ზამთრის მენიუ მთელი ოჯახისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის მენიუ მთელი ოჯახისთვის

- შეიძლება თუ არა, საკვები გამოვიყენოთ როგორც ამა თუ იმ დაავადების პროფილაქტიკის საშუალება?

- სეზონური დაავადებები თავისი დამახასიათებელი ნიშნებით წელიწადის დროს ჰგავს. მაგალითად, თუ ზამთარი ცივი და მშრალია, იმ წელს დაავადებებიც იქნება ცივი და მშრალი - ართრიტი, ართროზი, ენისა და კანის სიმშრალე, თავის ტკივილი, უძილობა. თუ ზამთარი ცივია და ნოტიო - წვიმიანი, თოვლჭყაპიანი, დაავადებებიც, ლიმფის მომატების ხარჯზე, ასეთივე იქნება: ხველა ლორწოს მომატებული შემცველობით, ცხვირიდან გამონადენი. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი კვებით დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია. მშრალ და ცივ ზამთარში საკვები უნდა იყოს თბილი და დამატენიანებელი. ასეთებია, მაგალითად, რძიანი და ტკბილი ფაფები - ბრინჯისა, ჰერკულესისა, მანანისა, სიმინდისა. ფაფა უნდა იყოს თხიერი, კარგი იქნება, თუ დაუმატებთ ჯანჯაფილს, კარდამონს, მიხაკს ან დარიჩინს. ეს დანამატები მზა, თეფშზე გადმოღებულ ფაფას უნდა მოაყაროთ. რძიან ფაფებს უხდება ასევე ქიშმიში, ლეღვის, გარგარის ჩირი - ისინი ხარშვისას უნდა დაუმატოთ. კარგია ასევე ბლინები, ოლადები, ვაშლის, ხაჭოს, მურაბის ღვეზლები.  სასარგებლოა ჩირის ახალმოხარშული კომპოტი და თვით წყალში დამბალი ჩირიც - ლეღვისა, ქიშმიშისა, შავი ქლიავისა, გარგარისა. ცივ და ნესტიან ზამთარში საკვები უნდა იყოს გამათბობელი, მაგრამ მშრალი. მასში უნდა ჭარბობდეს ცხარე, მძაფრი გემო. კერძი უნდა შეზავდეს სუნელებით, წითელი და შავი წიწაკით, დაფნის ფოთლით, მდოგვით, აჯიკით. კარგია ლობიო და სხვა პარკოსნები. კარგია სალათები - ბოლოკით, სტაფილოთი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკით, ნიახურით, ოხრახუშით, კამით, მწვანე ხახვით, ძმრით შეზავებული.  ხილიდან გირჩევთ ვაშლს, მსხალს, ბროწეულს, კარალიოკს, კომშს. ჩაი დაატკბეთ თაფლით. ლორწოვანის ანთებითი დაავადებების, ასევე - ისეთი დაავადებების საპროფილაქტიკოდ, როგორებიცაა გრიპი, ტონზილიტი, სასუნთქი გზების კატარი (ლარინგიტი, ფარინგიტი), ბრონქიტი, ფილტვების ანთება, უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისთვის არსებობს გემრიელი ნაზავი: 1 ჩაის კოვზი კურკუმას, კარდამონის, ჯანჯაფილისა და დარიჩინის ნარევს შეურიეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და ნელ-ნელა წუწნეთ დღეში 2-3-ჯერ.

- როგორ მოვემზადოთ ზამთრისთვის?

- ნუ აჭმევთ ზამთარში ბავშვს ისეთ საკვებს, რომელიც არ მოდის ჩვენს რეგიონში, მაგალითად, ტროპიკულ ხილს, ანდა წელიწადის ამ დროისთვის შეუფერებელია, მოჰყავთ სათბურებში. მაგალითად, მარწყვს, პომიდორს, კიტრს ზამთარში არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, ზიანი კი - რამდენიც გინდათ, თუნდაც ნივთიერებათა ცვლის დისჰარმონია. ზამთარში ხორციან კერძთან ერთად ძალიან სასარგებლოა შინ თუ ქარხნული წესით ნამზადი მწნილი, წვნიან კერძებს კი აუცილებლად დაუმატეთ კამა და ოხრახუში. გამოგადგებათ ზაფხულში და შემოდგომაზე მომზადებული, გახეხილი და შაქარში შენახული ცოცხალი კენკრა თუ ხილი. ასეთი წესით მომზადებისას ჩ ვიტამინი ნაკლებად იშლება, ვიდრე მოხარშვისას. ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გახეხილი წითელი და შავი მოცხარი, ჟოლო, შინდი, ფეიხოა, სწრაფად - 5 წუთის განმავლობაში მოხარშული ჟოლოს მურაბა. ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები რომ შეინარჩუნოთ, მოამზადეთ ბოსტნეული ნელ ცეცხლზე, დუღილამდე მიყვანილ წყალში. მზა და რამდენიმეჯერ გაცხელებული საკვები ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს. მარილი და სხვა სანელებლები დაუმატეთ უკვე მომზადებულ კერძს. შემცივნებისას მიიღეთ ერთი ფინჯანი თაფლით დამტკბარი ჯანჯაფილის ჩაი. თუ შვილსაც მიაჩვევთ მის სმას, გვერწმუნეთ, ვირუსები ვერაფერს დაგაკლებთ. სანელებლები მხოლოდ ცხელ კერძებს როდი უხდება - მათგან ნაყენებიც მზადდება. დარიჩინის ჩაის ზამთრის ცივ დღეებში სასწაულის მოხდენა შეუძლია.


- რომელ სანელებლებს გვირჩევთ?

- ზამთრის სანელებლად მიიჩნევა ჯანჯაფილი. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, ცივ ამინდში არ აძლევს ორგანიზმს გაყინვის საშუალებას. ჯანჯაფილის ჩაი ძალზე ეფექტურია ყელის ტკივილის, ხველის, სურდოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

მისი ჩაი ასე მზადდება: აიღეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის გახეხილი ფესვი, ნახევარი ლიმონის წვენი, 2 სადილის კოვზი თაფლი. გახეხილ ჯანჯაფილსა და მწვანე ჩაის დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შეაზავეთ ლიმონის წვენით, თაფლით, მიირთვით თბილი.

ამ ნაყენს შეგიძლიათ მიატანოთ თქვენ მიერვე მომზადებული მშრალი ნამცხვარი: აიღეთ 400 გ ფქვილი, 1 კოვზი ცომის გამაფხვიერებელი, 2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, 150 გ შაქარი, 100 გ ნაღების კარაქი, 2 კვერცხი, 2 სადილის კოვზი თაფლი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და 30-40 წუთით შედგით მაცივარში.

მაცივრიდან გამოღებული ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე 1 სმ სისქის ფენად, დაჭერით ფორმებით, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. ცხვება 15 წუთში. გაგრილებულს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი ან მოასხათ შოკოლადის ჭიქური.

- როგორ ვებრძოლოთ ვიტამინების დეფიციტს ზამთარში?

- წელიწადის ამ დროს ვიტამინების შეუცვლელი წყაროა სტაფილო. დღეში 100 მლ სტაფილოს წვენი შეგივსებთ იმ ნივთიერებების მარაგს, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი. კარგია ამ ბოსტნეულის სალათებიც. მთავარია, ბავშვს სტაფილოზე ალერგია არ ჰქონდეს. სტაფილო სასარგებლოა ავიტამინოზის, სისხლნაკლულობის დროს, ძალების მოსაკრებად და მადის გასაუმჯობესებლად. კაროტინს ორგანიზმი უკეთ ითვისებს ცხიმთან ერთად, ამიტომ სტაფილოს სალათები უნდა შეაზავოთ მცენარეული ცხიმით ან არაჟნით. სტაფილოში ცოტაა (დაახლოებით 1,1%) ცელულოზა, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება დიეტური (წონის დასაკლები) კვების დროს.

ეს საინტერესოა

არსებობს ცივი და თბილი ენერგიის მქონე პროდუქტები, რომლებიც სეზონის შესაბამისად უნდა მივირთვათ:

“თბილი” პროდუქტებია:

სიმინდი, მდოგვი, ჯანჯაფილი (კოჭა), წიწაკა, ხახვი, ნიორი, ბანანი, მსხალი, ფინიკი, კარტოფილი, ბოლოკი, თალგამი, ნიახური, პარკოსნები, წიწიბურა, ხორბალი, ბრინჯი, თაფლი, პროპოლისი, მცენარეული ზეთი, ძროხის, ცხვრის, კურდღლის, იხვის, ქათმის ხორცი, კვერცხი, ძროხის რძე, მაკარონი, ღვინო, ჩაი, შაქარი, თხილი.

“ცივი” პროდუქტებია:

საზამთრო, ყურძენი, ბროწეული, ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ატამი, ქლიავი; ბადრიჯანი, ყაბაყი, მწვანე ბარდა, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ოხრახუში, ისპანახი, მჟაუნა, გოგრა, სოკო, არაქისი; ღორის ხორცი, თევზი, მაწონი, კეფირი, მწყრის კვერცხი, ძმარი, ბურახი, წყალი, მარილი. და მაინც, ზამთრის ცივ დღეებში ორგანიზმს ყველაზე მეტად ათბობს ოჯახური თავშეყრა შინ მომზადებული კერძებით დამშვენებული სუფრის ირგვლივ. მიაჩვიეთ ბავშვები ტრადიციულ ოჯახურ სადილს, გათბით, იმხიარულეთ და ისიამოვნეთ ერთად!