კვება წყლულოვანი პათოლოგიების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება წყლულოვანი პათოლოგიების დროს

ცარიელ კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჭარბად გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი წვენები, ამ უკანასკნელთა დიდხანს დაყოვნების გამო კი იწყება ლორწოვანი გარსის მონელება და დასაბამი ეძლევა წყლულის განვითარებას. ამგვარად, კვების რეჟიმსა და თვით საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს წყლულოვანი პათოლოგიის როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისთვისაც. დაავადების გამწვავების პერიოდში იკრძალება შემწვარ-მოხრაკული, ლორი, შაშხი, ხორცის ბულიონი, გაზიანი სასმელები. ნებადართულია: მოხარშული თევზი, საქონლისა და ქათმის ხორცი, ახალი უმარილო ყველი, ბოსტნეულის სუპი, ფაფა (მათ შორის - წიწიბურასი), გამომშრალი (წინა დღის) პური. ეს დიეტა (შედარებით მკაცრი) ავადმყოფმა 1-1,5 თვის განმავლობაში უნდა დაიცვას, მერე კი, კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისდა კვალად, რაციონის გაფართოება და გამრავალფეროვნებაც შეიძლება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს შემწვარ-მოხრაკულ და ცხარე კერძებზე გადასვლას. ღორის ხორცს უმჯობესია წყლულის ჩაცხრობის შემდეგაც ერიდოთ. ბოსტნეული (მაგალითად, კომბოსტო) მწვავე პერიოდში თუ მხოლოდ მოხარშულია ნებადართული, შემდეგ უმი ან მცენარეულ ზეთში მოშუშულიც შეიძლება მიირთვათ. კვება სასურველია დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით, თანაც ერთსა და იმავე დროს. წყლულოვანი დაავადების მკურნალობისას რეჟიმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რძის ნაწარმისა და ხილის წვენების მიღება წყლულის დროს

როგორც აღვნიშნეთ, ახალი უმარილო ყველი და ხაჭო წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთა საკვებ რაციონში შედის. რაც შეეხება თავად რძეს, ზოგიერთი ექიმი პაციენტებს ურჩევს, ერიდონ მას. მართალია, ის ანტაციდური თვისებებით გამოირჩევა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, მაგრამ მუცლის შებერვასაც იწვევს. ზოგიერთის ორგანიზმი რძეში შემავალ ცხოველურ ცილებს ძნელად ითვისებს. ასე რომ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დაბალანსების მიზნით რძეს ზოგჯერ საკვები რაციონიდან იღებენ, თუმცა დიეტაში მისი ჩართვა ორგანიზმისა და საჭმლის მომნელებელი ტარქტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამავე პრინციპით არ იკრძალება მაწონი (რა თქმა უნდა, არა მჟავე). ხილის, განსაკუთრებით - ყურძნის, ფორთოხლის, ბროწეულის და სხვა მჟავე სახეობების, ასევე - მათი წვენის მიღებისგან კი ავადმყოფებმა თავი უნდა შეიკავონ. ვაშლი მოშუშული გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე უმი. გაზიანი (ქიმიურ კონცენტრატებზე დამზადებული) სასმელები წყლულოვანი პათოლოგიების დროს ორგანიზმის უბოროტესი მტრები არიან.

წყლული და ალკოჰოლი

გამწვავების პერიოდში ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი აკრძალულია, რემისიის და ზოგადი სტაბილიზაციის დროს კი ნატურალური ღვინო ნებადართულია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ცოტა - 1-2 ჭიქა. ტანინისა და კოფეინის შემცველი სასმელებიდან ჩაი შედარებით მსუბუქია, ყავის უზომო (დღეში 3-4 ფინჯნისა და მეტის) სმა კი, რაც ისედაც ვნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, მით უფრო მავნებელია წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩაისა და ყავის მოყვარულებისთვის ამ სასმელების კატეგორიულად აკრძალვა ნამდვილი სტრესია, ამიტომ თითო ფინჯნის დალევის ნებას ზოგჯერ ექიმები აძლევენ ხოლმე. თუ წყლულს თან ახლავს ნაწლავების ანთებითი დაავადება და წყლულოვანი პათოლოგია ნაწლავებზეც გადადის, ინიშნება სამკურნალო კვება. რაციონი უნდა იყოს მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი და ცილებითა და ვიტამინებით მდიდარი. რძე გამოირიცხება, აუტანლობის შემთხვევაში მკაცრად იზღუდება მცენარეული უჯრედისი. ეს რაციონი შეესაბამება #4 დიეტას: თეთრი ორცხობილა, ჩაი, ახალი ხაჭო, მჭლე ხორცის ბულიონი, წყალზე დამზადებული ბრინჯისა და მანანის ფაფები, - მერე კი შეიძლება დაინიშნოს #4ა: ორთქლზე მომზადებული კატლეტი, გუფთები, მოხარშული მჭლე თევზი, შტოშის, მოცვის კისელი.