რატომ და როგორ უნდა დავიცვათ კვების რეჟიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ და როგორ უნდა დავიცვათ კვების რეჟიმი

რა სიხშირით უნდა ვიკვებოთ?

საკვების დღეში 3-ჯერ მიღების ტრადიცია საყოველთაოდ არის დანერგილი. ეს უფრო სოციალური პირობებით არის ნაკარნახევი, ვიდრე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებით.

კვების რეჟიმის ცნება საკმაოდ ფართოა და მოიცავს:

• კვების რაოდენობას ანუ ჯერადობას;

• საკვების მიღების დროსა და კვებათა შორის ინტერვალებს;

• საკვების ცალკეულ მიღებაზე, რაციონის გადანაწილებას ენერგეტიკული ღირებულების (კალორიულობა), ქიმიური შემადგენლობის, მასისა და პროდუქტების მიხედვით.

რაციონალური კვება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

• ორგანიზმისთვის ენერგეტიკული დანახარჯების შემავსებელი ნივთიერებების დროული მიწოდება;

• პროდუქტების სრულფასოვნება (ორგანიზმს უნდა მიეწოდებოდეს საკმარისი რაოდენობით ძირითადი საკვები ინგრედიენტები: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები).

• ზემოთჩამოთვლილი საკვები ნივთიერებების ოპტიმალური თანაფარდობა.

დღეში რამდენჯერ უნდა ვჭამოთ?

საკვების მიღების ჯერადობის განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ:

* ასაკი,

* შრომითი საქმიანობა (გონებრივი, ფიზიკური სამუშაო),

* ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობა, სამუშაო დღის განრიგი.

ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ 4-ჯერად კვებას, რომლის უპირატესობები შემდეგშია:

• საჭმლის მომნელებელი სისტემის თანაბარი დატვირთვა;

• საკვების სრული დამუშავება და მონელება;

• საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება;

• ორგანიზმის შიდა გარემოს მდგომარეობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების დროულად მიწოდების შედეგად.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე