კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

ხორციდან რკინის 10-20% შეიწოვება, მცენარეული საკვებიდან - მხოლოდ 1-5%. გარდა ამისა, რკინის შეწოვა დამოკიდებულია საკვებში ხელშემწყობი და ხელშემშლელი ნივთიერებების (ინჰიბიტორების) შემცველობაზეც. რკინის ბიოათვისებადობა შეიძლება გაუმჯობესდეს რაციონის ისეთი ცვლილებით, რომელიც ითვალისწინებს შეწოვის ხელშემწყობ ნივთიერებათა ოდენობის მომატებას, ინჰიბიტორების შემცირებას ან ორივეს ერთად. რკინის შეწოვას აფერხებს:

  • ფიტატები - მარცვლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყინი, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული;
  • კალციუმი - რძე, რძის ნაწარმი (ხაჭო, ყველი).

რკინის შეწოვას ხელს უწყობს:

  • ჰემური რკინა, რომელსაც შეიცავს საქონლისა და შინაური ფრინველიც (ქათმის, ინდაურის) ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • ასკორბინის მჟავა - C ვიტამინი, რომელიც მოიპოვება ხილში, კარტოფილსა და ზოგიერთ გორგლოვან ბოსტნეულში, აგრეთვე - პარკოსნებსა და კომბოსტოში;
  • რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული სურსათი.

კვების სტილის ცვლილებები, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს:

  • ჩაის, ყავის დალევა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ - ამ დროს საკვები კუჭში აღარ არის და ეს პროდუქტები რკინის შეწოვას ვეღარ შეაფერხებს;
  • რძის, ყველის მიღება ჭამიდან ჭამამდე, შუალედში;
  • სხვა საკვებთან ერთად ჩ ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება;
  • რკინითა და ვიტამინებით ფორტიფიცირებული პროდუქტების მიღება.


ბავშვის კვება რკინადეფიციტური ანემიის დროს

რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი უნდა გავამდიდროთ სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება. ასეთია ძროხის ხორცი, ენა, ღვიძლი. ხორცსა და ღვიძლთან ერთად რაციონში უნდა ჩავრთოთ ხილ-ბოსტნეულიც - ის არაორგანული რკინის შეწოვას აუმჯობესებს.

არაორგანული რკინის ათვისებას ასევე ხელს უწყობს:

  • ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი);
  • რძემჟავა ნაწარმი - მაწონი, იოგურტი, კეფირი, ხაჭო.

არაორგანული რკინის ათვისებას აფერხებს:

  • სოიის ცილა;
  • ჩაი;
  • ყავა;
  • პარკოსნები.

ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინას დიდი ოდენობით შეიცავს, მაგრამ ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ვაშლი, ბროწეულის წვენი, წიწიბურა და სხვა ამგვარი საკვები, რამდენიც არ უნდა მივიღოთ, ამაოა. საზოგადოდ კი ანემიის (არა რკინადეფიციტურის) დროს მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად რეკომენდებულია დიეტოთერაპიაც. სასურველია ცხიმის ზომიერად - 70-80 გრამამდე - შემცირება, რადგან ანემიის დროს ხშირად შეინიშნება ცვლილებები ღვიძლში, აგრეთვე - ძვლის ტვინის გაცხიმოვნება, ცხიმები კი, ჩვეულებრივ, სისხლწარმოქმნას თრგუნავს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ადვილად ასათვისებელ ცხიმებს - რძისას, მზესუმზირასას და, საზოგადოდ, მცენარეულს. საკვები რაციონი უნდა გავამდიდროთ ლიპოტროპული (ცხიმისმაგვარი) მოქმედების პროდუქტებით, რომლებიც გაცხიმოვნებისგან დაიცავს ღვიძლსა და ძვლის ტვინს. ყოველდღე ან დღეგამოშვებით უნდა მივირთვათ 100 გრამი ღვიძლი, რაციონს უნდა დავუმატოთ საფუვრიანი კერძები. ვსვათ საფუვრის სასმელი (ავიღოთ 50-100 გ საფუარი, გავხსნათ 500-700 მლ წყალში და წამოვადუღოთ). სისხლწარმოქმნაში მონაწილე მიკროელემენტები - რკინა, კობალტი, თუთია, მანგანუმი - ორგანიზმში ღვიძლის, ხორცის, ფილტვების, კვერცხის, ხიზილალის, საფუვრისა და სოკოს, ხორბლის ფქვილისა და წიწიბურას, ხილისა და ბოსტნეულის მეშვეობით აღწევენ. ანემიის დროს მადა ხშირად სუსტდება, რაც კუჭის სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის გაუარესებით აიხსნება. მადის გასაუმჯობესებლად ექიმები ხშირად ხორცის, თევზის, სოკოსა და ბოსტნეულის ნახარშებს ურჩევენ პაციენტს. ნებადართულია რუხი და თეთრი პური, მჭლე ხორცი, თევზი, ღვიძლი, ფილტვები, ხაჭო, წიწიბურა, კვერცხი, სოკო, ხილი, ბოსტნეული, კარაქი და ზეთი, ასკილი, შავი მოცხარი, ციტრუსები. სასურველია შეიზღუდოს: ჩაი, ფქვილი, მოხარშული რძე, ყველი, კაკაო, შოკოლადი, მჟაუნა. ანემიის დროს აუცილებელია რაციონის გაჯერება კალორიული, რკინითა და ჩ ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით. რეკომენდებულია ბევრი კარაქი, ნაღები და რძე. ძალზე სასარგებლოა ხორბლისა და წიწიბურას ფაფები, გოგრა, ღვიძლი (განსაკუთრებით - ბოცვრისა). რაციონში უნდა შედიოდეს აგრეთვე კარტოფილი და პარკოსნები, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, ნესვი, კამა, შტოში, ლიმონი, ფორთოხალი, გარგარი, ალუბალი, სიმინდი, მსხალი.