რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ყველაზე სასარგებლო პროდუქტი იმათგან, რაც კი დედამიწაზე მოიპოვება
ყველაზე სასარგებლო პროდუქტი იმათგან, რაც კი დედამიწაზე მოიპოვება

თათაბო, ნაცარქათამა (კვინოა)
ნახევარი ჭიქა ნაცარქათამა შეიცავს 5 გრამ ცილას (უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი მარცვლეული), რკინას, რიბოფლავინს (ვიტამინ ბ2-ს), მაგნიუმს. ენერგეტიკული ღირებულებაა 318 კილოკალორია. შეიცავს 5 გრამ ნახშირწყალს, აგრეთვე - ცხიმს. რჩევა: დაამატეთ ნაცარქათამა ბოსტნეულის წვნიანს მის ცილებით გასამდიდრებლად. ფოთლები წინასწარ გააცალეთ, რათა სუპი მეტისმეტად ცხარე არ გამოვიდეს.


ხორბლის ღივი
1 სუფრის კოვზი შეიცავს მაგნიუმის დღიური დოზის 7%-ს - ეს ელემენტი თავიდან გვაცილებს კუნთოვან სპაზმს. ხორბალი ე ვიტამინის მდიდარი წყაროც არის. 1 სუფრის კოვზის ენერგეტიკული ღირებულებაა 27 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს, აგრეთვე - ცხიმს.


ოსპი
მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, უნარი შესწევთ, თავიდან აგვაცილონ ძუძუს კიბო. გარდა ამისა, შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისს. ნახევარ ულუფაში არის 9 გრამი ცილა, 8 გრამი უჯრედისი, არ შეიცავს ცხიმს. ენერგეტიკული ღირებულებაა 115 კილოკალორია. იზოფლავონები დამუშავებისას არ იშლება, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, იყიდოთ კონსერვირებული ან გამომშრალი ოსპი.


არაქისი
გამოკვლევები მოწმობს, რომ არაქისი (მიწის თხილი), ისევე როგორც თხილი და კაკალი, შეიცავს მხოლოდ უჯერ, სასარგებლო ცხიმს. თუ რეგულარულად მივირთმევთ, მათ უნარი შესწევთ, 20%-ით შეამცირონ გულის დაავადებათა განვითარების რისკი. ერთი უნცია (27 გრამი) არაქისის ენერგეტიკული ღირებულებაა 166 კილოკალორია, შეიცავს 17 გრამ ცხიმს და 2 გრამ უჯრედისს. მუდამ თან იქონიეთ, რათა, თუ სადილობამდე მოგშივდათ, ცილებით მდიდარი საკვებით წაიხემსოთ.


პარკოსნები
ნახევარი ულუფა პარკოსნები შეიცავს დღიური ნორმის მეოთხედზე მეტ ფოლატებს, რომლებიც ამცირებს გულისა და თანდაყოლილი დაავადებების რისკს. ენერგეტიკული ღირებულებაა 103 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 6 გრამ უჯრედისს.


დაბალცხიმიანი იოგურტი
იოგურტში არსებული ბაქტერიები თავიდან გვაცილებენ სხვადასხვა დაავადებას. კალციუმი ამაგრებს ჩონჩხს. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 155 კილოკალორია, შეიცავს 4 გრამ ცხიმს, არ შეიცავს უჯრედისს. თუ ვერ იტანთ ლაქტოზას, არ შეშფოთდეთ - იოგურტი ნაწლავებს არ გაგიღიზიანებთ.


უცხიმო რძე
რძეში არსებული რიბოფლავინი (ვიტამინი ბ1) აუცილებელია მხედველობისთვის, ხოლო ა ვიტამინთან ერთად თავიდან აგვაცილებს ეგზემასა და ალერგიას. გარდა ამისა, მდიდარია კალციუმით. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 86 კილოკალორია, არ შეიცავს ცხიმსა და უჯრედისს.


მოლუსკები, მიდიები
შეიცავს ვიტამინ ბ12-ს, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ფუნქციისა და გონებრივი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, შეიცავს რკინას, მაგნიუმსა და კალიუმს. 3 უნციის - 81 გრამის - ენერგეტიკული ღირებულებაა 126-146 კილოკალორია, შეიცავს 2-4 გრამ ცხიმს, არ შეიცავს უჯრედისს.


ორაგული, სკუმბრია, თინუსი
ამ ჯიშის თევზები ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყაროა, ეს ნივთიერებები კი საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებების რისკს. 81 გრამის ენერგეტიკული ღირებულებაა 127 კილოკალორია, შეიცავს 4 გრამ ცხიმს.


კიბორჩხალა
ვიტამინ ბ12-ისა და თუთიის ძირითადი წყაროა. 81 გრამის ენერგეტიკული ღირებულებაა 84 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს.

 

 



თარიღი : 02-03-2017
Guapa
აქედან ყველაფერს სიამოვნებით ვჭამ ავოკადოს გარდა. ცხიმის გროვაა, ხილად ვერც აღვიქვამ.
თარიღი : 02-03-2017
გ.აფაქია
ყველაფერი ერთად უნდა მიირთვათ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჭარხლის ახალგაწურული წვენის ანტიოქსიდანტური, ანტისიმსივნური ეფექტები დიდი ხანია ცნობილია, ამჯერად მკვლევარებმა აჩვენეს, რომ მისი დალევა, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის წინ, დადებით ეფექტს ახდენს თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას შეიცავს მზესუმზირის, სოიოს ზეთი, ნაღების კარაქი, მზესუმზირა, ნუში, პარკოსანი კულტურები, ნიგოზი, ბროკოლი, მწვანილი, ქაცვი, ასკილი.
გახდომის მიზნით ბევრი ადამიანი ნახშირის აბებს იღებს. მათ მიაჩნიათ, რომ უზმოზე ნახშირის დალევა წონის კლებას იწვევს. ამ მიზნით ისინი სხეულის თითოეულ 10 კილოგრამზე 1 აბ აქტივირებულ ნახშირს სვამენ. მაგალითად: თუ წონა არის 80 კილოგრამი, ყოველ დილით უზმოზე იღებენ 8 აბ ნახშირს,
მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გააანალიზეს 30 000 ქალის მონაცემები. ყველა მათგანს ასაკთან ერთად, მომატებული ჰქონდა წონა. მკველვარებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი განსხვავება ნამშობიარევ და არანამშობიარევ ქალებს შორის.
21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,