რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სწორად შევარჩიოთ ბავშვის საკვები
სწორად შევარჩიოთ ბავშვის საკვები

- 5-6 თვიდან, როცა ბავშვი შერეულ კვებაზე გადაგვყავს, რომელ პროდუქტს უნდა მოვარიდოთ?
- დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე ბავშვების რაციონი უჯრედისის დეფიციტს განიცდის. სწრაფი მომზადების ფაფები ამ საკვებ ბოჭკოს უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს. თუ ჩვილს რეგულარულად აჭმევთ ასეთ ფაფებს, რაფინირებულ და დაკონსერვებულ ხილფაფებს, ადრეული ასაკიდანვე შეეჯახებით სერიოზულ პრობლემას - შეკრულობას (ყაბზობას). საზოგადოდ კი ჯანმრთელობისთვი საშიშია ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიცავს:

  • ნატრიუმს, ნიტრატებსა და ნიტრიტებს;
  • საღებავებსა და სხვა საკვებ დანამატებს;
  • ჰიდროგენიზებულ ცხიმებს;
  • შაქარს.

გარდა ამისა, ორგანიზმისთვის ნაკლებად მარგებელია ნაწარმი, რომელიც მრავალსაფეხურიან დამუშავებას გადის, ზედმეტად რაფინირებულია. რაც უფრო ნაკლებად დამუშავებულია, ანუ რაც უფრო საღია საკვები, მით უფრო სასარგებლოა იგი ორგანიზმისთვის. მავნე პროდუქტების მიახლოებითი ნუსხა კი ასეთია:

  • შებოლილი ხორცი, სოსისი, ძეხვი - შეიცავს ნატრიუმს, ნაჯერ ცხიმებს, ნიტრატებსა და ნიტრიტებს, საკვებ საღებავებს;
  • კარტოფილის ჩიპსები და არომატიზებული ორცხობილა - შეიცავს ჰიდროგენიზებულ ცხიმებს, მავნე საკვებ დანამატებს და ბევრ მარილს;
  • გაზიანი სასმელები - შეიცავს ბევრ შაქარს, კოფეინს და საკვებ საღებავებს;
  • დამტკბარი მზა, სწრაფი მომზადების ფაფები - შეიცავს ჰიდროგენზირებულ ცხიმებს და საკვებ საღებავებს;
  • ხილის ტკბილი სასმელები - შეიცავს საკვებ საღებავებს და ძალიან ბევრ შაქარს;
  • კანფეტები და მსგავსი ტკბილეული - შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, არცთუ იშვიათად - საკვებ საღებავებს;
  • თევზისა და ხორცის კონსერვები - შეიცავს დიდი რაოდენობით მარილსა და კონსერვანტებს;
  • შემწვარი საკვები - შეიცავს კანცეროგენებსა და ტოქსინებს;
  • სწრაფი მომზადების სუპები (კუბიკები) - შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს, მავნე საკვებ დანამატებს;
  • ე.წ მკვდარი ნაწარმი: თეთრი ფქვილი, თეთრი გარჩეული ბრინჯი, რაფინირებული ზეთები - დამუშავების დროს დაკარგული აქვთ ყველა სასარგებლო თვისება.

გახსოვდეთ: მავნე ნაწარმს ორგანიზმისთვის ზიანი თანდათანობით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებით მოაქვს. მეტ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა საკვები. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ამა თუ იმ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, რომელზეც ნაწარმის შემადგენლობაა მითითებული. ნუ დაზოგავთ თანხას ბავშვის ჯანმრთელობის ხარჯზე! შეიძინეთ ძვირად ღირებული, მაგრამ ხარისხიანი ნაწარმი. ავადმყოფობა გაცილებით მეტ დანახარჯს მოითხოვს. ნურც დროის ეკონომიას გააკეთებთ ბავშვის საზიანოდ - კერძები საკუთარი ხელით მოუმზადეთ.


- არ შეიძლება არ შევეხოთ ყველა ასაკის ბავშვისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, საყვარელ საღეჭ რეზინს. ნუთუ ასეთი სასარგებლოა იგი პირის ღრუს ჰიგიენისთვის?
- არც მთლად ისეა, როგორც მწარმოებლები გვეუბნებიან... საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შედის სინთეტიკა. რეზინის საფუძველია ლატექსი, რომელიც ასევე მავნეა ორგანიზმისთვის. იგივე ითქმის შაქრის შემცვლელებსა და არომატიზატორებზე. ერთ-ერთი მათგანია ასპარტამი (E951), რომელსაც შეიცავს თითქმის ყველა იაფფასიანი გაზიანი სასმელი და საღეჭი რეზინა. მას შეიძლება ბიოლოგიური იარაღიც კი ვუწოდოთ. გარდა იმისა, რომ ტკბილია, იგი წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს, რომელიც არღვევს ჰორმონულ ბალანსს. იგი წლების განმავლობაში გროვდება ორგანიზმში და თანდათანობით იწვევს დაავადებას. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, დიაბეტიანებისთვის, ნივთიერებათა ცვლადარღვეული ადამიანებისთვის. ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი საღეჭი რეზინი სტიკერებით, ხელზე დასაწებებელი სურათებით პრაქტიკულად საწამლავია.


- ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილი ჯოხიანი კანფეტები, რომლებიც ევროპიდან შემოაქვთ და ამის გამო ფართო რეკლამას უწევენ. სასარგებლოა თუ არა ისინი?
- მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ევროპული ხარისხის ტკბილეული სასარგებლოა. სინამდვილე სხვაგვარია... ცნობილი ხილის საწუწნი ჯოხიანი კანფეტები (ჩუპაჩუპსი) თუ ხილის საღეჭი პასტილები (ტუტი-ფრუტი, ტოფიტა და სხვა) ხილს საერთოდ არ შეიცავს. მათ შემადგენლობაში შედის შაქარი და გლუკოზა, ჟელატინი, სახამებელი, საკვები საღებავები, ცვილი, საგემოვნო დანამატები და საღებავი. ეტიკეტზე ხილის შემცველობა საერთოდ არ არის მითითებული. იგივე ითქმის გერმანული წარმოების საღეჭ კანფეტ "მამბაზე". მშობლებს ვურჩევთ, ბრმად ნუ ენდობიან რეკლამას, ყურადღებით წაიკითხონ პროდუქციის ეტიკეტი, მიაქციონ ყურადღება პროდუქტის ფერს. არასწორად შენახულმა სასარგებლო საკვებმაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის მიერ შემუშავებული ცილოვანი დიეტა, რომელიც "დუკანის დიეტის" სახელითაა ცნობილი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალზედ პოპულარულია. დუკანის დიეტის მეორე, ანუ "მონაცვლეობის" ფაზაში აუცილებელია დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის მიერ შემუშავებული ცილოვანი დიეტა, რომელიც "დუკანის დიეტის" სახელითაა ცნობილი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალზედ პოპულარულია. დუკანის დიეტის პირველ, ანუ "შეტევის" ფაზაში აუცილებელია დღეში 1.5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
პერიოდულად შაქრის შეზღუდვა ჯანმრთელობის შენარჩუნების ახალი ფორმულაა. მეცნიერები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ შაქარი ორგანიზმისთვის მავნეა. ამერიკელი სპეციალისტების ბოლო კვლევების თანახმად, 9 დღის განმავლობაში რაციონიდან შაქრის ამოღებამ საოცარი ეფექტი გამოიღო: ამ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზღვის კომბოსტო (ლამინარია) იდეალური პროდუქტი აღმოჩნდა გულით დაავადებულებისთვის. დანიელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს კვების პროდუქტები და გამოავლინეს გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებისათვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოსა და უეცარი სიკვდილის რისკს.
ინფარქტგადატანილებისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო კომპლექსში კვების რეჟიმი პირველ პუნქტად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ შიმშილობა ან მკაცრი დიეტები, რომლითაც ხშირად ლამობენ წონის ერთბაშად დაკლებას, ინფარქტგადატანილებისთვის მიზანშეუწონელია.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას