მკვეთრად ძლიერდება, ამის გამო კი მუცლის შებერილობა და მოუნელებლობა მიიღება.

4. შემწვარი ცხიმიანი ხორცი

ნებისმიერი ცხიმიანი და შემწვარი საკვები ამწვავებს და ახანგრძლივებს სპირტიანი სასმელების მოქმედებას. გარდა ამისა, დამატებითი დატვირთვა ადგება კუჭს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.

5. ცხარე საკვები

ცხარე საკვები, მაგალითად, მექსიკური მისაყოლებლები, აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, ძლიერ სპირტიან სასმელებთან კომბინაციაში კი, მაგალითად, ტეკილასთან ერთად, შესაძლოა საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობაც კი გამოიწვიოს.

6. მჟავე კიტრი

გაგიკვირდებათ და უმჯობესია, არაყს მარილიანი კიტრი მიაყოლოთ, ვიდრე მჟავე. პირველი წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს, მეორე კი ზედმეტ დატვირთვას უქმნის თირკმელებსა და ღვიძლს - ალკოჰოლის გადამუშავებით ისედაც გატანჯულ ორგანოებს.

7. ყურძენი, ნესვი და საზამთრო

თეთრ მშრალ ღვინოს ხილი, ჩვეულებრივ, კარგად ერწყმის, მაგრამ სხვა სასმელებს ეს საკვები არ უნდა მიაყოლოთ. ტკბილ ხილს (ყურძენს, ბანანს, ნესვს, საზამთროს) ორგანიზმი პირველ რიგში დაუწყებს მონელებას (ტორტების მსგავსად), ალკოჰოლს კი შემდგომი ეტაპისთვის მოიტოვებს, ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ მეორე დღეს მძიმე ნაბახუსევი, თუ წინა დღით კონიაკს ან ვისკის არომატული საზამთრო მიაყოლეთ!

რა უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს

არსებობს უამრავი საკვები, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის სპირტიან სასმელებს, ამცირებს რა ორგანიზმზე მათ ტოქსიკურ ზემოქმედებას. მაგალითად, ღვინოს ყველაზე მეტად უხდება ყველი. მასში ორგანულადაა შეწყმული კალციუმი და სხვა მინერალები, რომლებიც ეხმარება ღვინიდან სასარგებლო პოლიფენოლების შეთვისებას.

არაყს განსაკუთრებულად უხდება კლასიკური “ვინეგრეტი”. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სალათაში არის კარტოფილი - ადსორბენტი, ასევე მჟავე კომბოსტო, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ალკოჰოლს. ამის გამოა, რომ სპეციალისტები საღამოს არაყზე მჟავე კომბოსტოს მიყოლებას გვირჩევენ, დილით კი მისი წვენის - როგორც სამკურნალო ბალზამის - დალევას.

კარგი იქნება, თუ არაყს უცხიმო ხორცს (განსაკუთრებით - მოხარშულს), თევზს ან ზღვის პროდუქტებს მიაყოლებთ. ცხოველური ცილები, ჩვეულებრივ, დიდხანს მოინელება (4-8 საათში), ალკოჰოლის ზემოქმედებით კი უფრო მეტხანს, რადგან მათი მოლეკულები ნაწლავებში ერთდება.

ცილოვანი საკვების შერწყმა სადესერტო ღვინოებსა და ტკბილ ნაყენებთან - არასასურველია, არღვევს კუჭის წვენის სეკრეციას (გამოყოფას), რის გამოც ხორცი კუჭიდან მოუნელებელი სახით უცბად გადადის ნაწლავებში.

ასე რომ, გაითვალისწინეთ სპეციალისტთა რჩევები, ზომიერად სვით ალკოჰოლი, მიაყოლეთ სათანადო საკვები და ნუ დაივიწყებთ იმას, რომ ორგანიზმს მოფრთხილება სჭირდება!