კვება A და B ჰეპატიტების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება A და B ჰეპატიტების დროს

ნებადართულია:

რძე და რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო; მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საქონლის, ქათმის, კურდღლის მჭლე ხორცი (ხბოსა და წიწილისა არასასურველია), მოხარშული მჭლე თევზი - ვირთევზა, ქარიყლაპია, კობრი; კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, უმი და დამწნილებული კომბოსტო, ახალი კიტრი, ცოტაოდენი პომიდორი; ფაფები და მაკარონის ნაწარმი, მსხვილად დაფქული ხორბლის პური, მწვანე ბარდა, ტკბილი ხილი, კენკრა, მურაბა, თაფლი, ბურღული, ბოსტნეულის სუპი, წინა დღის ნამცხვარი, ოღონდ არა ფენოვანი.

იზღუდება:

ნაღების კარაქი (დღეში 30-40 გრამამდე), არაჟანი (მხოლოდ სადილზე დასამატებლად), კვერცხის გული - კვირაში არა უმეტეს 1-2-ჯერ (ცილა უფრო ხშირად შეიძლება), ყველი, საქონლის ხორცის სოსისი, დიეტური ძეხვი.

აკრძალულია:

შემწვარი, შებოლილი, ცხარე, მლაშე, ასევე - მარინადი, კონსერვი, ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი, ხახვი, ბოლოკი, სოკო, ლობიო, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი, ძმარი, ტორტი, ღეზელი, შოკოლადი, კაკაო, ნატურალური ყავა, ნაყინი, ხორცის, ქათმის, სოკოს ბულიონი. რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი და კალორიული, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების საკმარისი შემცველობით. კვება საჭიროა დღეში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით.

B ჰეპატიტი (ქრონიკული)

მწვავე B ჰეპატიტი ოფიციალურად მიეკუთვნება თვითგანკურნებად დაავადებათა რიცხვს - ასიდან 85-90 შემთხვევაში ავადმყოფი თავისთავად იკურნება, 10-15 შემთხვევაში კი შესაძლოა განვითარდეს B ჰეპატიტის ქრონიკული ფორმა. ამ დროს რეკომენდებულია დიეტა #5, რომელიც აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას. დიეტის მიზანი უმეტესად ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოწესრიგებაა, რადგან ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს ხშირად სდევს თან მისი მუშაობის დარღვევა. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს ნორმალური კალორიულობის, მაგრამ შეზღუდული ცხიმიანობის საკვებით. ამ დროს იზღუდება ქოლესტერინის შემცველი პროდუქტები, ღვიძლი, თირკმელები, ტვინი, იკრძალება ცხოველური ცხიმი. ხილი და ბოსტნეული კი (გარდა აკრძალულისა) ავადმყოფმა დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას.

ნებადართულია:

დაღერღილი ხორბლის პური, ფქვილის უცხიმო ნაწარმი, ორცხობილა, ბოსტნეულის წვნიანი, რძეში მოხარშული ბურღული და მაკარონი, მჭლე ხორცი და თევზი, კვერცხის ცილის ომლეტი, რძე, ნაკლებცხიმიანი არაჟანი, რძემჟავა პროდუქტები, მოხდილი ყველი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ცოცხალი ტკბილი ხილი, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, წყალში გაზავებული ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ბაცი ჩაი და რძიანი ყავა.

აკრძალულია:

შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები და შაშხი, სუნელები, პარკოსნები, ისპანახი, მჟაუნა, თალგამი, ბოლოკი, ბულიონი, კვერცხის გული, მჟავე და ცხარე ხილი და ბოსტნეული. გაზიანი და ცივი სასმელები, ალკოჰოლი, მათ შორის - ლუდი.

სანიმუშო მენიუ

საუზმე - ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, რძეზე მომზადებული მანანის ფაფა, ჩაი.

სამხარი - ცოცხალი ხილი, ჩაი.

სადილი - ბოსტნეულის წვნიანი მაკარონით, ხორცის რულეტი.

ნასადილევს - კომპოტი, ასკილის ნახარში, ტკბილი ორცხობილა.

ვახშამი - ჭარხლის კატლეტი, მშრალი ნამცხვარი ვაშლის მურაბით, ჩაი.

ღამით - 1 ჭიქა კეფირი ან მაწონი.

ცხოვრების წესის მკვეთრი შეცვლა არ არის საჭირო. მკაცრად იკრძალება ალკოჰოლის მიღება.