ზედმეტი წონა, დიეტა, სტრესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზედმეტი წონა, დიეტა, სტრესი

რჩევა 1-ელი

გამოიყენეთ ცხარე სანელებლები. წიწაკა ჩილიში არის ნივთიერება კაპსაიცინი, რომელიც წვავს ზედმეტ კალორიებს ჭამიდან 20 წუთის შემდეგ. პირშუშხა, მდოგვი და ილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას თერმოგენეზის პროცესის წყალობით, როცა ცხიმების დაშლა სხეულის ტემპერატურის მომატების ხარჯზე ხდება.

რჩევა მე-2

დილაობით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს აიწონეთ. დღის განმავლობაში წონის მაჩვენებელები 0,5 კგ-დან 2 კგ-მდე მერყეობს. წონა იმატებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთების გადიდების გამო. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მენსტრუაციამდე 2 დღით ადრე, ორგანიზმში სითხის შეკავების გამო, სხეულის წონა რეალურთან შედარებით 1-2 კგ-ით იმატებს.

რჩევა მე-3

გაინებივრეთ თავი. ვინ თქვა, რომ დესერტი და დიეტა შეუთავსებელია? აურიეთ ერთმანეთში ახალი ხილი და კენკრა, მოასხით 1 ჭიქა იოგურტი, მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი და ყელი დაბალკალორიული დესერტით ჩაიკოკლოზინეთ. ხაჭო და იოგურტი შეიცავს ბევრ ცილას, რომლის დასაშლელად ორგანიზმი უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს, ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების გადასამუშავებლად. თუ ტკბილის მოთხოვნილება გაქვთ, შეგიძლიათ, თავს 1 ბანანის ან 1 ჭიქა თაფლიანი რძის უფლება მისცეთ.

რჩევა მე-4

თუ შიმშილის მწვავე შეტევას იგრძნობთ, მოწუწნეთ ყინულის ნატეხი სალბის ექსტრაქტით. სალბი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მადას აქვეითებს. შიმშილის შეგრძნებას პიტნისგემოიანი კბილის პასტაც ამცირებს.

რჩევა მე-5

შემოიღეთ სპეციალური წიგნაკი და ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც დღის განმავლობაში მიირთმევთ. საღამოს გააანალიზეთ თქვენი რაციონი და განსაზღვრეთ, სად გადააჭარბეთ. ცნობილია, რომ ადამიანი შეჭმული საკვების რაოდენობას 20%-ით ნაკლებად აფასებს. სწორედ ამიტომ გვგონია, რომ თითქმის არაფერი გვიჭამია, კილოგრამებს კი ვაგროვებთ.

რჩევა მე-6

ნუ მოიკლავთ თავს შიმშილით. ალბათ, არ მოგწონთ, როცა სამსახურში, გახურებული მუშაობის დროს, კუჭი ყურყურით გახსენებთ თავს. ამის თავიდან ასაცილებლად მიირთვით წყლით მდიდარი პროდუქტები: ბოსტნეული, ხილი, სალათის ფოთლები. სადილი დაიწყეთ ლიმონის წვენით შეზავებული სალათით. დროდადრო წაიხემსეთ ვაშლით - ის მდიდარია პექტინით და იოლად კლავს შიმშილს.

რჩევა მე-7

დაისახეთ მიზანი. შეიძინეთ ტანსაცმელი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ... ერთი ზომით ნაკლები. წარმოიდგინეთ, რა თვალისმომჭრელი იქნებით ამ სამოსში, თუ 1-2 კგ-ს დაიკლებთ. ეს საკმარისი მოტივი იქნება, რათა არ შეჩერდეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ!

რჩევა მე-8

შემოიკრიბეთ კომპანია. გახდომა დაქალთან ერთად გაცილებით სახალისოა - შეგიძლიათ, იაროთ საყიდლებზე, გაცვალოთ რეცეპტები და გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება. როცა ძალიან გაგიჭირდებათ, დაურეკეთ ერთმანეთს  (მაგალითად, ძალიან მოგინდებათ შოკოლადი ან ნამცხვარი) და გაამხნევეთ.

რჩევა მე-9

შემოიღეთ ჩაის სმის ცერემონიალი. ადამიანები, რომლებიც სვამენ მწვანე ჩაის, ჩვეულებრივზე 60%-ით ნაკლებს ჭამენ. მწვანე ჩაი აჩენს დანაყრების განცდას, ანელებს ცხიმების შეწოვას და არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. თუ მას ყოველდღე დალევთ, დამატებით დაწვავთ 80 კკალ-ს მასში შემავალი პოლიფენონის წყალობით, რომელიც შლის ცხიმებს. ჯამში კი წელიწადში 4 კილოგრამს დაიკლებთ.

რჩევა მე-10

მიეცით თავს უფლება, კვირაში ერთხელ მიირთვათ რაიმე გემრიელი. მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ შეიძენთ ერთბაშად კანფეტის მთელ შეკვრას ან შოკოლადის მთელ ნაკრებს. თუ თქვენი მაგიდის უჯრაში იდება ტკბილეულის მთელი გროვა, სავარაუდოდ, ერთ ულუფას არ დასჯერდებით.

zedmeti wona, dieta, stresi

zafxulis moaxloebisas yovelTvis vcdilob, dieta davicva da zamTarSi akrefili zedmeti kilogramebisgan gavTavisuflde, magram saqme bolomde verasodes mimyavs, nebisyofa mRalatobs da mere vnerviulob. iqneb mirCioT, rogor

daviklo wona stresis gareSe.

dietis dawyebisas zedmeti kilogramebi Tvalsa da xels Sua qreba, mere ki... sasworis isari adgilidan aRar iZvris. am dros qalebis umravlesobas nebisyofa Ralatobs, moTminebas kargavs da far-xmals yris.

girCevT, winaswar warmoidginoT Sedegi, romlis miRwevac ase gsurT. magaliTad, rogor irgebT viwro jinsis Sarvals. SeuTavseT dieta varjiSs - efeqti ukeTesi iqneba da Wamaze akviatebuli fiqric gagefantebaT. rac mTavaria, gaxsovdeT, rom Tqveni Zalisxmeva aucileblad dafasdeba da sxeulis axali formebi did siamovnebas moganiWebT.

rCeva 1-eli

gamoiyeneT cxare saneleblebi. wiwaka CiliSi aris nivTiereba kapsaicini, romelic wvavs zedmet kaloriebs Wamidan 20 wuTis Semdeg. pirSuSxa, mdogvi da ili aumjobesebs nivTierebaTa cvlas Termogenezis procesis wyalobiT, roca cximebis daSla sxeulis temperaturis momatebis xarjze xdeba.

rCeva me-2

dilaobiT yovelTvis erTsa da imave dros aiwoneT. dRis ganmavlobaSi wonis maCvenebelebi 0,5 kg-dan 2 kg-mde meryeobs. wona imatebs fizikuri datvirTvis Semdeg kunTebis gadidebis gamo.

unda gaiTvaliswinoT isic, rom menstruaciamde 2 dRiT adre, organizmSi siTxis Sekavebis gamo, sxeulis wona realurTan SedarebiT 1-2 kg-iT imatebs.

rCeva me-3

gainebivreT Tavi. vin Tqva, rom deserti da dieta SeuTavsebelia? aurieT erTmaneTSi axali xili da kenkra, moasxiT 1 Wiqa iogurti, moayareT cotaodeni dariCini da yeli dabalkaloriuli desertiT CaikoklozineT.

xaWo da iogurti Seicavs bevr cilas, romlis dasaSlelad organizmi ufro met Zalisxmevas xarjavs, vidre cximebisa da naxSirwylebis gadasamuSaveblad. Tu tkbilis moTxovnileba gaqvT, SegiZliaT, Tavs 1 bananis an 1 Wiqa Tafliani rZis ufleba misceT.

rCeva me-4

Tu SimSilis mwvave Setevas igrZnobT, mowuwneT yinulis natexi salbis eqstraqtiT. salbi Seicavs nivTierebas, romelic madas aqveiTebs. SimSilis SegrZnebas pitnisgemoiani kbilis pastac amcirebs.

rCeva me-5

SemoiReT specialuri wignaki da CaiwereT yvelaferi, rasac dRis ganmavlobaSi miirTmevT. saRamos gaaanalizeT Tqveni racioni da gansazRvreT, sad gadaaWarbeT. cnobilia, rom adamiani SeWmuli sakvebis raodenobas 20%-iT naklebad afasebs. swored amitom gvgonia, rom TiTqmis araferi gviWamia, kilogramebs ki vagrovebT.

rCeva me-6

nu moiklavT Tavs SimSiliT. albaT, ar mogwonT, roca samsaxurSi, gaxurebuli muSaobis dros, kuWi yuryuriT gaxsenebT Tavs. amis Tavidan asacileblad miirTviT wyliT mdidari produqtebi: bostneuli, xili, salaTis foTlebi. sadili daiwyeT limonis wveniT Sezavebuli salaTiT. drodadro waixemseT vaSliT - is mdidaria peqtiniT da iolad klavs SimSils.

rCeva me-7

daisaxeT mizani. SeiZineT tansacmeli, romelzec didi xania ocnebobT, magram... erTi zomiT naklebi. warmoidgineT, ra TvalismomWreli iqnebiT am samosSi, Tu 1-2 kg-s daiklebT. es sakmarisi motivi iqneba, raTa ar SeCerdeT, sanam sasurvel Sedegs ar miaRwevT!

rCeva me-8

SemoikribeT kompania. gaxdoma daqalTan erTad gacilebiT saxalisoa - SegiZliaT, iaroT sayidlebze, gacvaloT receptebi da gauziaroT erTmaneTs sakuTari gamocdileba. roca Zalian gagiWirdebaT, daurekeT erTmaneTs  (magaliTad, Zalian mogindebaT Sokoladi an namcxvari) da gaamxneveT.

rCeva me-9

SemoiReT Cais smis ceremoniali. adamianebi, romlebic svamen mwvane Cais, Cveulebrivze 60%-iT naklebs Wamen. mwvane Cai aCens danayrebis gancdas, anelebs cximebis Sewovas da aregulirebs sisxlSi glukozis dones. Tu mas yoveldRe dalevT, damatebiT dawvavT 80 kkal-s masSi Semavali polifenonis wyalobiT, romelic Slis cximebs. jamSi ki weliwadSi 4 kilograms daiklebT.

rCeva me-10

mieciT Tavs ufleba, kviraSi erTxel miirTvaT raime gemrieli. magram frTxilad iyaviT, nu SeiZenT erTbaSad kanfetis mTel Sekvras an Sokoladis mTel nakrebs. Tu Tqveni magidis ujraSi ideba tkbileulis mTeli grova, savaraudod, erT ulufas ar dasjerdebiT.

moamzada

nana

kalandaZem