წიწიბურა ორგანიზმს წიდებისა და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან წმენდს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წიწიბურა ორგანიზმს წიდებისა და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან წმენდს

. ყოველივე ეს განსაკუთრებული ბიოქიმიური შედგენილობითაა განპირობებული. კერძოდ, წიწიბურა შეიცავს 10-13 %-მდე ცილას, 2 %-მდე ცხიმს, 70%-მდე სახამებელს, 0,5 % შაქარს, ლიმონმჟავას, მჟაუნმჟავას, ვაშლმჟავას და სხვ. ქიმიური ელემენტებიდან - ფოსფორს, რკინას, კალციუმს, კალიუმს, სპილენძს, თუთიას. თუთია ის ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ბევრი ნივთიერების ნორმალურ შეთვისებას, განსაკუთრებით მომატებული რადიაციის პირობებში. ამიტომაც, იაპონელი მეცნიერები დღესაც მოლეკულურ დონეზე აწარმოებენ სელექციას იმ წიწიბურასი, რომელიც 2,6 –ჯერ მეტი რაოდენობით შეიცავს თუთიას.

ცნობილია, რომ ცილების მაღალ კვებით ღირებულებას მათში შეუცვლელი ამინმჟავების შემცველობა განსაზღვრავს. (შეუცვლელი ამინმჟავები ორგანიზმში არ სინთეზდება, ორგანიზმი მათ მხოლოდ საკვებიდან ითვისებს). ამ ამინმჟავებიდან ლიზინისა და მეთიონინის შემცველობით წიწიბურას ცილა ყველა მარცვლეული კულტურის ცილებს აღემატება. გარდა ამისა, წიწიბურაში წარმოდგენილია ადვილადხსნადი ფრაქციები _ ალბუმინები და გლობულინები, რომლებიც ორგანიზმში 78 %-ით შეიწოვება. წიწიბურას ცილაში სულ 18 სახის ამინმჟავაა. მათ შორის ცისტინი და ცისტეინი უზრუნველყოფენ ორგანიზმის წიდებისაგან და რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან ინტენსიურ გაწმენდას, ჰისტიდინი ხელს უწყობს ბავშვებში ზრდის პროცესის ნორმალიზებას. წიწიბურას ცილის ბიოლოგიური აქტივობა და ღირებულება უტოლდება ქათმის კვერცხისა და მშრალი რძის ცილების, როგორც ყველაზე დაბალანსებული და ღირებული ცილების სრულფასოვნებას. წიწიბურას ორგანული მჟავები - ლიმონმჟავა, მჟაუნმჟავა, ვაშლმჟავა და სხვა აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, ამიტომაც წიწიბურა მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს. მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ფოსფოლიპიდები, ტოკოფერომები, პიგმენტები და ვიტამინები უზრუნველყოფენ ნივთიერებათა ცვლის ხარისხიანად წარმართვას, უჯრედთა ინტენსიურად გამრავლებასა და ორგანიზმის ქსოვილთა განახლებას. წიწიბურას ნახშირწყლოვან კომპლექსში ჭარბობს ადვილადშეთვისებადი შაქრები - გლუკოზა, ფრუქტოზა და სხვა ენერგეტიკული ნაერთები.

PP (ნიკოტინის მჟავა), B1 (თიამინი), B2 (რიბოფლავინი), E (ტოკოფეროლი) ვიტამინების შემცველობით წიწიბურა აღემატება ყველა მარცვლეულს. P ვიტამინის ანუ რუტინის სიჭარბე კი მასში კონკურენციის გარეშეა. აღსანიშნავია, რომ P ვიტამინი ანტისკლეროზული ელემენტია. ის ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის მათ დაზიანებასა და სისხლჩაქცევების განვითარებას, ამცირებს სისხლის შედედების დროს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას. რუტინი და ფაგოპირინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა წიწიბურას ყვავილსა და ზედა ნორჩ ფოთლებში. მცენარის აღნიშნული ნაწილების ნახარში ან ნაყენი სასარგებლოა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სხივური დაავადებისა და სხვა პათოლოგიების დროს. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს წიწიბურას როგორც მაღალ კვებით ღირებულებას, ასევე მის სამკურნალო თვისებებს. რის გამოც ეს ბურღულეული რეგულარულად უნდა იყოს ჩართული საკვებ რაციონში.

წიწიბურას დიეტა

გასახდომი დიეტების უმრავლესობა რაციონიდან ყოველგვარ მარცვლეულს გამორიცხავს, მაგრამ ეს დიეტა სწორედ ბურღულს - წიწიბურას ეფუძნება. წიწიბურას დიეტა გათვლილია ერთ კვირაზე.

ვიღებთ ერთ ჭიქა წიწიბურას და ვასხამთ ორ ჭიქა ადუღებულ წყალს. დაიმახსოვრეთ: წიწიბურა არ უნდა აადუღოთ, უბრალოდ, დაასხამთ წყალს და 12 საათით დადგამთ, რათა ჩაიორთქლოს. არ შეიძლება მარილის, შაქრის, სანელებლების, კარაქის დამატება. ასე მომზადებული წიწიბურა შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც მოგესურვებათ, თუმცა საეჭვოა, პირველ ჯერზე 10 კოვზზე მეტის შეჭმა შეძლოთ.

სასმლიდან ნებადართულია მაწონი ან ნაკლებცხიმიანი კეფირი და ნებისმიერი ოდენობის წყალი. შეგიძლიათ სვათ ყავა და ჩაიც, ოღონდ ბაცი და აუცილებლად უშაქროდ. თუ თავი ძალიან ცუდად იგრძენით, თბილ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ. შეგიძლიათ მიირთვათ ძალიან ცოტა ხილი, გარდა ყურძნისა და ბანანისა. მაგალითად, დღეში 1 ცალი ვაშლი. ისაუზმეთ გამოღვიძებიდან 4 საათის შემდეგ, ვახშამი კი სასურველია მიირთვათ არა უგვიანეს 18:00 საათისა. ერთი კვირის შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ, შემდეგ კი დიეტა გაიმეორეთ.

ავტორი თინათინ გოცაძე