როგორ გადავანაწილოთ საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავანაწილოთ საკვები

:

*ასაკი,

*ჩამოყალიბებული ჩვევები,

*დღის განრიგი.

მიზანშეწონილია რაციონის განაწილების შემდეგი პროცენტული თანაფარდობა:

• 25% საუზმეზე;

• 35% სადილზე;

• 15% სამხარზე,

• 25% ვახშამზე.

თუ ღამით გიწევთ მუშაობა, ივახშმეთ მუშაობის დაწყებამდე 2-3 საათით ადრე. დღეღამური რაციონიდან ვახშმის წილი უნდა შეადგენდეს 30%-ს. გარდა ამისა, შესაძლებელია საკვების მიღება ღამის ცვლის მეორე ნახევარში.

რაციონის გადანაწილება

ძირითადი საკვები ნივთიერებების ოპტიმალური თანაფარდობა სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისას შემდეგია:

• 1 წილი ცილა : 1,3 წილი ცხიმი : 5 წილი ნახშირწყლები - მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს;

• 1 წილი ცილა : 1,1 წილი ცხიმი : 4,1 წილი ნახშირწყლები –მჯდომარე ან ნაკლებადმოძრავი ცხოვრების წესის შემთხვევაში.

საყურადღებოა ასევე სხვა მაჩვენებლების: ცხიმოვანი მჟავების, ამინომჟავების შემადგენლობის, ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების დაბალანსებაც.

ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნებზე გავლენას ახდენს კლიმატიც. ჩრდილოეთის ზონის მცხოვრებლების ენერგეტიკული მოთხოვნილება 15-20%-ით მეტია ცენტრალური ზონის მცხოვრებლებზე. სამხრეთ ზონაში მცხოვრები ადამიანების ენერგეტიკული მოთხოვნილება 5%-ით დაბალია ცენტრალური ზონის მოსახლეობაზე.

ვჭამოთ თუ არა ძილის წინ

კუჭში სეკრეციის პროცესი ძილის დროს, ფაქტობრივად სრულად არ ხორციელდება. სწორედ ამიტომ საზიანოა დიდი რაოდენობით საკვების მიღება ძილის წინ. ნოყიერი ვახშამი იწვევს საკვების მომნელებელი ჯირკვლების გადაძაბვასა და გამოფიტვას. რეკომენდებულია დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ვახშმობა, ხოლო უშუალოდ ძილის წინ შეიძლება შევჭამოთ ცოტა ხილი, დავლიოთ ჭიქა მაწონი ან კეფირი.

შიმშილი და მადა

უნდა გავარჩიოთ შიმშილისა და მადის მცნებები. შიმშილი ენერგიის, საკვების მოთხოვნილების ნორმალური მაჩვენებელია. მადა წარმოადგენს სიამოვნების აუცილებლობას.

სწორი კვების შემთხვევაში ჭამის იმპულსი უნდა იყოს შიმშილი, არასწორის - მადა. უკანასკნელ შემთხვევაში ხდება ზომიერების გრძნობის დარღვევა, მადის ცდუნების გამო.

რა ტემპერატურის უნდა იყოს საკვები?

საკვების მონელების პროცესი ჯეროვან დონეზე რომ განხორციელდეს, მნიშვნელოვანია საკვების ტემპერატურული რეჟიმი. ცხელი საკვების ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 50-600ჩ, ცივის 100-ზე დაბალი არ უნდა იყოს.

უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი წესიც: ჭამეთ მხოლოდ საუზმის, სადილის, სამხარისა და ვახშმის დროს. დღის განმავლობაში მუდმივად, ძირითად კვებებს შორის ჭამა ფიტავს ორგანიზმს.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე