ყველაზე სასარგებლო პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

გარგარი

მის შემადგენლობაში შედის ბეტა-კაროტინი, რომელიც საშუალებას არ აძლევს თავისუფალ რადიკალებს, აქტიურად დაშალონ ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურა. იგი სასარგებლოა თვალისთვისაც. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც თავიდან გვაცილებს კიბოს ზოგიერთ სახეობას, განსაკუთრებით - კანის კიბოს. ერთი ცალი გარგარის ენერგეტიკული ღირებულებაა 17 კილოკალორია. შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: გარგარი შეიძინეთ, სანამ ჯერ კიდევ მკვრივია. როგორც კი დარბილდება, ის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

ნესვი

ნესვი შეიცავს C ვიტამინს (ნახევარი ნესვი - რეკომენდებულ დღიურ  ულუფაზე  ორჯერ მეტს) და ბეტა-კაროტინს - ორ ყველაზე  ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. გარდა ამისა, ნახევარ ნესვში 850 გრამამდე კალიუმია - ორჯერ მეტი, ვიდრე ერთ ცალ ბანანში. კალიუმი აუცილებელია გულისთვის, ამცირებს სისხლის წნევას. ნახევარი ნესვის ენერგეტიკული ღირებულებაა 97 კილოკალორია. შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 2 გრამ ნახშირწყალს.

ჟოლო

ჟოლო მდიდარია ილაჯიკის მჟავათი - ნივთიერებით, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას, აგრეთვე - C ვიტამინით, რომელიც აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას. ჟოლოში ბევრია უჯრედისი. ერთი ჭიქა ჟოლოს ენერგეტიკული ღირებულება 60 კილოკალორიაა, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 8 გრამ ნახშირწყალს.

მანგო

ერთი ცალი საშუალო ზომის მანგოს ნაყოფი შეიცავს 75 მგ C ვიტამინს, რაც თითქმის ადამიანის სადღეღამისო ნორმის ტოლია. ეს ანტიოქსიდანტი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. მდიდარია A ვიტამინითაც. ერთი ცალი მანგოს ენერგეტიკული ღირებულებაა 135 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ცხიმს და 4 გრამ ნახშირწყალს.

შტოში

შტოშის წვენი ებრძვის შარდის ბუშტში ლოკალიზებულ ინფექციას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ერთი ჭიქა შტოშის წვენის ენერგეტიკული ღირებულებაა 144 კილოკალორია. ცხიმსა და ნახშირწყლებს არ შეიცავს.

პომიდორი

ლიკოპენი, რომელსაც პომიდორი შეიცავს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაროტინია. იგი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. გამოკვლევები მოწმობს, რომ პომიდორი ამცირებს შარდის ბუშტისა და კუჭის დაავადებათა განვითარების ალბათობას. გარდა ამისა, თუ მას ყოველდღე მიირთმევთ, მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკიც 50%-ით შეგიმცირდებათ. პომიდვრის ენერგეტიკული ღირებულებაა 26 კილოკალორია, შეიცავს 1 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: დაამატეთ პომიდორს ზეითუნის ზეთი - ცხიმთან ერთად ლიკოპენს ორგანიზმი უკეთ აითვისებს.

ქიშმიში

ქიშმიში რკინის მდიდარი წყაროა, რკინას კი ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულებაა 218 კილოკალორია. შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს, არ შეიცავს ცხიმს.

რჩევა: დაამატეთ ქიშმიში შვრიის, ხორბლის, შერეული ბურღულისა და მარცვლეულის ფაფას.

ლეღვი

ლეღვი კალიუმის საბადოა. გარდა ამისა, შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც სეროტონინის - სიამოვნების ჰორმონის - სინთეზს განაგებს. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ერთი ცალი ლეღვის ენერგეტიკული ღირებულებაა 37-38 კილოკალორია. შეიცავს 2 გრამ ნახშირწყალს. არ შეიცავს ცხიმს.