ზღვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები

ზღვის უძვირფასეს საჩუქრებს ადამიანი უხსოვარი დროიდან იღებს. თევზი და ზღვის პროდუქტები თანამედროვე ადამიანის რაციონის აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტია. თევზეულის ცილას ადამიანის ორგანიზმი უფრო სწრაფად და ადვილად ითვისებს, ვიდრე ცხოველურს. გარდა ამისა, ზღვის პროდუქტების ცილა ცხოველურთან შედარებით ნაკლებკალორიულია, ამიტომ ზღვის პროდუქტები თამამად შეგიძლიათ მიირთვათ და არ იდარდოთ ფიგურის, სხეულის ფორმების გამო. ზღვის პროდუქტები მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას. მაგალითად, კიბორჩხალასებრთა ოჯახი შეიცავს რკინასა და ფოსფორს, კალმარები მდიდარია კალიუმით, მოლუსკები - ნიკელითა და სპილენძით, მიდიები - კობალტით. ა, ბ და დ ვიტამინები ზღვის თევზში რომ უხვადაა, ნებისმიერმა მოსწავლემ იცის. ჩამოთვლილთა გარდა, თევზის ხორცი შეიცავს იოდს, თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, რკინასა და ფოსფორს. თითოეულ ამ ვიტამინსა თუ მიკროელემენტს ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ხოლო ზოგიერთი მათგანი იმდენად უნიკალურია, რომ ზღვის პროდუქტების გარდა ვერსად შეხვდებით. ზღვის პროდუქტების რეგულარული მიღება მეტად სასარგებლოა გულისა და თავის ტვინისთვის, რადგან სწორედ ამ პროდუქტებშია მათი მუშაობისთვის აუცილებელი პოლიუჯერი ცხიმმჟავები. ეს უკანასკნელნი თევზის ხორციდან ადამიანის ორგანიზმს შეწოვისთვის იდეალური სახით მიეწოდება. მცენარეული საკვები კი (მაგალითად, სოია, მწვანე ბოსტნეული) გაცილებით რთულ ნაერთებს შეიცავს, რომელთა გადამუშავებისთვის ორგანიზმს დამატებითი ენერგიის ხარჯვა სჭირდება. თევზებიდან ყველაზე ცხიმიანია გველთევზა, ორაგული, ქაშაყი და სკუმბრია. მათ მოსდევს კეფალი, თინუსი, სარდინი და კალმახი. “სუსტების” კატეგორიიდან აღსანიშნავია: ვირთევზა, კამბალა და ჭანარი, თუმცა მრავალფეროვნებისთვის მათი მირთმევაც შეიძლება. თევზი ხომ ადვილად ასათვისებელი ცხოველური ცილის წყაროა. აქედან გამომდინარე, დროდადრო თამამად შეიძლება თევზით საქონლის ხორცის შეცვლა.

მნიშვნელოვანი ფაქტები ზღვის პროდუქტების მარგებლობის შესახებ

ზღვის პროდუქტები იოდდეფიციტის პროფილაქტიკის მთავარი საშუალებაა. იოდის უკმარისობას ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევის პროვოცირება შეუძლია. ამ ელემენტს შეიცავს წყალქვეშა სამყაროს თითქმის ყველა სახეობა, ოღონდ სხვადასხვა რაოდენობით.

ყველანაირი თევზი აუცილებელია?

გაცილებით მეტი ღირებულება აქვს ზღვის თევზს. ის უფრო მეტ იოდსა და უჯერ ცხიმს შეიცავს, ვიდრე მდინარისა. ექიმები დიდხანს ურჩევდნენ ორსულებს, დიდი სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ ზღვის თევზებისა და კიბოსნაირების (კრევეტები, ომარები, ხამანწკები და სხვა) მრავალ სახეობას, რადგან მათი ორგანიზმი შეიცავს ვერცხლისწყალს, მომავალი დედის ორგანიზმში ამ ელემენტის დაგროვებამ შესაძლოა ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა გამოიწვიოს. თუმცა ვერცხლისწყლის საშიშ კონცენტრაციას მხოლოდ ზოგიერთი სახეობის თევზი შეიცავს. რაციონიდან გამორიცხეთ ხმალთევზა, სკუმბრია და ზვიგენი. რაც შეეხება დანარჩენებს, დაიხსომეთ, რაც უფრო დიდი და ხნოვანია თევზი, მით უფრო მეტია მასში მავნე ნივთიერება. როგორც ყოველთვის, ზომიერება ამ დროსაც საჭიროა. ყველაზე უკეთესია, კვირაში სამი-ოთხი დღე დაუთმოთ თევზეულს. არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა ჯობს, უპირატესობა ახალდაჭერილ და შედარებით მომცრო ზომის თევზებს მიანიჭოთ.


ზღვის პროდუქტების მავნებლობა

ზღვის პროდუქტები რომ სასარგებლოა, ყველამ იცის, მაგრამ ორგანიზმისთვის მავნე და საშიშ ნივთიერებებსაც რომ შეიცავს, ამაზე თითქმის არსად იწერება, ამიტომ ბოლო ხანს სპეციალისტები ხშირად სვამენ კითხვებს მათი მავნეობისა და მარგებლობის შესახებ. თავად თევზები უცოდველნი არიან; სხვა საქმეა მათი საცხოვრებელი ადგილი. დღეს ბუნება და სასიცოცხლო არეალი იმდენად დაბინძურებულია, რომ იქ მცხოვრები სახეობები შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათონიც კი გახდნენ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში თევზი საკუთარ ორგანიზმში ვარცხლისწყალთან ერთად დარიშხანს და სხვა მძიმე ლითონებსაც “აგროვებს”. ეს ნივთიერებები არ სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, უფრო მეტიც - ისინი ჩვენთვის საშიშია! ამიტომ შერჩევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მომცრო ზომის თევზებს - მათში მავნე ნივთიერებაც ნაკლები იქნება. გარდა ამისა, უმი თევზი მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება. უმად მისი დიდხანს დატოვება დაუშვებელია, რადგან თევზის პარაზიტები საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან. უმი დელიკატესები საკვებად დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, ხამანწკები. ისინი შეიძლება დასნებოვნებულნი იყვნენ ქოლერის ვიბრიონის მსგავსი ჩხირებით. ამ დროს მოწამვლის შედეგები ხანგრძლივი და მძიმეა. უსაფრთხოა ახალდაჭერილი ხამანწკები.

მიდიები

ნამდვილი დელიკატესია, აქვს ნაზი, განუმეორებელი გემო და შეიცავს ცილის, მინერალური მარილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების (რკინა, კობალტი, ფოსფორი) მდიდარ ნაკრებს. მრავალი სპეციალისტი კვლევებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მიდია - ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტი შემადგენლობით ვიაგრას ჰგავს. ადვილად მოსანელებლად აუცილებელია მიდიების ბოსტნეულთან ერთად მირთმევა. მართლაც კარგი მოლუსკია, არა? და მაინც... ბუნებაში მიდიებს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ - ისინი დაბინძურებული წყლის ფილტრები არიან, ამიტომ შეუძლიათ, ორგანიზმში დაიგროვონ ადამიანისთვის მეტად საშიში ის შხამებიც კი, რომლებსაც უმარტივესი ორგანიზმები გამოყოფენ. რაც უფრო მეტხანსაა მიდია ზღვაში, მით მეტი ტოქსინი დაგროვდება მის ორგანიზმში. სანამ ბაზარზე მოხვდებიან, მიდიები ხანგრძლივ სპეციალურ დამუშავებას გადიან შხამიანი კომპონენტების იზოლაციისთვის, ამიტომ უმი მიდია ის პროდუქტი არ არის, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად მიირთვათ. თერმული დამუშავებაც კი ვერ უზრუნველყოფს შხამების გამოძევებას, ამიტომ ფრთხილად იყავით! დაბოლოს, ზოგიერთ ადამიანში ზღვის პროდუქტები ალერგიას იწვევს, რომელსაც თან ახლავს ქავილი, სიწითლე და გამონაყარი. უფრო მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია თავის ტკივილი, ხორხის შეშუპება, გონების დაკარგვა. ზღვის პროდუქტები გარკვეული წესების დაცვით უნდა დამუშავდეს, რათა გამოირიცხოს მათში მიკროსკოპული პარაზიტების არსებობა, რომლებმაც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიონ.

კულინარიული წვრილმანები

ჯობს, ერიდოთ უმ თევზსა და კიბოსნაირებს - ამგვარად თავიდან აიცილებთ მავნე ბაქტერიებით, ვირუსებითა და ჰელმინთებით დასნებოვნებას. მოლუსკები, ხამანწკები, მიდიები და კრევეტები აუცილებლად 4-6 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გაყინულიც კი კარგად უნდა მოიხარშოს. მთლიანი თევზის მომზადების დროს აუცილებლად დაიცავით “10 წუთის წესი”: გაზომეთ თევზის ყველაზე მსხვილი ადგილის გარშემოწერილობა და ყოველ 2,5 სანტიმეტრზე 10 წუთის გადათვლით ხარშეთ ან წვით 230 გრადუს ცელსიუსზე. დაიმახსოვრეთ: თევზის გემო ნაკლებად იქნება გამოხატული, თუ მას ლიმონის წვენს მოასხამთ. მრავალფეროვნება გსურთ? მოსინჯეთ სხვადასხვა სოუსი და მომზადების წესი: ორთქლზე და ღუმელში, ფოლგაში და მის გარეშე, სალათში და უსალათოდ. სუფრაზე მიიტანეთ ბოსტნეულთან ერთად ან მის გარეშე... გემრიელად მიირთვით!