ჯანსაღი კვება ფილტვის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვება ფილტვის დაავადებების დროს

ფილტვის ანთებითი დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა რძე, ხაჭო, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და კალციუმის შემცველი სხვა პროდუქტები. თუ ამასთან ერთად მარილის, შაქრისა და სხვა ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების მიღებასაც შეამცირებთ, კვებას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება. ავადმყოფობის პირველ დღეებში, განსაკუთრებით - ტემპერატურის მომატებისას, უპირატესობა მიანიჭეთ თხიერ საკვებს: ხილსა და ბოსტნეულის წვენებს, შტოშის მორსს, ლიმონიან ჩაის, მინერალურ წყალს. საზოგადოდ, სითხე უხვად უნდა მიიღოთ - დღეში არა უმცირეს 2 ლიტრისა. განსაკუთრებით სასურველია C ვიტამინით მდიდარი სითხეების მიღება - ისინი ამცირებენ ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ძალიან სასარგებლოა ხილი და კენკრა. საუკეთესოა ლიმონი, შავი და წითელი მოცხარი, ასკილი, ქლიავი. A ვიტამინისა და მისი პროვიტამინის, კაროტონის, შემცველი პროდუქტები კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენს სასუნთქი გზების ეპითელიუმზე. A ვიტამინით მდიდარია ნაღების კარაქი, ყველი, კვერცხის გული, ღვიძლი; კაროტინი ბევრია სტაფილოში, მწვანე ხახვში, ბულგარულ წიწაკასა და ქაცვში. ვინაიდან პნევმონიის დროს ყოველთვის ინიშნება ანტიბიოტიკები, სასურველია, ნაწლავურ მიკროფლორაზეც ვიზრუნოთ. ამაში დაგვეხმარება პროდუქტები, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს: მოხარშული ხორცი, თევზი, დაღერღილი ხორბლის პური, შვრიისა და წიწიბურას ფაფები, რძემჟავა პროდუქტები. ავადმყოფს მადის მოსაგვრელად შეიძლება მივცეთ მჟავე კომბოსტო, ახალდამწნილებული კიტრი, ხორცის ბულიონი. ანთების ჩაცხრობის შემდეგ მიზანშეწონილია სამკურნალო ფიზკულტურა, სანიტარიულ-კურორტული მკურნალობა ზღვის სანაპიროზე, მთის კურორტზე ან წიწვოვანი ტყის მახლობლად. ფილტვის დაავადებების დროს დიდი სარგებლობა მოაქვს ნიორს, სალბს - ეცადეთ, ხშირად დაუმატოთ ეს ინგრედიენტები სუპებს, სალათებს და სხვა კერძებს.

  • ხველის დროს ძალიან კარგია ადუღებული, შაქრით ან თაფლით დამტკბარი თალგამის წვენი.
  • კვერცხის გულებს კარგად შეათქვიფეთ შაქარი და დაამატეთ ცოტაოდენი რომი ან კონიაკი. მიიღეთ უზმოზე, დღეში რამდენჯერმე.
  • აიღეთ თალგამის ან სტაფილოს წვენი, დაამატეთ იმავე ოდენობის რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი, კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ.
  • აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი და გაფცქვნილი მწარე ნუში, ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცხელი რძეც.
  • ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად რეკომენდებულია თაფლით შეზავებული წითელი მოცვის სიროფი.
  • ტუბერკულოზის დროს აიღეთ 2 კვერცხის გული, 2 ს. კ. შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 50 გ უმარილო კარაქი ან ღორის მუცლის ქონი, კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ორლიტრიან ქილაში, დაასხით ადუღებული რძე, შემდეგ აიღეთ 5 კვერცხის ნაჭუჭი, ტაფაზე გამოაშრეთ, დაფქვით, გაცერით და ქილაში ჩასხმულ ნარევს დაუმატეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.