პოპულარული დიეტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოპულარული დიეტები

ვეგეტარიანული დიეტები - ისინი ითვალისწინებენ მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტების მიღებას, რის შედეგადაც ორგანიზმში მოსალოდნელია განვითარდეს ზოგიერთი ვიტამინის, აგრეთვე რკინის, თუთიის და კალციუმის დეფიციტი, მათი ხანგრძლივი დაცვისას მოსალოდნელია ანემიის, დეპრესიის და დერმატიტების განვითარება.

დანაწევრებული კვება - იგი კრძალავს გარკვეული ტიპის პროდუქტების ერთდროულ ჭამას, თუმცა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ საკვების მოსანელებლად კუჭქვეშა ჯირკვალი ერთდროულად გამოიმუშავებს როგორც  ცილების, ისე ცხიმებისა და ნახშირწყლების მოსანელებელ ფერმენტებს. დანაწევრებული კვებისას საჭმლის მომნელებელი ორგანოს ფერმენტული სისტემა კარგავს მუშაობის სინქრონულობასა და რიტმს, რაც ნეგატიურად ისახება საბოლოოდ საკვების მონელებაზე.

ცილოვანი დიეტები - ატკინსონის, მონტინიაკის, დუკანის და კრემლის დიეტა - ესენი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული დიეტებია, რომელთა არსიც იმაში მდგომარეობს, რომ შემცირებულია ნახშირწყლების რაოდენობა ცილოვანი პროდუქტების ხარჯზე. ისინი ნამდვილად კარგად აკლებენ წონას, მაგრამ ცილები პრაქტიკულად ვერ ავსებენ ორგანიზმის მოთხოვნილებას ისეთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე, როგორებიცაა ვიტამინები, მინერალები, ბიოფლავონოიდები და სხვა. გარდა ამისა, ნახშირწყლების მინიმალური რაოდენობით შემცველი რაციონი აპროვოცირებს დისბაქტერიოზს, რამდენადაც უჯრედისი სასარგებლო მიკროფლორის წევრი მიკრობების ძირითადი საკვებია. მაღალცილოვანი დატვირთვა ერთგვარი გამოცდაა გამომყოფი სისტემის ორგანოებისთვის, განსაკუთრებით თირკმლისა და ღვიძლისთვის, ყოველივე აქვეითებს ნივთიერებათა ცვლის ტემპებს და ორგანიზმს სერიოზულად აბინძურებს აგრესიული ოქსიდანტებით.

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით - მის თაობაზე ექსპერტები დღემდე ვერ თანხმდებიან, ერთნი ანტკიცებენ, რომ ეს დიეტა წონის კლების პარალელურად ხელს უწყობს ორგანიზმში  ალერგიული რეაქციების შემცირებას და ძლიერ უხდება თმასა და ფრჩხილებს, მეორენი კი მის ეფექტიანობას ეჭვის თვალით უმზერენ. ფაქტია, რომ სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტის ეფექტიანობა ექსპერიმენტულად დღემდე დადასტურებული არ არის.

დიეტათა გალერეა

რაც არ უნდა ხშირად ვიმეოროთ, რომ დიეტა ჯანმრთელობისთვის უვნებელი არ არის, მას საშველად მაინც მილიონობით ადამიანი მიმართავს, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ტიპის დიეტას, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ნებისმიერი დიეტის დაცვისას გაითვალისწინეთ:

1. მისი დაცვა ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

2. თუ რაიმე პათოლოგია გაქვთ, მათი დაცვის თაობაზე ნებართვა აუცილებელია მკურნალი ექიმისგან მიიღოთ.

ათდღიანი დიეტა

დიეტის დაწყების წინა დღეს აუცილებელია განტვირთვის დღის მოწყობა, რაც იმას გულისხმობს, რომ მთელი დღის განმავლობაში მიითმევთ მხოლოდ გამოხდილ წყალს და ვაშლს.

I დღე

2 ჭიქა მოხარშული წიწიბურა მაწონთან ერთად.

II დღე

იგივე, რაც პირველ დღეს.

III დღე

ერთმანეთში არეული 1 ქილა მაწონი და 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა.

IV დღე

იგივე, რაც მესამე დღეს.

V დღე

წყალზე მოხარშული შვრია და ვაშლი, რამდენიც გნებავთ.

VI დღე

დილით შვრიის ფაფა, შუადღეს წიწიბურა მაწონთან ერთად.

VII დღე

ყავიანი მაწონი.

VIII დღე

6 ცალი მოხარშული სოსისი.

IX დღე

დილით 1 ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა, შუადღეს 2 ცალი სოსისი, საღამოს 1 ჭიქა მაწონი.

X დღე

ყავიანი მაწონი ან 2 ლიტრი გამოხდილი წყალი.

ყოველდღე აუცილებელია დღეში 2 ჭიქა მწვანე ჩაი. ეცადეთ, მიიღოთ ბევრი სითხე. თუ დღის განმავლობაში მისაღებ პროდუქტებს ისეთი რეჟიმით მიირთმევთ, რომ ჭამას დაიწყებთ 12.00-ის შემდეგ და 18.00-ის შემდგომ არაფერს მიიღებთ, 10 დღის მანძილზე, სავარაუდოდ, უნდა დაიკლოთ 7-დან 10 კგ-მდე.


მსახიობებისა და მოცეკვავეების დიეტა

დიეტა გამიზნულია მოკლე ვადაში სწრაფი კლების მიზნით, თუმცა სტაბილურ შედეგს არ განაპირობებს. დიეტა გრძელდება 4 დღე და იკლებთ 4 კგ-ს.

I დღე

მთელი დღის განმავლობაში, რამდენიც გსურთ, იმდენი ტომატის წვენი და წყალზე მოხარშული 250 გრამი მოხარშული ბრინჯი უმარილო და უშაქრო.

II დღე

მთელი დღის განმავლობაში 200 გრამი ხაჭო და რამდენიც გინდათ, იმდენი კეფირი. არ უნდა იშიმშილოთ  -  როგორც კი იგრძნობთ შიმშილს, მაშინვე უნდა დალიოთ კეფირი.

III დღე

მთელი დღის განმავლობაში 300-350 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი და რამდენიც გინდათ, იმდენი უშაქრო ჩაი. სასურველია მწვანე ჩაი, ხოლო ხორციდან სასურველია მოამზადოთ ქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი ან სრულიად მჭლე საქონლის ხორცი.

IV დღე

მთელი დღის განმავლობაში 1 ბოთლი მშრალი, წითელი ღვინო და 200 გრამი უცხიმო ყველი, ამ დღეს უმჯობესია წყალი არ დალიოთ.

იაპონური დიეტა

ეს იაპონური კლინიკა იაექსის დიეტაა. 13 დღის განმავლობაში მისი დახმარებით ორგანიზმი ცვლის მუშაობის რიტმს და ნივთიერებათა ცვლის ახალ რეჟიმზე გადაერთვება. დიეტის შემქმნელები შედეგის შენარჩუნების 2-3 წლის გარანტიას იძლევიან. მთავარი პირობაა, 13 დღის განმავლობაში აიკრძალოს შაქარი, მარილი, ალკოჰოლი, ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი. შუალედებში არ იზღუდება სითხე, მინერალური ან ანადუღარი წყალი, იკრძალება მისაღები საკვები ნივთიერებების თანმიმდევრობის შეცვლა ან მისი სხვა პროდუქტებით ჩანაცვლება, რადგან დიეტის შედეგს პირდაპირ განსაზღვრავს მითითებული პროდუქტების თანმიმდევრობა. სწორედ ამგვარი კომბინაცია განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის ტემპის შეცვლასა და ამ პროცესთა აჩქარებას.

I დღე

საუზმე: შავი ყავა.

სადილი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა ტომატის წვენი.

ვახშამი: 500-700 გრამი მოხარშული ან შემწვარი თევზი.

II დღე

საუზმე: შავი ყავა, უშაქრო ორცხობილა.

სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ბოსტნეულისა და კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი.

III დღე

საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.

სადილი: 1 დიდი შემწვარი ყაბაყი მცენარეულ ზეთში.

ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ახალი კომბოსტოს სალათი მცენარეულ ზეთში.

IV დღე

საუზმე: შავი ყავა.

სადილი: 1 უმი კვერცხი, 3 დიდი მოხარშული სტაფილოს სალათი მცენარეულ ზეთში, 15 გრამი ყველი.

ვახშამი: ხილი.

V დღე:

საუზმე: უმი სტაფილო და ლიმონის წვენი.

სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი და 1 ჭიქა ტომატის წვენი.

ვახშამი: ხილი.

VI დღე

საუზმე: შავი ყავა.

სადილი: 0,5 მოხარშული ქათამი, ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი ზეთში.

VII დღე

საუზმე: შავი ყავა.

სადილი: 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და ხილი.

ვახშამი: დიეტის ნემისმიერი ვახშამი, მესამე დღის ვახშმის გარდა (შეიძლება მოხარშული კიბორჩხალები).

VIII დღე

საუზმე: შავი ყავა.

სადილი: 0,5 მოხარშული ქათამი, ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი.

ვახშამი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათი ზეთში.

IX დღე

საუზმე: უმი სტაფილო და ლიმონის წვენი.

სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი და 1 ჭიქა ტომატის წვენი.

ვახშამი: ხილი.

X დღე

საუზმე: შავი ყავა.

სადილი: 1 უმი კვერცხი, 3 დიდი მოხარშული სტაფილო ზეთში, 15 გრამი ყველი.

ვახშამი: ხილი.

XI დღე

საუზმე: შავი ყავა და ერთი პატარა ორცხობილა.

სადილი: 1 დიდი შემწვარი ყაბაყი მცენარეულ ზეთში.

ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ახალი კომბოსტოს სალათი მცენარეულ ზეთში.

XII დღე

საუზმე: შავი ყავა და ერთი პატარა ორცხობილა.

სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, ბოსტნეულის სალათი და კომბოსტო ზეთში.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ჭიქა კეფირი.

XIII დღე

საუზმე: შავი ყავა.

სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტოს სალათი ზეთში, 1 ჭიქა ტომატის წვენი.

ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი.


რვადღიანი დიეტა

დიეტის დაწყებისთვის უნდა მოემზადოთ წინასწარ: წინა დღის 19.00-ის შემდეგ აღარ უნდა მიიღოთ საკვები. ნებისმიერ დღეს საკვები უნდა მიიღოთ 12.00-ის შემდეგ.

I დღე

500 გრამი არაჟანი.

II დღეს

2 ლ ანანასის წვენი.

დანარჩენი 6 დღის განმავლობაში უნდა გაანაწილოთ მისაღებად შემდეგი პროდუქტები: 500 გრამი ხაჭო, 400 გრამი მოხარშული თევზი, ნებისმიერი ტიპის უცხიმო ძეხვი - 300-400 გრამი, 1 ფილა შავი შოკოლადი და 1 კგ მარწყვი, 1 კგ კიტრი, 1 კგ პამიდორი და 2 ლ ანანასის წვენი. ყოველდღე 19.00 საათზე უნდა მიიღოთ 1 ჭიქა მაწონში გათქვეფილი 1 ჩ/კ ხსნადი ყავა.

მაიოს კლინიკის დიეტა

ცხიმების დამწველი წვნიანი

ზოგადი პრინციპები: დიეტის დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმლის მიღება, რადგან ეს არღვევს ორგანიზმიდან ცხიმების გამოდევნის პროცესს. დიეტის დაცვამდე აუცილებელია ალკოჰოლურ სასმელზე უარის თქმა 24 საათით მაინც. დიეტის პროცესში  ნებადართულია ჩვეული მედიკამენტების მიღება. დიეტის საფუძველია წვნიანი, რომელიც ცხიმების გაძLიერებულ წვას იწვევს. წვნიანის ჭამა შეგიძიათ ხშირად და განუსაზღვრელი რაოდენობით, რაც მეტს ჭამთ, მით მეტს იკლებთ. დიეტის ზუსტად დაცვის პირობებში იკლებთ 4,5-დან 8 კგ-მდე. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტები, რომლებიც დიეტითაა რეკომენდებული, მიირთვათ სწორედ იმ დღეს სასურველი რეკომენდაციით. თუ კვირის განმავლობაში დაიკლებთ 7 კგ-ზე მეტს, დიეტა უნდა შეწყვიტოთ. მისი გაგრძელება შეიძლება 2 კვირის შემდეგ. არ მიირთვათ წვნიანი დიეტის გარეშე. დიეტის გამეორება შეგიძლიათ იმდენად ხშირად, რამდენადაც ამის სურვილი გექნებათ. გააგრძელეთ მანამ, ვიდრე სასურველ წონამდე დახვალთ. წვნიანის რეცეპტი: 6 ცალი საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პომიდორი, 1 თავი საშაულო ზომის კომბოსტო, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 კონა ნიახური, 2 ცალი ბოსტნეულის ბულიონის კუბი.

მომზადების წესი:

ბოსტნეული დაჭერით წვრილ და საშუალო ზომებად, დაასხით წყალი იმდენი, რომ საშაულო ზომის ქვაბი დაიფაროს, დაუმატეთ მარილი, პილპილი. ჯერ შემოდგით ძლიერ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ ხარშვა, ვიდრე ბოსტნეული არ დარბილდება. წვნიანი კალორიებს არ შეგმატებთ. სამსახურში წასვლის დროს ჩაასხით იგი თერმოსში და თან წაიღეთ. თუმცა, აუცილებელია დღის რაციონი სხვა პროდუქტებითაც შეივსოთ.

I დღე

წვნიანი, ხილი. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა. დალიეთ უშაქრო ჩაი, ყავა, წყალი, რაც შეიძლება მეტი.

II დღე

წვნიანი, ბოსტნეული. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ბოსტნეული უმი. დაშვებულია მწვანილიც, ეს ყველაფერი წვნიანთან ერთად მიირთვით დანაყრების მდგომარეობამდე. იკრძალება სიმინდი და ბარდა. ამ დღეს სადილად შეგიძლიათ მიირთვათ 1 ცალი მოხარშUული კარტოფილი. აკრძალულია ხილი.

III დღე

წვნიანი, ხილი, ბოსტნეული. მიირთვით წვნიანი და ნებისმიერი ტიპის ბოსტნეული და ხილი, გამორიცხეთ კარტოფილი, მიიღეთ ბევრი წყალი. თუ სამი დღის განმავლობაში დიეტას ზუსტად იცავდით, საშუალოდ 2,5-3 კგ უნდა გქონდეთ უკვე დაკლებული.

VI დღე

წვნიანი, ხილი, ბოსტნეული, ბანანის ჩათვლით. შეგიძლიათ 3 ბანანი მიირთვათ, ხილი - რამდენიც გინდათ, სვით ბევრი წყალი.

V დღე

წვნიანი, საქონლის ხორცი და პომიდორი. შეგიძLიათ მიირთვათ 300-800 გრამი ხორცი ან ერთი ქილა დაკონსერვებული პომიდორი.

VI დღე

საქონლის ხორცი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ფოთლოვანი და წვნიანი. ხორცი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ დანაყრებამდე.

VII დღე

ყავისფერი ბრინჯი, ხილის წვენი, ბოსტნეული და წვნიანი. შეგიძლიათ ბრინჯი დაამატოთ წვნიანშიც. დიეტის დროს კატეგორიულად იკრძალება: პური, ალკოჰოლური სასმელები, გაზიანი სასმელი, არ შეიძლება შემწვარი და ცხიმიანი საკვების მიღება. გაითვალისწინეთ!

  • მკაცრად დაიცავით ყოველდღიური რეკომენდაციები.
  • აკრძალულია ყოველგვარი გადახვევა.
  • აიწონეთ დილაობით.
  • წვნიანი მიირთვით ყოველთვის, როგორც კი შიმშილს იგრძნობთ.
  • ხორცი მიირთვით ცხიმ- და კანგაცლილი.

წიწიბურას დიეტა

დიეტის შემქმნელთა მტკიცებით, წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია კვირაში 5-დან 10 კგ-მდე დაკლება. საღამოს მოხარშეთ 1 ან 2 ჭიქა წიწიბურა 4-5 ჭიქა წყალში. გაღვიძებისთანავე უზმოზე აუცილებელია დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი, ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით  3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურა 1 წილ კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეული წვენი: გოგრის, სტაფილოს, პომიდვრის, სადილზე მიირთვით მეორე წილი, ხოლო ვახშამზე - მესამე წილი. შუალედებში აუცილებელია სითხის მიღება 2 ლიტრამდე უშაქრო უგაზო სასმლისა. დიეტის ხანგრძლივობა 7 დღეა. ამ დიეტის გამეორება შეიძლება მხოლოდ 2 თვის შემდეგ. მისი დასრულების შემდგომ შეგიძლიათ დილაობით კვლავ წიწიბურა მიირთვათ, რაც მიღწეული წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გისურვებთ წარმატებებს!