რა ფერი ბანანი რისთვის არის სასარგებლო - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რა ფერი ბანანი რისთვის არის სასარგებლო
რა ფერი ბანანი რისთვის არის სასარგებლო
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა ექსპერტები გვირჩევენ მისი შერჩევისას ფერსაც მივაქციოთ ყურადღება. ყველაზე მეტი დიეტური ფასეულობა გააჩნია მწვანე ბანანს. მასში არის გადაუმუშავებელი სახამებელი, რომელიც დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე და აქვეითებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. ამასთან, მწვანე ბანანი ხელს უწყობს სხეულში გლუკაგონის (ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი) გამომუშავებას. მწვანე ბანანში ასევე ბევრია კალიუმი.

თავის მხრივ, ყვითელი ბანანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, იგი აძლიერებს იმუნურ დაცვას, ააქტიურებს დოფამინს. ყვითელი ბანანი ნახშირწყლების - სუფთა ენერგიის შესანიშნავი წყაროა. მასში ნარჩუნდება კალიუმის მაღალი
დონე და მაგნიუმის მაღალი კონცენტრაცია (იდეალური პროდუქტი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის).

როგორ მოვამზადოთ ბანანის "ნაყინი" თეთრ შოკოლადში 2 ინგრედიენტით - gemrielia.ge

ყავისფერი ბანანი - მაქსიმალურად მწიფე - გამოირჩევა შაქრის დიდი შემცველობით, რაც მის შეწოვას ამსუბუქებს. მასში არის ასევე დეპრესიისა და უძილობის საწინააღმდეგო საშუალება ტრიფტოფანი. ბანანში, რომელსაც კანი
უშავდება და არა რბილობი გამომუშავდება კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედების ანტიოქსიდანტი.

ლალი ჩხიკვაძე



თარიღი : 06-07-2018
!!
რაფერის და არა რაფერი.. ჟურნალისტებმა ქარულად წერა ისწავლეთ!
თარიღი : 04-07-2018
კატო
ყველაფერში კონსპირაციულ თეორიებს ნუ ეხებთ. ქართულ სტატიას თუ არ ენდობით,გადახედეთ უცხოურებს და ყველგან ნახავთ მწიფე ბანანის სარგებლიანობას. რაც უფრო ყავისფერია კანი,მით მეტია ანტიოქსიდანტების შემცველობა და სადავო მაგაში არაფერია.
თარიღი : 01-07-2018
გიორგი.
გადასაყრელი ბანანის, მაგარი რეკლამა. ყოჩაღ ლალი!
თარიღი : 30-06-2018
546
''რაფერი ბანანი უნდა მივირთვათი''-იმფერი ბატონო))))
თარიღი : 29-06-2018
დიდი სოფელი
შეკვეთილი სტატიები მაგარ მოდაშია ამ ბოლო დროს. მაღაზიებში ბანანი უფუჭდებათ და ფასს მაქსიმალურად ამცირებენ. ეტყობა არ გაამართლა ფასების შემცირებამ და ახლა ირიბ რეკლამირებაზე გადავიდნენ. მართლაც რომ დიდი სოფელია საქართველო :( გამოაცხობენ შეკვეთილ სტატიას და აბოლებენ ხალხს!!!
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
17-09-2018
საღამოს მიღებული პროდუქტები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. კვერცხი, ამ თვალსაზრისით იდეალური
10-09-2018
ეს ახალი ტრენდია დიეტოლოგიაში. დიეტის თანახმად, სამი დღის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს მხოლოდ
26-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყავა უზმოზე - გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების სერიოზული რისკია. ყავა ასტიმულირებს
როგორ დავიკლოთ წონაში, დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები, თუნდაც 3–4კილო, ან როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები?
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
ასე გამოიყურება 200 კილოკალორიის საკვები ღირებულების მქონე სხვადასხვა საკვები პროდუქტი:
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
საღამოს მიღებული პროდუქტები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. კვერცხი, ამ თვალსაზრისით იდეალური
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად