კარაქი თუ მარგარინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარაქი თუ მარგარინი

, ამ პროდუქტმა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, კრემლისკენ მოძრავი არმიის გარდა, ტრანსცხიმების არაერთი მოყვარული შეიწირა.

კარაქის შემცვლელი მარგარინი გაცილებით იაფი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპელთა ნაკლებად შეძლებულ ფენებში. მისი ერთ-ერთი ღირსება - თუ შეიძლება ასე ითქვას - არის ის, რომ ის კარაქზე გაცილებით მეტხანს ინახება.

დღეს დიეტოლოგები მარგარინს კიდევ ერთ დადებით თვისებას მიაწერენ: მცენარეული ცხიმისგან წარმოებული ეს პროდუქტი მდიდარია პოლი- და მონოუჯერი ცხიმებით, ამასთან, არ შეიცავს ქოლესტერინს, რის გამოც კარაქზე უვნებელია. კარაქს, მიუხედავად მისი საგემოვნო თვისებებისა, ასეთი ღირებულებები არ გააჩნია. სწორედ ამ მიდგომებს ეფუძნებოდა თავის დროზე, მე-20 საუკუნეში, მარგარინის წარმოებისა და გაყიდვის მთელი პოლიტიკა. თანამედროვე კულინარიამ ტრანსცხიმებთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ მოაგვარა. ეს ცხიმები დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა ხარისხის მყარ მარგარინში, ხოლო შედარებით რბილ მარგარინებში მათი შემცველობა გაცილებით ნაკლებია. დიეტოლოგიისა და ბიოქიმიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რბილი მარგარინები საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. და მაინც, ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე: რომელი ჯობს, კარაქი თუ მარგარინი, - ჯერჯერობით არ არსებობს. ამ ორი პროდუქტის კალორიულობა ერთნაირია; მარგარინის ერთგვარი ნაკლია მის შემადგენლობაში შემავალი ტრანსცხიმები. ეს ის ცხიმებია, რომლებიც ჰიდროგენიზაციის (თხევადი მცენარეული ცხიმების მყარ ცხიმებად გარდაქმნის) გზით მიიღება, მარგარინის გემოს აუმჯობესებს და, რაც მთავარია, მისი შენახვის ვადას ზრდის. რაც შეეხება კარაქს, ის მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ათეროსკლეროზული პროცესებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სურსათის წარმოება დღეს მრავალმილიარდიანი ბიზნესია და ამა თუ იმ პროდუქტის კვებითი ღირებულების წარმოჩენას განსაზღვრული მიზანი აქვს. კამათი მარგარინისა და კარაქის მარგებლობა-მავნებლობაზე უწინდებურად გრძელდება და ალბათ არც არასოდეს დასრულდება. ჩვენს ერთგულ მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ თანამედროვე მარგარინი თავის წინამორბედზე გაცილებით რთული, მრავალეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია. მას ან მცენარეული ცხიმისგან ამზადებენ, ან ცხოველურ (ასევე - თევზის) ცხიმთან მისი კომბინციის გზით იღებენ. გარდა ამ კომპონენტებისა, მარგარინი შეიცავს წყალს, შრატს, ემულგატორებს, რომლებიც სითხესა და ცხიმებს ერთმანეთთან აკავშირებს, მარილს, საღებავებსა და არომატიზატორებს. ნორმატივების თანახმად, პროდუქტს უთუოდ უნდა დაემატოს A და D ვიტამინები, რომლებიც ნატურალური კარაქის შემადგენლობაში შედის. როგორც უკვე ითქვა, მარგარინის წარმოებისას ხდება ჰიდროგენიზაციის პროცესი, ანუ თხევადი ცხიმები მყარად გარდაიქმნება. ამ დროს კი მათი ქიმიური სტრუქტურა რამდენადმე იცვლება. მაგალითად, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა ტრანსიზომერად - პოლიუჯერ მჟავად იქცევა, ეს უკანასკნელი კი ბევრად უფრო საშიშია ორგანიზმისთვის, ვიდრე ბუნებრივი ნაჯერი ცხიმები. ტრანსიზომერების მიღების შედეგად იზრდება სისხლში ქოლესტერინის დონე და, როგორც გამოკვლევები ადასტურებს, იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. არაერთი გამოკვლევა იმაზეც მიუთითებს, რომ პოლიუჯერი ცხიმების მაღალ შემცველობას უშუალო კავშირი აქვს ასთმური დაავადებების მიმართ განწყობასთან. ამრიგად, მარგარინის ხარისხს მისი შემადგენლობა განსაზღვრავს. რაც უფრო მდიდარია ის A, D და E ვიტამინებით, რაც უფრო ნაკლებია მასში ნაჯერი და პოლიუჯერი (ანუ ტრანსიზომერული) ცხიმების შემცველობა, მით უკეთესია მისი ხარისხი. ბევრი, რა თქმა უნდა, კარაქს ამჯობინებს, თუმცა ქოლესტერინისა და ნაჯერი ცხიმების შემცველობის გამო მის ინტესიურ მოხმარებას ერიდება. მათ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თანამედროვე დიეტოლოგთა აზრით, კარაქი (თუ, რა თქმა უნდა, ზომიერება არ გვიღალატებს) მარგარინზე გაცილებით სასარგებლო და უვნებელია - ასეა თუ ისე, ის მაინც ნატურალური პროდუქტია და მასში შემავალი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები ნაკლებად საშიშია, ვიდრე მარგარინის პოლიუჯერი ცხიმები. ასე რომ, კარაქი რთული ტექნოლოგიით წარმოებულ მარგარინზე გაცილებით პოპულარულია, თუმცა ამის მიზეზი წარმოების სირთულეზე მეტად ის არის, რომ მარგარინმა დროთა განმავლობაში სახე იცვალა და სასარგებლოზე მეტად მავნე კომპონენტებით გამდიდრდა, თორემ ნორმატივების შესაბამისად დამზადებული, სათანადო შედგენილობის მარგარინი ნამდვილად არ ჩამოუვარდება კარაქს!

ავტორი თინათინ გოცაძე