ბრინჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრინჯი

ბრინჯის თვისებები

ბრინჯს მაღალი კვებითი ღირებულება და სხვა ინგრედიენტებთან - ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებთან - შეთვისების შესანიშნავი უნარი აქვს, ორგანიზმისთვის კი ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროც არის. ამასთანავე, მცირე ოდენობით შეცავს ცხიმებს. 100 გრამი ბრინჯი შეიცავს 0,9გ ცხიმს, 6,4გ ცილას, 72,5გ ნახშირწყლებს, 70მგ კალციუმს, 30მგ კალიუმს, 38მგ მაგნიუმს, 104მგ ფოსფორს. რაც უფრო მეტად არის დამუშავებული ბრინჯი, მით უფრო ნაკლები რჩება მასში სასარგებლო ნივთიერება. ამით იგი სხვა მარცვლოვნებს ჰგავს. მედიცინა ბრინჯს ოდითგანვე იყენებს საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა გართულებული ფაღარათის დროს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც უმთავრესად თეთრი ბრინჯით იკვებება, თიამინის ნაკლებობა აღენიშნება. ძალიან სასარგებლოა ბრინჯის ქატო, რომელსაც მურა-ყავისფერ ბრინჯს, წესისამებრ, არ აცილებენ. იგი შეიცავს კვებითი თვალსაზრისით რამდენადმე მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ფიტინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის რკინისა და კალციუმის ათვისებას. ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, უზრუნველყოფილია სისხლში გლუკოზის მუდმივი გადასვლა. ამის წყალობით დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება, ამიტომ ბრინჯში არსებული სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუთეინს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა (ცელიაკია, ნაწლავური ინფანტილიზმი) სჭირს. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისათვის - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტთა აქტიურობა მათ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომ გლუთეინის შემცველმა ფაფამ შესაძლოა მათ ორგანიზში ცელიაკიის პროვოცირება მოახდინოს. დიეტოლოგთა უმრავლესობა გვთავაზობს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭარბი წონა გვაწუხებს. ბრინჯში ძალიან ცოტაა ნატრიუმი, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს. სამაგიეროდ, უხვად არის კალციუმი, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი რვა ამინმჟავა. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოიწყობთ ბრინჯის დღეს (შეგიძლიათ, დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი და არამც და არამც - ცხიმი!), დაკარგავთ 1 კგ-ს, ორგანიზმიდან გამოაძევებთ ჭარბ სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.

"თეთრი მარგალიტი"

ბრინჯის მარცვლები გალეწვის შემდეგ თეთრდება. ჩენჩოსთან ერთად ბრინჯს  სცილდება გარსი, რომელიც ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თეთრი ბრინჯი ორგვარია: გრძელმარცვლოვანი და მრგვალი. გრძელმარცვლოვანი ბრინჯი მოხარშვის შემდეგ ფანტია რჩება, ხოლო მრგვალი მარცვლები ნაზი კონსისტენციის მასას ქმნიან, ამიტომ მათგან რძიან ფაფას ან რიზოტოს ამზადებენ.

მურა და ველური ბრინჯი

ბრინჯის ყველა სახეობას შორის დიეტოლოგებს ყველაზე სასარგებლოდ მიაჩნიათ საღი (გაულეწავი) მურა ბრინჯი. მასში უფრო მეტია უჯრედისი, ბ ჯგუფის ვიტამინები, სპილენძი და იოდი. როდესაც ბრინჯს ორთქლში ატარებენ, სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა მარცვლის სიღრმეში "გადაინაცვლებს" და ლეწვისას არ იკარგება. ასეთ ბრინჯს ოქროსფერს უწოდებენ. მის მოხარშვას თეთრ ბრინჯზე ორჯერ მეტი დრო - 30 წუთი სჭირდება. ველური (შავი) ბრინჯი ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და ყველაზე ძვირია. ფასის დასაწევად მას მურა-ყავისფერ ან ორთქლში გატარებულ ბრინჯში ურევენ. სტანდარტი ამას ითვალისწინებს.