დიაბეტიანთათვის ბრინჯის ახალი ჯიში შექმნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტიანთათვის ბრინჯის ახალი ჯიში შექმნეს

როგორც ახალი პროდუქტის შემქმნელები იუწყებიან, ახალი ბრინჯი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს და ეს ყოველივე ადამიანის ორგანიზმში საკუთარი ინსულინის სინთეზის (წარმოქმნის) სტიმულაციის საფუძველზე ხდება. იაპონიის აგრობიოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის პროფესორი ფუმიო ტაკაივა ასაბუთებს, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში მედიკამენტური თერაპია მთლიანად შეიძლება ჩანაცვლდეს ბრინჯით, თუ ის რაციონში იქნება ჩართული საკვების ყოველ მიღებაზე. დიაბეტის საწინააღმდეგო ახალ საშუალებაზე პასუხისმგებელია ნივთიერება სახელწოდებით _ გლუკაგონომსგავსი პეპტიდი - 1 (ГПП-1, GLP-1). ამ შენაერთის გენი მკვლევართა მიერ ბრინჯის გენომშია ჩანერგილი. ასე რომ, ახალ ბრინჯს დიდი მომავალი აქვს!!!

საინტერესო ცნობები

• ბრინჯით დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. აზიაში თურმე ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 150 კგ ბრინჯის მოხმარება აღირიცხება.

• აღმოსავლეთის სამზარეულოში ბრინჯს არც მარილს და არც სურნელოვან სანელებლებს არ უმატებენ, მისი ბუნებრივი (ნატურალური) არომატის სრულად შენარჩუნებისა და შეგრძნებისათვის.

• აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურაში ბრინჯი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევა, ალბათ სწორედ ამით აიხსნება გავრცელებული წეს-ჩვეულების _ ახლად დაქორწინებულთათვის ბრინჯის შეფრქვევის საიდუმლო.

• ევროპაში ბრინჯი ბევრად მოგვიანებით გავრცელდა. აქ ის თავდაპირველად ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ ითვლებოდა. მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო ფუფუნებისათვის განკუთვნილი და სადღესასწაულო სუფრისათვის განსაზღვრული განსაკუთრებული ტკბილეული მზადდებოდა. ასე თანდათანობით დაიმკვიდრა ბრინჯმა ევროპაშიც ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტის პოზიცია.

ავტორი თინათინ გოცაძე