ქამა სოკო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქამა სოკო

ნორჩი ქამა სოკოს ქუდი სფეროსებრია, მომწიფებისდა კვალად კი სულ უფრო მეტად ემსგავსება ქოლგას. რბილობი თეთრია, ჰაერთან შეხებისას ყვითლდება ან მორუხო ელფერს იძენს. სოკოს ქუდი 2-დან 10 სმ-მდე დიამეტრისაა, ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, მაგრამ დროთა განმავლობაში მუქდება და მოვარდისფრო-მორუხო ხდება. ეს საყურადღებო ნიშანია, რადგან გვეხმარება გემრიელი, სასარგებლო და საკვებად ღირებული ქამას გარჩევაში ზოგიერთი სახეობის შხამასოკოსგან (ამანიტა პჰალლოიდეს, ამანიტა ვერნა), რომლებსაც, განურჩევლად ასაკისა, ფირფიტები მუდამ თეთრი ან ყვითელი აქვს. ქამას უყვარს ტენიანი და ნოყიერი ნიადაგი, თუმცა არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლებიც ღია მინდვრებსა და ტყის პირებზე იზრდება.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ქამა სოკოს შემადგენლობის 92% წყალია, დანარჩენი კი - ძალზე ფასეული საკვები ნივთიერებები, მათ შორის - PP, E, D ვიტამინები, რკინა, ფოსფორი, კალიუმი და თუთია, ხოლო B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით ის ბოსტნეულსაც კი ჯაბნის. გარდა ამისა, ქამა სოკო მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით (32%), ამინმჟავებით. ქიმიური ანალიზი მოწმობს, რომ იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ამინმჟავების მთელ სპექტრს, მათ შორის - ტრიფტოფანს, ლიზინს, ცესტეინს, ცისტინს. ქამა სოკო დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 27 კილოკალორიას), ამიტომ მას ხშირად რთავენ დიეტურ კვებაში. ფართოდ იყენებენ უმარილო დიეტის დროსაც, რადგან ნატრიუმი მასში ძალიან ცოტაა. ქამა სოკო მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან თითქმის არ შეიცავს შაქარსა და ცხიმს. ქამაში აღმოჩენილია ქოლესტერინული ბალთების დამშლელი ნივთიერებები და დადგენილია, რომ მისი რეგულარული ჭამა ამცირებს ათეროსკლეროზისა და ინფარქტის განვითარების რისკს. ქამა სოკოს შემადგენლობაში შემავალი ლიზინი და არგინინი აუმჯობესებს გონებრივი შრომის უნარს და მეხსიერებას. რიბოფლავინი და თიამინი ხსნის თავის ტკივილს, პანტოთენის მჟავა კი - დაღლილობას. სპეციალისტები ქამა სოკოს ანტისიმსივნურ თვისებებზეც მიუთითებენ. სასარგებლოა არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ გამომშრალი (გამხმარი) სოკოც. ხმელი სოკოს ჭამა განსაკუთრებით რეკომენდებულია ღვიძლის ანთებითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დავადებულთათვის.  ქამა სოკო უნიკალური საკვებია ქალებისთვის - აფერხებს კანის დაბერებას და აუმჯობესებს გარეგნობას. მისგან სახის ნიღბებსა და სხვა კოსმეტიკურ პრეპარატებსაც ამზადებენ. გახსოვდეთ: ქამას ძალიან ჰგავს ბევრი შხამიანი სოკო, ამიტომ კრეფისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ სათბურში მოყვანილი პროდუქტის შეძენას გირჩევთ - უბედური შემთხვევისგან მეტად იქნებით დაზღვეული.