იგემეთ ხრაშუნა პური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იგემეთ ხრაშუნა პური

როგორ მზადდება ხრაშუნა პური

ექსტრუზიული პურის შემადგენლობაში შედის მხოლოდ სასარგებლო მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, სიმინდი, ქერი. ის არ შეიცავს მავნე დანამატებს, მოდიფიცირებულ სახამებელს, კონსერვანტებს, საფუარს, ანტიდამჟანგავებს და სხვა. ექსტრუზიის არსი ასეთია: თავდაპირველად ამზადებენ ნედლეულს, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათით ალბობენ წყალში (გამონაკლისია სიმინდი, რომელსაც 12 საათი სჭირდება), რათა მარცვალი გაჯირჯვდეს და მისი მაგარი გარსი დალბეს. გაჯირჯვებულ მასას ათავსებენ სპეციალურ მოწყობილობაში, რომელსაც ექსტრუდერი ეწოდება. ექსტრუდერში ის მაღალი წნევისა და ტემპერატურის (3000ც) პირობებში დაახლოებით 8 წამს ყოვნდება. მარცვლებში დაგროვილი წყალი უმალ გარდაიქმნება ორთქლად, ხეთქავს მარცვლებს და მათ გაფურჩქვნა-გადმობრუნებას იწვევს. ფაქტობრივად, ექსტრუზიით მიიღება ჩვენებური ბატიბუტიც (იგივე პოპკორნი), იმ განსხვავებით, რომ ბატიბუტის დასამზადებელ აპარატში გადაფურჩქნილ სიმინდს მეტი სივრცე აქვს და თავისუფლად ცვივა, მაშინ როცა კლასიკურ ექსტრუდერში შექმნილი მაღალი წნევის გამო დახეთქილი მარცვლები ერთმანეთს ეწებება და ერთგვარ დაპრესილ ბრიკეტს წარმოქმნის. ხრაშუნა პური, სახელწოდების შესაბამისად, უნდა იყოს ხრაშუნა, მშრალი და ადვილად იფხვნებოდეს. ზომაზე მეტად გამომწვარ პურს ხორკლიანი ზედაპირი აქვს, მაშინ როცა საუკეთესოდ აფეთქებული მარცვლეულის ფირფიტები მარცვლების არათანაბარი დიამეტრისა და არერთგვაროვანი შეწებების გამო სიმყიფითა და სიმსუბუქით გამოირჩევა.

ხრაშუნა პურის შემადგენლობა

ხრაშუნა პური გაჯერებულია ნახშირწყლებით, უჯრედისით, საკვები ბოჭკოებით, უჯერი და პოლიუჯერი ამინმჟავებით. მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულება განპირობებულია E (ტოკოფეროლი) და A (რეტინოლი) ვიტამინების, ბეტა-კაროტინის, B1, B2 და PP (ნიაცინი) ვიტამინების სიუხვით. მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინის, კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის შემცველობა.

რა სარგებლობა მოაქვს ხრაშუნა პურს

სასარგებლოა მხოლოდ სუფთა მარცვლეულისგან დამზადებული “ნამდვილი” ხრაშუნა პური და არა მასთან მიმსგავსებული ნაწარმი, რომელიც, ფაქტობრივად, ორცხობილას მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ჩვეულებრივი პურია. მართალია, ნაკლებ საფუარს შეიცავს და უკეთაც არის გამომშრალი, მაგრამ გაჯერებულია საკვები დანამატებით, სანელებლებითა და არომატიზატორებით. მის შემადგენლობაში შედის მშრალი რძეც. ნამდვილი ხრაშუნა პური კი სულ სხვა პროდუქტია. მისი დამზადების ტექნოლოგია ისეთია, რომ საფუვრის, შაქრის, კონსერვანტების და სხვა დანამატების გამოყენებას გამორიცხავს. ამრიგად, წარწერა “ხრაშუნა პურმა” არ შეგაცდინოთ, დააკვირდით საკუთრივ პროდუქტს და მაშინვე მიხვდებით, ნამდვილი ხრაშუნა პურია თუ არა. ნამდვილი ხრაშუნა პური დიეტური, ჯანსაღი და ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები და ტოქსინები, მრავალი პათოლოგიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

  • ხორბლის ხრაშუნა პური სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.
  • წიწიბურას ნაწარმი ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს სისხლში, შესაბამისად, მეტად ეფექტურია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს.
  • ქერისგან დამზადებული ხრაშუნა პური ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს არის სასარგებლო.
  • შვრიის ხრაშუნა პური დერმატიტებსა და თირკმლის პათოლოგიებს უხდება. კარგია გაციების დროსაც იმუნიტეტის ასამაღლებლად.
  • ბრინჯის ნაწარმი რეკომენდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

წონის დაკლების მსურველთათვის

ხრაშუნა პურის კალორიულობა ჩვეულებრივის ანალოგიურია, თუმცა საფუვრიანი პურისგან მას განასხვავებს უჯრედისის და “ხანგრძლივი” ნახშირწყლების მაღალი შემცველობა, რის წყალობითაც ადვილი ასათვისებელია და სწრაფადაც ანაყრებს. ხრაშუნა პურის უჯრედისი აფერხებს კალორიების ათვისებას, ამიტომ ის, მიუხედავად მაღალი კალორიულობისა, წონის კლების ხელშემწყობი შესანიშნავი საშუალებაა. გახდომის მსურველებმა, სასურველია, დღეში 3-5 ცალი მიირთვან, რათა მიიღონ 35 გრამი უჯრედისი და დაწვან 245 კკალორია. ორგანიზმს არაფერს ავნებთ, პირიქით, არგებთ კიდეც, თუ დროებით უარს იტყვით თეთრ პურზე, ფუნთუშებსა და ბატონებზე და ხრაშუნა პურზე გადახვალთ. თუ მას უცხიმო ხაჭოს, მწვანილსა და ბოსტნეულსაც მიაშველებთ, ორგანიზმს უფრო მეტ სარგებლობას მოუტანთ. ყველაზე ნაკლებკალორიულია ჭვავის ხრაშუნა პური. მასში ბევრი ამინმჟავაა, რომლებიც ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის წვას.