ყვავილოვანი კომბოსტო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყვავილოვანი კომბოსტო

შემადგენლობა და კალორიულობა

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ცილებს, მინერალურ მარილებსა და ნახშირწყლებს. ცილები მდიდარია ლიზინით და არგინინით - განსაკუთრებით ფასეული ამინმჟავებით. მის შემადგენლობაში შედის მცირე რაოდენობით ცელულოზაც, რომელსაც ნაზი სტრუქტურა აქვს და იოლი მოსანელებელია. ყვავილოვანი კომბოსტოს აზოტოვანი კომპონენტების უდიდესი ნაწილი ადვილად ასათვისებელი ცილოვანი ნაერთებია, რის გამოც ამ სახეობის კომბოსტოს ორგანიზმი გაცილებით იოლად ითვისებს, ვიდრე სხვებს. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია პექტინებითა და ვიტამინებით, რომელთა შორის აღსანიშნავია ნიკოტინის, ლიმონის, პანტოთენის, ვაშლის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავები, თიამინი, პირიდოქსინი, რიბოფლავინი, რეტინოლი და ბიოტინი. კომბოსტოს თავები გაჯერებულია ფოსფორით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმითა და რკინით. რკინის შემცველობა ყვავილოვან კომბოსტოში ორჯერ აღემატება წიწაკასა და სალათის ფურცლებში არსებულ მარაგს და სამჯერ - ბადრიჯანსა და ყაბაყში არსებულს. ყვავილოვან კომბოსტოში თეთრთავა კომბოსტოზე სამჯერ მეტი С ვიტამინია. საკვებად ვარგისი და სასარგებლოა მისი ფოთლებიც. 100 გრამი ყვავილოვანი კომბოსტოს ენერგეტიკული ღირებულება საშუალოდ 30 კილოკალორიაა.

სასარგებლო თვისებები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული სტრუქტურის გამო ყვავილოვან კომბოსტოს ორგანიზმი კომბოსტოს სხვა სახეობებზე უკეთ ითვისებს. ამის გათვალისწინებით, იგი საუკეთესო საკვებია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. მას შეუცვლელი ადგილი უკავია ყოველდღიურ რაციონშიც. ბიოტინის შემცველობით ყვავილოვანი კომბოსტო საკვებ  პროდუქტებს შორის რეკორდსმენია. ბიოტინი, H ვიტამინი, აფერხებს კანის ანთებითი პროცესების განვითარებას, მათ შორის - კანის ჯირკვლების ისეთ სპეციფიკურ პათოლოგიას, როგორიცაა სებორეა. ბიოტინს შეიცავს სახის კანისა და თმის მოსავლელი მრავალი საშუალება. ნაზი უჯრედული სტრუქტურისა და უხეში უჯრედისის მცირე შემცველობის წყალობით ყვავილოვანი კომბოსტო პრაქტიკულად არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს. ვინაიდან ის ადვილი მოსანელებელი და ასათვისებელია, მას რეკომენდაციას უწევენ ბავშვთა კვებაშიც. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლოა მათთვის, ვისაც კუჭის სეკრეტორული ფუნქცია აქვს დაქვეითებული. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს რაციონიდან იღებენ თეთრთავა კომბოსტოს და ყვავილოვანით ცვლიან, ვინაიდან ეს სახეობა აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, უზრუნველყოფს ნაწლავის რეგულარულ დაცლას. მისი გამოყენება შეიძლება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დროს. თუ ყვავილოვან კომბოსტოს რეგულარულად ჩართავთ საკვებ რაციონში, მინიმუმამდე დაიყვანთ სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) კიბოს განვითარების რისკს. საზოგადოდ, კომბოსტოს მრავალი სახეობა კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებად არის აღიარებული. ერთ-ერთი მათგანია ყვავილოვანი კომბოსტოც. ამ ბოსტნეულის წვენს იყენებენ შაქრიანი დიაბეტის, გასტრიტის, ბრონქიტის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.

მავნებლობა და უკუჩვენებები

პურინული ნაერთების შემცველობის გამო ყვავილოვანი კომბოსტო შეზღუდულად უნდა მიირთვან პოდაგრით დაავადებულებმა. ეს ბოსტნეული ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებსაც აძლევს დასაბამს.