"სწრაფი კვებით" სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"სწრაფი კვებით" სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით

ან საომარი მოქმედებების დროს. თანამედროვეობაში კი ფასტ-ფუდმა შეცვალა ჩვეულებრივი, ჯანსაღი კვება არა მარტო ოფისებში, არამედ სახლშიც კი. ბევრი ჩვენგანი ამით ანაცვლებს საუზმეს, ზოგი კი მშვიდად მიირთმევს ძილის წინ, რაც ნამდვილად დიდ პრობლემებს უქმნის ორგანიზმს.

ექიმები, დიეტოლოგები, სწორი კვების სპეციალისტები ცალსახად მიუთითებენ სწრაფი კვების - ფასტ-ფუდის მავნებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა "სწრაფი კვების" მოყვარულთა რაოდენობა იზრდება. მიზეზი სრულიად ნათელია: უმრავლესობა ქალაქის მცხოვრებია, სადაც ცხოვრების ტემპი სწრაფია, რაც ყველაფერში, მათ შორის კვებაშიც აისახება. ჩვეული გახდა მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული ნახევარფაბრიკატი. ბევრისთვის გზაზე, სამსახურში, ფეხზე წახემსება სრულიად ნორმალურ რეჟიმად ითვლება.

რატომ არის ჯანმრთელობისთვის საშიში ფასტ-ფუდი

მიზეზი რამოდენიმეა. პირველ რიგში ფასტ-ფუდები მაღალკალორიული კერძებია, რომლის მუდმივად მიღება იწვევს სიმსუქნეს. კიდევ ერთი ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორია სწრაფი კვების კერძების მომზადებისას ტრანს-ცხიმების გამოყენება. ე.წ. "მკვლელი ცხიმები" იწვევს სიმსუქნეს, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემის და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

ფასტ-ფუდები შეიცავს ბევრ კონსერვანტს, საკვებ დანამატს, არომატიზატორს და ა.შ. ცხადია, მთელი ეს ქიმია ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია, გარდა ამისა სწრაფი კვების კერძები შეიცავს მარილისა და შაქრის ჭარბ რაოდენობას, რაც ასევე მავნებელია, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების არსებობის პირობებში. დადგენილია, რომ ფასტ-ფუდების რეგულარული გამოყენება იწვევს მასში შემავალ ტრანს-ცხიმებზე, საკვებ დანამატებზე, არომატიზატორებზე ქიმიურ დამოკიდებულებას. მნიშვნელოვანია ასევე ამ კერძების მომზადების ხარისხიც. ზოგიერთ საეჭვო ადგილებში დამზადებულმა სწრაფი კვების კერძებმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა ან ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა. ამის მიზეზი არის კერძის მომზადების ტექნოლოგიის დარღვევა და სანიტარული პირობები. ამიტომ თუ ნებისყოფას ვერაფერს უშვრებით და არ შეგიძლიათ უარი თქვათ მავნე კვებაზე, ცნობილი ბრენდების ფასტ-ფუდები მაინც მიირთვით.

სწრაფი კვების მავნებლობის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი მიეკუთვნება ამ კერძების ინგრედიენტულ შემადგენლობას, თუმცა ჯანმრთელობისთვის საზიანო ისიცაა, რომ ფასტ-ფუდი სწრაფად იჭმევა, რადგანაც ძალიან ხშირად წახემსება ხდება გზაში, საქმეებს შორის. ამიტომ ადამიანს დრო აღარ რჩება კარგად დაღეჭოს საჭმელი, რაც კიდევ ერთი პირობაა სხვადასხვა დაავადების განვითარებისთვის.

რატომ არის სწრაფი კვება პოპულარული, თუ ყველამ იცის მისი მავნებლობის შესახებ?

სწრაფი კვება ნაკარნახევია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების მაღალი ტემპით. სრულფასოვან საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ადამიანებს უბრალოდ დრო აღარ რჩებათ.

მეორე მიზეზი არის კარგი გემო, რაც განპირობებულია კერძებში სხვადასხვა საკვები დანამატებითა და არომატიზატორებით, შეფუთვაც ლამაზია.

ფასტ-ფუდების პოპულრობა განპიროებებულია ნიჭიერი და კარგი მარკეტინგითაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფასტ-ფუდების მარკეტოლოგები კარგად იყენებენ ადამიანურ სისუსტეებს, წარმატებით მოქმედებენ ბავშვთა ფსიქიკაზე, უწევენ რა რეკლამას სწრაფი კვების ობიექტებს, როგორც გასართობ ცენტრებს, მრავალრიცხოვანი საჩუქრებითა და საინტერესო კონსკურსებით.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე